გეოპოლიტიკაისტორია

რუსეთ-საქართველო: თარიღები და ფაქტები

1783 – საქართველო ხელს აწერს გეორგიევსკის ხელშეკრულებას, რომელიც მას რუსეთის “პროტექტორატად” აქცევს
1801 – რუსეთი საქართველოს ანექსირებას იწყებს
1878 – დაიბადა იოსებ სტალინი
1892 – იქმნება მესამე დასი, საქართველოს პირველი მარქსისტული ორგანიზაცია.
1904 – გლეხთა აჯანყება გურიაში
1905-06 – რუსული რევოლუცია; გურია მთლიანად სოციალ დემოკრატების ხელში გადადის
1906 – გურიის რესპუბლიკას ბოლო ეღება: რუსული ჯარი ხელახლა იპყრობს ამ მხარეს. პირველი სახელმწიფო სათათბიროს (“დუმის”) არჩევნები; დუმის ამ და შემდგომ არჩევნებში სოციალ-დემოკრატები ხმათა დიდ უმრავლესობას მოიპოვებენ საქართველოში.
1917 – მარტში იმპერატორი უარს ამბობს ტახტზე. დროებითი მთავრობა ამიერკავკასიაზე ავრცელებს თავის მმართველობას. ნოემბერში პეტროგრადში ძალაუფლებას ბოლშევიკები იგდებენ ხელში. ყოფილი რუსეთის იმპერიის მთელს ტერიტორიაზე დამფუძნებელი კრების არჩევნები ტარდება; საქართველოში ხმათა უმრავლესობას სოციალ-დემოკრატები იღებენ. საქართველოშივე იქმნება სახალხო გვარდია, რომელიც იარაღს ტიფლისის არსენალზე გაბედული თავდასხმის შედეგად იგდებს ხელში.


1918 – იანვარში ბოლშევიკები შეიარაღებული ძალის გამოყენებით შლიან დამფუძნებელ კრებას. ამიერკავკასია დამოუკიდებლობას აცხადებს, მაგრამ ფედერაციამ სულ რაღაც ერთ თვეს გასტანა. 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობას აცხადებს. თურქეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ეწერება ხელი – გერმანიის მედიაციით, რომელიც შემდეგ საქართველოს იკავებს. დეკემბერში სომხეთთან ხანმოკლე ომი იწყება; პირველი მსოფლიო ომი გერმანიის დამარცხებით სრულდება; ბრიტანეთი ამიერკავკასიაში ჯარის შეყვანას იწყებს.
1919 – ტარდება საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები; სოციალ-დემოკრატები დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ. ბრიტანეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია გრძელდება. გენერალ დენიკინის მოხალისეთა არმიასა და ქართულ ჯარს შორის საზღვრისპირა შეტაკებები იწყება. მატულობს დაძაბულობა დენიკინის მხარდამჭერ ბრიტანელებსა და ქართველებს შორის; 7 ნოემბერს ქართველი კომუნისტების წამოწყებული გადატრიალების მცდელობა მარცხით სრულდება.
1920 – 2 მაისს კომუნისტებს მეორეჯერ ეშლებათ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა. ამის შემდეგ ძალიან მალე, საქართველო და რუსეთი სამშვიდობო ხელშეკრულებას დებენ. რუსეთის მიერ მისი დამოუკიდებლობის ცნობის სანაცვლოდ, ქართული მხარე კომუნისტური პარტიის ლეგალიზებას ახდენს; ბრიტანეთის ჯარების გაყვანა საქართველოდან სრულდება; სომხეთი და აზერბაიჯანი მარცხდებიან და საბჭოთა რეჟიმის მმართველობის ქვეშ ექცევიან. სექტემბერში მეორე ინტერნაციონალის დელეგაცია საქართველოში შემოდის.

