საზოგადოება

ზურაბ მაისაშვილის ოდა-სახლი

ამბროლაურის მუნციპალიტეტ სოფელ წესში ოდა-სახლი აშენებულია 1870-იანი წლებისთვის მეწარმე და ინჟინერი ზურაბ(ზურაბა) მაისაშვილის მიერ. სახლის უნიკალურობა მის სიძველსეთან იმაში მდგომარეობს, რომ ჩუქრუთმების მოყვანილობა და ზოგადად ხის მასალა არასტანდარტულია, გარდა ამისა მთლიანად ხის სახლში არ არის გამოყენებული ლურსმანი და ისეა დაგეგმილი, რომ ყველა ფიცარი ერთმანეთში ჯდება. საინტერესოა ასევე ისიც, რომ სახლის ყველა ოთახში ბუხარია და ყველა ოთახს აქვს ერთამანეთში გამოსვლელი გამჭოლი კარი. ხის მასალა კი თელა გახლავთ.

კავშირი კომუნისტებთან

 მიუხედავად იმისა, რომ სახლის მფლობელი და ამშენებელი კაპიტალისტურ ცხოვრებას მისდევდა მის შვილებს საკმაოდ ახლო მეგობრული და ნათესაური კავშირი ჰქონდათ ქართველ კომუნისტებთან რევოლუციამდე, მეტიც, ისეთი გამოჩენილი კომუნისტები, როგორებიც იყვნენ აბელ ენუქიძე, არკადი ელბაქიძე, კამო და სხვები ციხიდან გაქცევის პირობებში იმალებდნენ რაჭაში ზურაბ მაისაშვილი ოდა-სახლში, გარდა ამისა სტალინის პირველ ცოლთან ეკატერინე(კატო) სვანიძესთან ნათესაური კავშირის გამო ის და მისი  პირველი შვილი ვასილ ჯუღაშვილი ამ სახლში ატარებდნენ 1907 წლის ზაფხულს, დეკემბერში კატო გარდაიცვალა, ხოლო შემდგომ წლებში ვასილი დეიდებთან ერთად სტუმრობდა ამ სახლს.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ამ სახლის მკვიდრს ყველანაირი ქონება და სიმდიდრე ჩამოართვეს, სახლის უდიდესი ნაწილიც დაშალეს და წაიღეს, ხოლო ოჯახი გადასახლებას და დახვრეტას ძველი დამსახურებების გამო გადაურჩა.

 1924 წლის აჯანყება

ამ სახლის ამშენებლის შვილები სამხედროები გახლდნენ, რომლებსაც განათლება ოდესის სამხედრო უნივერსიტეტში ჰქონდათ მიღებული, ხოლო შემდგომ რუსეთის მეფის ჯარში მსახურობდნენ, გასაბჭოების შემდეგ ამ სახლის მაშინდელმა მკვიდრმა კოტე მაისაშვილმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო 1924 წლის აჯანყებაში. იარაღი და ტყვია-წამალი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ ამ სახლში იმალებოდა, თუმცა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე იარაღი და ტყვი-წამალი ჩეჩმაში დაიმარხა, ხოლო კოტე მაისაშვილი დაიჭირეს. მას აქაც დახვრეტა ეკუთნოდა, თუმცა რაჭის მაზრის ხელმძღვანელის არკადი ელბაქიძის ძმის თანასოფლელობის და ახლო კავშირის გამო ის აქაც გადაურჩა სიკვდილს.

2019 წელს სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

94324921_2606543119673395_4329108321748385792_n.jpg
94733351_2576710002617879_458184946473762816_n.jpg

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button