ეკონომიკა

რა ეშველება ლარს?

რა ეშველება ლარს და რა ეშველება ხალხს?!

ბოლო დროინდელი მღელვარებიდან გამომდინარე ქართულ საზოგადოებაში ისმის კითხვა „რა სჭირს ლარს?“. სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემთ, მოდით ვთქვათ, თუ საერთოდ როგორ დგება ლარი-დოლარის კურსი. ყველაზე მარტივად, რომ ავხსნათ, რამდენი ლარიც მოძრაობს ქვეყნის ეკონომიკაში, იმდენი დოლარიც რომ იყოს საპირწონედ კურსი იქნებოდა 1 ლარი=1 დოლარი. გამომდინარე აქიდან მარტივია დასკვნა, რომ დღეს ქართულ ეკონომიკაში ლარის მოცულობა სამჯერ მეტია ვიდრე დოლარის, ამიტომაც არის კურსი 1 დოლარი=3 ლარს.

რაშია გამოსავალი?

პირადად ჩემი აზრია, რომ გამოსავალი ლარის საერთოდ გაქრობაშია და მის ნაცვალად ბევრად უფრო მყარი ვალუტით (აშშ დოლარი, ევრო, ბრიტანული ფუნტი და ა.შ)  ვაჭრობაა ქვეყანაში, თუმცა ოცნებას კაცი არ მოუკლავს და ეს გეგმებიც ალბათ სამომავლოა, რაც შეეხება იმას თუ დღეს როგორ უნდა გამყარდეს ლარი, ამაზე პასუხი მარტივია, ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი დოლარი ქვეყანაში.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საინტერესოა რა არის ჩვენს ქვეყანაში დოლარის შემოსვლის მთავარი წყაროები. ესენი გახლავთ ტურიზმი, ექსპორტი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და გადმორიცხვები უცხოეთიდან.

მოდით დავიწყოთ ბო… ტურიზმით

      ბოლო ათწლეულია, რაც საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი წამყვანი სფერო და ეკონომიკის ლოკომოტივია, მეტიც, მისი წილი ქართულ ეკონომიკაში წლიდან-წლამდე იზრდება და უცხოური ვალუტის ერთ-ერთი მთავარი შემომტანიცაა. მართალია 2019 წელს 2018-თან შედარებით ტურიზმის ტემპი შენებულია, ამას ემატება 20 ივნისის მოვლენების შემდგომ ჩვენი საჰაერო ბლოკადა ჩვენი „ჩრდილოელი ძმის“ მიერ, მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, საერთო სურათი მაინც დადებითია და, შეუძლებელია, რომ ამ პატარა ცვლილების გამო ტურიზმში, ლარი ასე მკვეთრად გაუფასურებულიყო.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

    პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ის ნიშნულია, რომელიც 2019 წელს მკვეთრად გაუარესდა, პირველი კვარტლის მონაცემებით 2019 წლის პირველ სამ თვეში 281 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც 6% ნაკლებია 2018 წლის მონაცემზე. ჩვენ, ასევე, არ გვაქვს მეორე კვარტლის მონაცემები, რაც სავარაუდოა, რომ კიდევ უფრო შემცირებული,ა რაც აწვება ლარს და ხელს უწყობს მის გაუფასურებას.

ექსპორტი

     მართალია ექსპორტი 2019 წელს საშუალოდ 10-12%-ით იზრდება, თუმცა ტემპები აქაც შეჩერებულია და 2018 წელთან შედარებით ბევრად ნაკლებია, ცნობისთვის 2018 წელს ექპორტის ზრდა საშუალოდ 25% იყო. შესაბამისად, რაღაც დონის გავლენას ექსპორტიც ახდენს ვალუტის გაუფასურებაზე.

ფულადი გზავნილები

ფულადი გზავნილები კიდევ ერთი დიდი შემომტანია საქართველოში უცხოური ვალუტის. 2019 წლის ივლისის მდგომარეობით 6,3%-იანი ზრდა აქაც ფიქსირდება, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფულადი გზავნილები ერთ ვალუტაში არ იგზავნება და შესაბამისად ეს ყველაფერი რამდენიმე ვალუტის გამყარებას უწყობს ხელს.

სანამ შევაჯამებდე ყველაფერს, ერთ ვიტყვი , რომ ქართული ლარის ასეთ მძიმე მდგომარეობაში ყოფნა ყველაზე ნაკლებად უკავშირდება 20 ივნისის მოვლენებს და ამას ის მარტივი სტატისტიკაც მოწობს, რომ 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული თვიდან-თვემდე უფასურდებოდა ლარი და თუ ამა წლის იანვარში საშუალო კურსი 2.63 იყო დღეს ის 2,95-მდეა ასული.

ბოლოს მინდა შევაჯამო ყველაფერი და ვთქვა შემდეგი, ლარის ასეთი მდგომარეობა გამოწვეულია ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზის გამო, ხოლო თავის მხრივ ამ მიზეზების სტაგნაცია ხელისუფლების ბრალია, რადგან იმისთვის, რომ ლარი გამყარდეს ყველა მხრივ ტემპებია დასაჩქარებელი, ახალი საექსპორტო ბაზრებია მოსაძებნი, ინვესტორებთან უფრო მეტად და აქტიურად არის მუშაობა საჭირო, ახალი ტურისტული ბაზრებია მოსაძიებელია, რომელიც ბევრად უფრო მაღალმხარჯველი იქნება.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button