COVID-19ეკონომიკა

COVID-19-ის ეფექტი ეკონომიკაზე

2020 წელს COVID-19-ის ვირუსმა უმწვავესი ზიანი მიაყენა და მთლიანად გააჩერა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკები. მათ რიგებს საქართველოც მიჰყვა, უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ ვირუსმა თითქმის მთლიანად დააპაუზა ისეთი სექტორები როგორებიცაა:

1)ტურიზმი – 3,268$ მილიარდი

2)უცხოეთიდან გადმორიცხვები – 1,733$ მილიარდი

3)პირდაპირი უცხოური ინვესტიციები – 1,26$ მილიარდი

ასევე, რადიკალურად შემცირდება ექსპორტი და სხვა დარგები, თუმცა ამის დათვლა დღეს რთულია, რადგან მათი ნაწილი გარკვეულწილად დღემდე მუშაობს.

ფაქტობრივად, ეკონომიკის მესამედს ვკარგავთ პირდაპირ, ხოლო ირიბად უფრო მეტს.

საინტერესოა, ასევე, ისიც, თუ როგორ გადაიტანს საქართველოს მოსახლეობა ამ ყველაფერს და ვისზე აისახება ეს ყველაფერი.

საქართველოში სულ 880 ათასი პენსიონერია, რომლებიც შედარებით უფრო მარტივად გადაიტანენ ამ ყველაფერს, რადგან მათ პენსიის აღებასთან დაკავშირებით პრობლემები სავარაუდოდ არ შეექმნებათ და ზუსტად იგივე შემოსავალი ექნებათ რაც კრიზისამდე ჰქონდათ. აღსანიშნავია ასევე ის 300 ათასი ადამიანი, რომელიც დღეს სახელმწიფო უწყებებშია დასაქმებული. კრიზისი ოდნავ ნაკლებად აისახება იმ ადამაინებზე, რომელბიც დღეს თვითდასაქმებულები არიან (თუ არ ჩავთვლით ტაქსისტებს, რეპეტიტორებს და ძიძებს), ანუ სოფლის მოსახლეობის ყოველდღიურობა და შემოსავლები დაახლოებით იგივე იქნება რაც კრიზისამდელ პერიოდში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის 700-800 ათასი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა კომპანიებში კონტრაქტით არის დასაქმებული და საშემოსავლო გადასახადს იხდის. მათი უდიდესი ნაწილი პირველ თვეებში უხელფასო შვებულებაში იქნება, ხოლო ამის შემდეგ გარკვეული ნაწილი სამსახურს საერთოდ დაკარგავს, რადგან, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ეკონომიკა შემცირდება. ამ ყველაფრის გათვილისწინებით საჭიროა სეკვესტრირებული ბიუჯეტის და სოციალური პაკეტების კონკრეტული გეგმა, ხოლო ამ ყველაფრისთვის, ცხადია, ფულია საჭიროა. ეს ფულადი რესურსი კი რამდენიმე მხრიდან შეიძლება მოვიზიდოთ:

1) ეროვნული ბანკის რეზერვი – 3,4$ მილიარდი

2) საპენსიო ფონდი – 700₾ მილიონი

3) პარტნიორების და მეგობრების დახმარება

4) საგარეო ვალის გაზრდა

ამ კრიზისიდან გამოსვლა არ იქნება მარტივი და ეს დამოკიდებულია ამ ვირუსის ხანგრძლივობაზე, მაგრამ ჩვენი რესურსის და ფულის სწორი მენეჯმენტის პირობებში დანაკარგების მინიმალიზება შესაძლებელია.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button