გეოპოლიტიკადასავლეთი

ნეიტრალიტეტი თუ NATO?

   „საქართველომ თავისუფლების მოსაპოვებლად სახელმწიფო ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს“ – ეს რუსეთიდან შემოგდებული პროპაგანდისტული მოსაზრებაა, რომელიც თითქოს მიმზიდველად ჟღერს და ამიტომ ამ მოსაზრებას, თავისდაუნებურად, ძალიან ბევრი ქართველი იზიარებს. სამწუხაროდ, მათ ავიწყდებათ მაგალითი საქართველოს უახლესი ისტორიიდან: 1921 წლის 25 თებერვალი – როდესაც საქართველოს იმდროინდელ მთავრობას გამოცხადებული ჰქონდა ნეიტრალიტეტი, თუმცა ამან არა თუ არგო ქვეყანას რაიმე, არამედ რუსული არმიების მიერ საქართველოს დაპყრობა დააჩქარა. აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის დამოკიდებულებას ჩვენდამი, იგივე საფრთხე დღესაც არსებობს.
ნეიტრალიტეტის მომხრეები ძირითადად რუსეთუმეები, ან საქართველოს წარსულში ნაკლებად ჩახედული ადამიანები არიან. ზოგი კი, რუსების პირდაპირი დავალებით, საქართველოში ამ მოსაზრების მაქსიმალურად გავრცელებას უწყობს ხელს. ნეიტრალიტეტის იდეის გასამყარებლად იშველიებენ შვეიცარიის მაგალითს, რადგან შვეიცარია მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფართობით საქართველოზე პატარაა. შვეიცარიას სახელმწიფო ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, თუმცა, საქართველოს და შევიცარიის შედარება ამ საკითხში აზრს მოკლებულია. შვეიცარიას, ყველაფერთან ერთად, ხელს უწყობს გეოგრაფიული მდებარეობა და, რაც მთავარია, ძლიერი ეკონომიკა, ასევე, გამართული საბანკო სისტემა. ამ ქვეყანას არ ჰყავს მტრულად განწყობილი მეზობელი. ქვეყანაში წარმოების დონე ძალიან მაღალია, რაც ხელს უწყობს შვეიცარიის ეკონომიკის მუდმივ ზრდას. რაც შეეხება ბანკებს, მთელი მსოფლიოს ლიდერებსა თუ გავლენიან პირებს შვეიცარიის ბანკებში აქვთ ფული შენახული, ასე რომ, არავის აწყობს ამ პატარა ქვეყანაში არეულობა. ეს ყველაფერი შვეიცარიას აძლევს საშუალებას იყოს ნეინტრალური ქვეყანა. საქართველოს არც ეკონომიკა და არც გეოპოლიტიკური მდგომარეობა უწყობს ხელს ნიტრალიტეტის გამოსაცხადებლად.

1921 წლის საბჭოთა ოკუპაცია


საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოფიციალურად (არაოფიციალურად დაახლოებით ჩვენი ქვეყნის 40% მითვისებული აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს) ოკუპირებულია და რუსეთის მხრიდან კვლავ დიდი საფრთხე მომდინარეობს, ნეიტრალიტეტი დამღუპველია. ნეიტრალიტეტის გამოცხადება პირისპირ გვტოვებს ავისმოსურნე რუსეთის იმპერიასთან საბრძოლველად.

საქართველოს გასაძლიერებლად მისი საგარეო კურსი მკაფიოდ პროდასავლური უნდა იყოს. ჩვენი მიზანი „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“ (NATO) გაწევრიანებაა, რაც მკვეთრად აამაღლებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და განამტკიცებს როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ცოდნას სამხედრო სფეროში. დღეს NATO-ში შესვლა ერთადერთი გზაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო განვითარებისა, თუ გავითვალისწინებთ 2008 წელს რუსეთის მხრიდან გამოვლენილ სამხედრო აგრესიას. NATO-ს ძირითადი მიზანი კი ალიანსის წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, როგორც პოლიტიკური ისე – სამხედრო თვალსაზრისით.