1921 – თებერვალში რუსული არმია საქართველოში იჭრება და რამდენიმეკვირიანი ბრძოლების შემდეგ ქვეყანაში საბჭოთა წყობილებას ამყარებს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა იძულებული ხდება ქვეყანა დატოვონ. საბჭოთა მმართველობის წინააღმდეგ აქა-იქ აჯანყებები იწყება, აქედან ყველაზე აღსანიშნავი – სვანეთში.
1923 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია იძულებული ხდება თავი დაშლილად გამოაცხადოს, მაგრამ იატაკქვეშ აგრძელებს არსებობას. დევნილ ქართველ მენშევიკთა ზოგიერთი ლიდერი საქართველოში ფარულად ბრუნდება.
1924 – სოციალ-დემოკრატთა მეთაურობით წამოწყებული აჯანყება მთელს ქვეყანას ედება, თუმცა მას სასტიკად ახშობენ და საბჭოთა მმართველობა მყარდება.
1937 – მასიური რეპრესიები, კომუნისტებმა დახვრიტეს გამორჩეული ქართველი მოღვაწეები და მოაზროვნეები.
1956 – ხრუშჩოვის “საანგარიშო მოხსენებას” საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე, რომელშიც მან სტალინი დაგმო, საქართველოში სტალინის დასაცავი დემონსტრაციები მოჰყვება, რომელსაც სისხლში ჩაახშობენ.
1978 – იწყება დემონსტრაციები საბჭოთა კონსტიტუციური რეფორმის კვალდაკვალ, რომელმაც ქართულ ენას ოფიციალური სტატუსი გაუუქმა; რეჟიმი დაჰყვა დემონსტრაციების მოთხოვნას.
1989 – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით მიმდინარეობს დემონსტრაციები დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. 9 აპრილს სასტიკად დაარბევენ აქციას, დაიღუპება ხალხი.
1990 – საქართველოში 1919 წლის შემდეგ პირველი თავისუფალი არჩევნები ტარდება. დამოუკიდებლობის მომხრეთა ბანაკი იმარჯვებს, ხოლო კომუნისტები მხოლოდ ხმათა 30%-ს იღებენ.

1991 – 9 აპრილს საქართველო დამოუკიდებლობას აცხადებს. ამოქმედდება 1921 წლის კონსტიტუცია, ქვეყნის დროშად იმავე პერიოდის ეროვნული დროშა ცხადდება. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 73-ე წლისთავზე, ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. ახლად არჩეული პრეზიდენტი, ყოფილი დისიდენტი ზვიად გამსახურდია, თითქმის 7 თვეს დაჰყოფს ქვეყნის სათავეში, შემდეგ კი რუსული სპეცსამსახურების ხელშეწყობით სახელმწიფო გადატრიალება ხდება, ემხობა არჩეული მთავრობა და ქვეყნის სათავეში კომუნისტური პარტიის ყოფილი ლიდერი, ედუარდ შევარდნაძე მოდის.
1992 – რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები იწყება აფხაზეთში; მომდევნო წელს ქართული მხარე ომში მარცხდება და მშვიდობიანი მოსახლეობის უზარმაზარ რაოდენობასთან ერთად რეგიონიდან განიდევნება.


2003 – “ვარდების რევოლუცია” ედუარდ შევარდნაძის ძალაუფლებას ამხობს და მიხეილ სააკაშვილი მოდის ქვეყნის სათავეში.
2004 – ცხინვალის რეგიონის კრიზისი. რუსული ძალები კონტროლს მოიპოვებენ ცხინვალის რეგიონზე, თუმცა ფორმალურად კვლავ საქართველოს შემადგენლობაში რჩება.
2008 – საქართველოსა და რუსეთს შორის მორიგი ომი, ამჯერად ცხინვალის რეგიონის გამო იწყება. საბოლოოდ, რუსული ძალები დიდი დანაკარგების მიუხედავად, ინარჩუნებენ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე. საქართველო კარგავს შიდა ქართლის ნაწილს.

გამოყენებული ლიტერატურა: “საქართველოს მივიწყებული რევოლუცია – ექსპერიმენტი” – ერიკ ლი

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button