გეოპოლიტიკადასავლეთი

შემოთავაზება: სირიიდან გამოსული აშშ-ის ჯარები საქართველოში განლაგდნენ

ამერიკელმა პოლიტოლოგმა და აშშ-ის არმიის არმიის ვეტერეანმა – ლუკ კოფმა წამოაყენა მოსაზრება, რომ სირიიდან გამოსული აშშ-ის ჯარები, ისლამური სახელმწიფოსგან მომდინარე საფრთხის აღსაკვეთად, საქართველოში, კერძოდ კი – ახალქალაქში, ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსდნენ.

იგი ტვიტერზე წერს:

„შემოთავაზება: აშშ-ის ჯარები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შესაძლებელია გაიგზავნონ საქართველოში და იქცნენ „ჰორიზონტს მიღმა“ განთავსებულ ძალად, იმისთვის, რომ „ისლამური სახელმწიფოს” აღდგენის შემთხვევაში სწრაფად მოახდინონ რეაგირება.

ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც რაქიდან 460 მილის (740 კმ) მანძილზე მდებარეობს.

ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button