ეკონომიკა

რა გავლენა აქვს რუსეთს საქართველოს ეკონომიკაზე?

  2019 წლის 20 ივნისს მართლმადიდებლური ასამბლეის ეგიდით, საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი, სერგეი გავრილოვი აღმოჩნდა. ამ ყველაფერზე პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმა დიდი ალიაქოთი ატეხეს და საზოგადოებას გააგებინეს ეს ყოველივე, რასაც, თავის მხრივ, საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოყვა. გავრილოვს ჯერ პარლამენტის შენობა, შემდეგ კი თბილისი დაატოვებინეს ჩემთვის მისდამი სასიამოვნო შეძახილებით. დაიგეგმა აქცია საღამოს 7 საათზე, რასაც საღამოს 12 საათისთვის მოყვა დარბევა, ათობით ადამიანი დასახიჩრდა სამუდამოდ, კიდევ უფრო მეტი დაშავდა და ასობით ადამიანი დღემდე ციხეშია. ამ ყველაფრის ფონზე, საინტერესოა, რა გავლენებს, აქტივებს და ბერკეტებს ფლობს რუსეთის ფედერაცია საქართველოში და მის ეკონომიკაში.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით (FDI) რუსეთის ფედერაცია საქართველოში ნამდვილად არ გამოირჩევა, რადგან ბოლო 20 წლის მანძილზე მათ სულ რაღაც 700 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია აქვთ საქართველოში განხორციელებული, მაშინ, როდესაც ევროკავშირის მაჩვენებელი 7.9 მილიარდია, ხოლო აშშსი 1.5 მილიარდი.

სტატეგიული ობიექტები:

რუსეთის ფედერაციას და მათ ბიზნესმენებს საკმაოდ ბევრი სტატეგიული ობიექტი აქვთ შეძენილი, როგორც ენერგეტიკაში, ასევე სატრანსპორტო სფეროში და ტელეკომუნიკაციაში.

  1. რუსული ენერგო გიგანტი „ინტერ რაო“ ფლობს უდიდეს წილს ენერგეტიკის სადისტრიბუციო კომპანია „თელასში“ . ამ აქტივის ღირებულება დაახლოებით 318 მილიონი ლარია. „ინტერ რაო“ ასევე ფლობს ჰიდროელექტროსადგურებს ხრამ ჰესი 1 და ხრამ ჰესი 2.
  2. რუსული ხელი კიდევ ერთ ენერგო კომპანიაშია. ეს კომპანია „საქრუს ენერგოა“  კომპანიის აქტივი 93 მილიონი ლარია და მისი 50%-იანი მფლობელი რუსეთის მოქალაქეა.
  3. რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა ასევე 301 ტონა ნავთობი, რაც მთლიანი ქართული ნავთობ იმპორტის 33%-ია. ასევე, საქართველოშია წარმოდგენილი რუსული „ლუკოილი“, რომლის აქტივები საქართველოში 75 მილიონი ლარია, ხოლო ბრუნვა 300 მილიონზე მეტი. რუსული კომპანია „როსნეფტი“ კი ფლობს ერთ-ერთ ქართულ კომპანია „გალფ ჯორჯიას.“
  4. ტელეკომუნიკაციაში აქტიურად არის ჩაბმული რუსული კომპანია „ბილაინი“, რომლის აქტივები 200 მილიონი ლარია.

რუსული წილები კიდევ ბევრ კომპანიაში, ისეთები როგორიცაა RMG GOLD. BORJOMI, VTB BANK და ა.შ

ექპორტი:

2005 წელს, როდესაც რუსეთმა ქართულ პროდუქტს ემბარგო დაადო, ეს ყოველივე ქართულ ეკონომიკაზე და, განსაკუთრებით ღვინის ინდუსტრიაზე ცუდად აისახა, თუმცა მაშინ გატარებულმა რეფორმებმა და ზოგადად ეკონომიკის დაჩქარებულმა ტემპებმა რეგიონში, მარტივად გადაგვატანინა. მას შემდეგ, 2012 წლამდე, რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულება მცირდებოდა, ღვინის ხარისხი უმჯობესდებოდა, სხვა საექსპორტო, უფრო სანდო ბაზრები ჩნდებოდა და იძებნებოდა, მაგრამ 2013 წლიდან რუსული ბაზარი ხელახლა გაიხსნა და ქართული ღვინისა და სხვა პროდუქტების აქტიურად გატანაც დაიწყო. ისე მოხდა, რომ 2012 წელს თუ საქართველოს ექსპორტი რუსეთში 47 მილიონი აშშ დოლარი იყო 2018 წელს 437 მილიონი აშშ დოლარამდე ავიდა.

ტურიზმი:

საქართველოში ბოლო 10 წლის მანძილზე ზოგადად ტურიზმი საკმაოდ მზარდია. ასევე, მზარდია რუსი ტურისტების რაოდენობაც. ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში კი ისაა, რომ რუსი ტურისტების ხარჯი საშუალოდ, ერთ ვიზიტზე საქართველოში 1300 ლარს არ აღემატება, როდესაც საშუალოდ ამერიკელის ხარჯი სამჯერ მეტია, ხოლო ევროპელის ორჯერ მეტი, არაფერს ვამბობ იმ კონსპირაციაზე რასაც რუსი სპეცსამსახურების თანამშრომლების ტურისტებად მონათვლას ეძახიან.

ISET Policy Institute

სტატისტიკაც იმას მეტყველებს, რომ თუ 2011 წელს სულ რაღაც 200 ათასი რუსი ტურისტი იყო შემოსული საქართველოში 2018 წელს ეს ციფრი 9-ჯერ გაიზარდა და 1,8 მილიონი გახდა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button