   დღეს NATO–სა და საქართველოს საკმაოდ მჭიდრო კავშირები აქვთ: 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ასევე, 2008 წელს, საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდგომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნატო საქართველოს დაეხმარება მთელი რიგი სფეროების რეაბილიტაციაში. ამავე წლის სექტემბერში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს (NAC) ორდღიანი ვიზიტის შედეგად ხელი მოეწერა NATO-საქართველოს კომისიის ჩარჩო დოკუმენტს, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა NATO-საქართველოს კომისია (NGC), რომელიც წარმოადგენს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგვარ მექანიზმს 

და დახმარების პროცესის ზედამხედველობას. 2011 წლის 7 დეკემბერს NATO-ს შტაბბინაში გამართულ ქვეყნების საგარეო საქმეთა 

ქართველები ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში

მინისტერიალის შეხვედრაზე საქართველო მოიხსენიეს ასპირანტ ქვეყანად მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცოგოვინას და იუგოსლავიის ყოფილ მაკედონიის რესპუბლიკასთან ერთად. 2014

 წელს უელსის სამიტზე საქართველომ მიიღო NATO-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდას. ასევე, უელსში, ალიანსის გადაწყვეტილებით „პარტნიორების თავსებადობის ინიციატივის” ფარგლებში, საქართველო შვედეთთან, ფინეთთან, ავსტრალიასა და იორდანიასთან ერთად ჩაერთო და გაწევრიანდა თავსებადობის პლატფორმისა და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების ჯგუფში. 

საქართველო მონაწილეობას იღებს ნატოს სამშვიდობო მისიებში:

• ქართული სამხედრო დანაყოფები ჩართული იყვნენ 1999-2008 წლებში კოსოვოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში (KFOR – Kosovo Forces).
• განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს წვლილი ავღანეთის აწ უკვე დასრულებულ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაციაში (ISAF – International Security Assistance Force), სადაც 2004-2014 წლებში მონაწილეობდა. აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილე NATO-ს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებს შორის კონტინგენტის რიცხოვნობის თვალსაზრისით საქართველოს პირველი ადგილი ეკავა.
• 2015 წლიდან საქართველო განაგრძობს NATO-ს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობას და ჩართულია „გადამწყვეტი მხარდამჭერის“ მისიაში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ სამხედრო მომსახურეთა რაოდენობით რიგით მეორე კონტრიბუტორია. 2015 წლიდან საქართველო ასევე ჩართულია NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF – NATO Response Force)
• საქართველო განაგრძობს მონაწილეობას ხმელთაშუა ზღვაზე მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში – „აქტიური ძალისხმევა“ (Active Endeavour)

 

   2017 წლის 26-29 მაისს თბილისში გაიმართა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რითიც NATO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ალიანსისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და უახლოეს მომავალში, როდესაც საქართველო დააკმაყოფილებს ყველა მოთხოვნილ პირობას (ტერიტორიული მთლიანობა არ არის აუცილებელი პირობა), იგი გახდება ალიანსის სრულფასოვანი წევრი. აღსანიშნავია ისიც, რომ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა დღემდე მხოლოდ ოთხ არაწევრ ქვეყანაში ჩატარებულა, დღეს კი ოთხივე ქვეყანა ალიანსის წევრია. საქართველო რიგით მე-5 არაწევრი ქვეყანაა, სადაც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართა. ამავე წლის 5 ივნისს, კი მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ალიანსის 29-ე ოფიციალურ წევრად აღიარეს მონტენეგრო. NATO-ს გაფართოება მორიგი სასიხარულო სიგნალია საქართველოსთვის. მონტენეგროს გაწევრიანებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გზას, რომელსაც საქართველო NATO-ში ინტეგრაციისთვის გადის, შედეგის მომტანია.

  ჩვენ ეს კავშირები კიდევ უნდა გავამყაროთ, რაც საბოლოო მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება.

   ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მარტო ვერაფერს გახდება რუსეთთან. „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“ გაწევრიანებით საქართველოს მიეცემა უდიდესი შესაძლებლობა, აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდად და შეუფერხებლად განვითარდეს ეკონომიკურად და სამომავლოდ თავიდან აიცილოს მეზობელი ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეები.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button