გეოპოლიტიკა

საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა

საქართველოს რეგიონში მსოფლიო მნიშვნელობის ადგილი უჭირავს. ის არის ხერხემალი, რომელიც ევროპასა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს. საქართველოს მდებარეობა ყოველთვის განსაზღვრავდა მის წარსულს, აწყმოსა და მომავალს. გეოპოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებლის სერ ჰელდორდ მაკინდერის მოსაზრებით, ყველაზე ხელსაყრელი, მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობა არის – . მისი აზრით, მსოფლიოს ცნტრი ევრაზიის კონტინენტს უჭირავს, მის ცენტრში კი კავკასია მდებარეობს. სწორედ კავკასიაა ,,მსოფლიოს გული“  (Heartland), რომლის დამორჩილების შემთხვევაში მსოფლიოზე კონტროლის დამყარება ხდებოდა შესაძლებელი.

1919 წელს გამოცემა ,,დემოკრატიული იდეალები და რეალობა  წერდა: ,,ის ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, ბატონობს Heartland-ზე, ის ვინც ბატონობს Heartland -ზე, ბატონობს მსოფლიო კუნძულზე, ის ვინც ბატონობს მსოფლიო კუნძულზე, ბატონობს მსოფლიოზე“.
ივანე ჯავახიშვილი: ,,აღსანიშნავია, რომ რუსეთს სპარსეთში განსაკუთრებით ეკონომიკური ინტერესები ჰქონდა. პეტრე დიდს უნდოდა სპარსეთის ვაჭრობა რუს ვაჭრებს ჩაეგდოთ ხელში და მთელი აბრეშუმი სპარსეთიდან რუსეთში ყოფილიყო შეტანილი.”

 

საქართველო – ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი, აბრეშუმის გზის ქვეყანა – რუსუდან ფეტვიაშვილი

 

კავკასიის რეგიონზე კონტროლის დამყარებით რუსეთი ვარაუდობდა ინდოეთის ოკეანეზე გასასვლელის მოპოვებას. პეტრე პირველის გამეფების და ევროპისკენ ,,გაჭრილი ფანჯრის შემდეგ, ეს აზრი არ აძლევდა მოსვენებას რუს დერჟავნიკებს. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთს ხელს უპირველესად სპარსეთი და ოსმალეთი შეუშლიდნენ. ეს ასეც მოხდა და 1768 წელს ოსმალეთმა (თურქეთი) ომი გამოუცხადა რუსეთს. ამ დროს რუსეთის ინტერესის სფეროში ძალიან მწვავედ დადგა საქართველოს დაპყრობის საკითხი. რუსეთში უკვე წასულები იყვნენ ვახტანგ VI (რომელიც უკვე რუსულად იყო აღზრდილი და რუსეთის დასაცავად არაფერს დაიშურებდა ქართველი მეფეების დასარწმუნებლად რუსეთის კეთილდღეობაში) და რჩეული ქართული საზოგადოება. რუსეთის მიზანი ძალიან მარტივია, ან ძალით უნდა დაიმორჩილოს საქართველო, ან კიდევ მოკავშირედ გაიხადოს, თუმცა მოკავშირეობა რუსეთის ხასიათისგან გამომდინარე თავიდანვე გამოირიცხა.

იქამდე, სანამ გეოპოლიტიკა მეცნიერებად ჩამოყალიბდებოდა, რუსეთი ივანე მრისხანესგან მოყოლებული უკვე ცდილობდა საქართველოს დაპყრობას.
პეტრე I-მა ზუსტად გათვალა და შეარჩია დრო ვახტანგ VI-სთან მოსალაპარაკებლად, მაშინ, როდესაც სულხან-საბა ორბელიანის მისია საფრანგეთში წარუმატებლად დასრულდა. ამ ფაქტით დათრგუნული ვახტანგი, სიხარულით შეხვდა რუსეთის მხრიდან მასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მცდელობას. ამ პერიოდიდან ვახტანგ VI-მ ორიენტირი რუსეთისკენ აიღო.

1715 წელს პეტრე I-მა დიპლომატიური მისიით სპარსეთში გააგზავნა ვოლინსკი. 1718 წელს იგი დაბრუნდა რუსეთში და ჩაიტანა მეგობრობის სიგელი.
სწორედ ვოლინსკი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ვახტანგ VI-სთან, რათა დაერწმუნებინა ქართლის მეფე პეტრე I-ის კეთილგანწყობაში.
1722 წელს პეტრე I-მა დაიწყო ზაფხულის ლაშქრობა.

