ეკონომიკა

საქართველოს ენერგოუსაფრთხოება

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 10-12 წლის მანძილზე საქართველო უდიდეს ენერგო კრიზისში იმყოფებოდა. მართალია ელექტროენერგია გამომუშავდებოდა, მაგრამ იმის, გამო, რომ გადამცემი ხაზები და სხვა სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურა მოშლილი იყო და და აბონენტებს 24 საათიანი ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ. ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო ახალი გენერირების წყაროების და გამართული დისტრიბუციის ინფრასტრუქტურის შექმნა, რამაც პირველ ეტაპზე 24 საათიანი ელექტროენერგიის მიწოდება გახადა შესაძლებელი, ხოლო შემდგომ ეტაპზე, საერთოდ, საექსპორტო ქვეყნად ვიქეცით. 2014 წლიდან კი ეს ყველაფერი შეიცვალა, რადგან დენის მოხმარება საშუალოდ 6-7% იზრდება, რასაც ვერ ეწევა ახალი გენერირების წყაროები. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ არათუ საექსპორტო, არამედ, იმპორტიორი ქვეყანა გავხვდით. ყველაზე საგანგაშო კი ამ ყველაფერში ისაა, რომ იზრდება რუსეთზე დამოკიდებულება, რადგან აზერბაიჯანიდან ვეღარ ხდება ელექტროენერგიის მოწოდება (გადამცემი ხაზების გადატვირთულობის გამო).

ზოგადად, თუ გადავხედავთ ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავების პალიტრას აღმოვაჩენთ, რომ უდიდესი ნაწილი ჰიდრო რესურსებს უჭირავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰესები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ჩვენი ენერგოუსაფრთხოების ნაწილში. საინტერესოა ისიც, რომ ჩვენ შეგვიძლია როგორც ქარისა და მზის, ასევე, თბოელქტროსადგურების რესურსიც გამოყენებაც, მაგრამ ყველა ეს ჩამოთვლილი ბევრად მცირემასშტაბიანია ჰიდრო რესურსებთან შედარებით.

ჰესების ნაწილში აღსანიშნავია ის, რომ მცირე ჰესები არამომგებიანია, რადგან თუ რომელიმე სამდინარო აუზში შესაძლებელია დიდი ჰესის აშენება და იქ პატარა ჰესის აშენებით ჩვენ ვანიავებთ იმ რესურს რაც შეიძლებოდა, რომ დიდ ჰესს მოეტანა. ამ ყველაფრის ფონზე აუცილებელია დიდი ჰესების აშენება, მაგრამ ხშირად ჰესების მოწინააღმდეგეებისგან ისმის პროტესტი, იმისთვის, რომ თან დიდი ჰესი აშენდეს, ამავდროულად კი ხალხიც ბოლომდე იყოს ინფორმირებული. საჭიროა:

1) ავტორიტეტული სამეცნიერო კვლევები (ბუნების ზიანთან მიმართებაში)

2) ჯეროვანი კომპენსაცია

3) ჰესის და მოსალოდნელი ზიანის შესახებ სრული ინფორმირებულობა

ცხადია ყველა ხელოვნურ ჩარევას ზიანი მოაქვს ბუნებისთვის, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს (ტურიზმი, მრეწველობა და ა.შ) თუ ელექტროენერგია არ იარსებებს. ამიტომ სანამ ემოციებზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას, მაქამდე ჯობს, რომ ყველა არგუმენტი მოვისმინოთ და კარგად გავიაზროთ თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოებას.

ენერგოსადგური შვეიცარიის მთებში

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button