ჟურნალი „იბერია“ დაარსებულია XI კლასის ორი მოსწავლის, ნიკოლოზ სანიკიძისა და გიორგი სვიმონიშვილის მიერ 2016 წელს. ჩვენი მიზანია ვებრძოლოთ საქართველოს მტრების მიერ გავრცელებულ ანტიქართულ პროპაგანდას და დავიცვათ მათგან ჩვენი თანატოლები. ვიმედოვნებთ, რომ „იბერია“ მკითხველს დააფიქრებს საქართველოს რაობაზე, რა გვსურს მომავალში და რა არის საჭირო, რომ საქართველომ იარსებოს დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოს სახელით.
„იბერიის“ პირველი ნომერი გამოვიდა ბეჭდური სახით, რადგან საქართველოში ბევრ სოფელს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, ამიტომ ბეჭდური ჟურნალები ძირითადად სოფლის სკოლებში დავარიგეთ. ახლა კი უკვე შეგიძლიათ ჩვენს საიტზე ელექტრონულად იხილოთ როგორც პირველ ნომერში შესული, ასევე ყველა ახალი სტატია.
„იბერიის“ წინათქმა:
ჟურნალის გამოცემა ბოლო ათწლეულების მანძილზე ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ გაჩაღებულმა ინფორმაციულ-იდეოლოგიურმა ომმა გადაგვაწყვეტინა. რუსულ, თურქულ, სომხურ და სხვა ენებზე გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებში, დოკუმენტურ ფილმებში, ტელეგადაცემებში ხშირად არასწორად აშუქებენ ქართულ ეროვნულ ღირებულებებს, ამახინჯებენ კულტურულ ფაქტებს, ჩვენი მეზობლების საკუთრებად აცხადებენ ისტორიულ ძეგლებს და ტერიტორიებს, ხელყოფენ ისეთ უნიკალურ ფენომენს,როგორიცაა ქრისტიანული საეკლესიო საგალობელი, საკამოთოდ ხდიან ქართული დამწერლობის შექმნის თარიღს და ა.შ.
ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ მცდარი სტერეოტიპები და დავიცვათ მათგან ჩვენი თანატოლები. ვიმედოვნებთ, რომ „იბერია“ მკითხველს დააფიქრებს საქართველოს რაობაზე, რა გვსურს მომავალში და რა არის საჭირო, რომ საქართველომ იარსებოს ერთიანი, დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფოს სახით.
სიუჟეტები ჩვენს შესახებ:
დააკომენტარეთ ფეისბუქიდან