1722 წლის 2 ივლისს, პეტრე I-მა ვახტანგ VI-ს ბორის თურქესცნოვის პირით შეუთვალა, რომ ის მალე სპარსეთის საზღვრებს მიადგებოდა და ამიტომ ქართლის მეფე სასწრაფოდ ლეკებს უნდა დასცემოდა, ამასთანავე, თავისივე ლაშქრით სპარსეთს უნდა შესეოდა და იქ მოიცდიდა, სანამ პეტრე I-ს ჯარს არ შეუერთდებოდა.
ამ ცნობის მიღებისთანავე ვახტანგ VI-მ განჯისკენ გაილაშქრა, მაგრამ როგორც კი პეტრე I-მა გაიგო, რომ ვახტანგი შამქორში დაბინავდა, მეორე დღესვე მან პირიქით, საწინააღმდეგო მიმართულებით დაძრა თავისი ლაშქარი და გეზი აიღო ასტრახანისკენ. ამ პერიოდში ქართლი ოსმალეთმა დაიკავა.

ვახტანგ VI-მ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ვერ მონახა და რუსეთში გადაიხვეწა. ამ დროს რუსეთსა და თურქეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თურქეთი ცნობდა რუსეთის მხრიდან კასპიისპირეთის დაპყრობას, ხოლო სანაცვლოდ, რუსეთი თურქეთის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილის დაპყრობას აღიარებდა.

ვახტანგ VI

განვითარებული მოვლენები ვახტანგ VI-ს არასწორი საგარეო პოლიტიკური კურსისა და მის მიერ დაშვებული უხეში შეცდომების შედეგი იყო. იგი მოხუცდა, ვერ შეაფასა მოვლენები, ვერ გაერკვა საერთაშორისო ვითარებაში, რაც საბედისწერო აღმოჩნდა ქართლის სამეფოსთვის.
ოსმალეთმა (თურქეთი) ისარგებლა სპარსეთის სისუსტით და რეგიონიდან რუსეთის ჯარების გასვლით 1723 წელს მან მთლიანად დაიპყრო სპარსეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი, შემდეგ კი ერევანი და თბილისი.

უნდა აღვნიშნოთ ის, რომ იმ მომენტისთვის საქართვლოსთვის ერთადერთ საფრთხეს ლეკიანობა და დაღესტნელთა სპონტანური თავდასხმები წარმოადგენდა. ვახტანგ VI-ს ისიც უნდა გაეთვალისწინებინა, რომ რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ირანზე გალაშქრების წინ, არზრუმის ფაშამ სულთანის სახელით ვახტანგ VI-ს შეატყობინა, რომ თურქეთი სპარსეთზე გალაშქრებას აპირებდა და მასთან კავშირი სასურველი იყო. ვახტანგმა ეს უარყო და პეტრე დიდს შეატყობინა.
მიუხედავად ამდენი მაგალითისა, როდესაც საქართველოს მიეცა შანსი დამსხლტარიყო რუსეთის კლანჭებისგან, არიდებოდა ,,უანგარო და მეგობრულ ზრახვებს, მაინც, 1783 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდო ,,გეორგიევსკის ტრაქტატი“.
დიდი ინვესტიციების მოზიდვა საომარ სიტუაციაში მყოფი ქვეყნისთვის რთულია. მაგალითად, დროში ძალიან გაიწელა თბილისი-ყარსი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის დამტკიცება.
გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა და ირანის ისლამური რესპუბლიკისა და ,,დასავლეთის დაპირისპირებამ განაპირობა საქართველოს არჩევა კასპიის ზღვის ჰიდროკარბონული რესურსების (ნავთობი, გაზი) ექსპორტის სატრანზიტო გზად. მაგრამ მოსალოდნელზე ბევრად უფრო ხელსაყრელი სამხრეთ კავკასიის რეგიონალური თანამშრომლობა დღემდე უტოპიად გამოიყურება.

,,აბრეშუმის გზა“ კი რომელიც საქართელოზე გადის უპირველესი ალტერნატივაა რუსეთზე გამავალი ტრასეკის. ,,აბრეშუმის გზის“ აღდგენით რუსეთს გვერდს აუვლის იაპონია, ინდოეთი, შუა აზიის სხვა ქვეყნები და საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის მეშვეობით გავლენ ევროპის ბაზარზე თავისი მილიარდებიანი საქონელბრუნვით. ამიტომ რუსეთი არაფერს იშურებდა ,,აბრეშუმის გზის დასანგრევად. ესეც ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, რატომაც სურს და ცდილობს რუსეთი საქართელოს გავლენის სფეროში მოქცევას.

 

 

გიორგი სვიმონიშვილი

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button