გეოპოლიტიკაკავკასია

ერთიანი კავკასია

საქართველოს ახალი პოლიტიკური ინიციატივა – ერთიანი და მშვიდობიანი კავკასია

პრეამბულა

თანამედროვე საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დაცვით აშენებს უსაფრთხო, დემოკრატიულ და განვითარებულ სახელმწიფოს.

ოდითგანვე საქართველო მდებარეობდა კავკასიის შუაგულში, ამავდროულად, ყოველთვის წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს რეგიონის ტრანზიტული სატრანსპორტო – სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გასასვლელი გზების ჭიშკარს, რასაც უდიდესი საერთაშორისო გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

საქართველო არამხოლოდ გეოგრაფიულად მდებარეობდა კავკასიის შუაგულში, არამედ უძველესი პერიოდიდან დღემდე უცვლელად წარმოადგენს რეგიონის პოლიტიკურ–კულტურულ ცენტრს. საქართველოს ხალხი, როგორც კავკასიის უმთავრესი კულტურთრეგერი ერი, კვლავ ინარჩუნებს კავკასიის ლიდერის ფუნქციას.

კავკასიის ბუნებრივი ადგილმდებარეობა ევროპასა და აზიას შორის – აღმოსავლეთევროპის, მცირე, წინა და ცენტრალური აზიის მიჯნაზე – განსაზღვრავს მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის უნიკალურობას.

კავკასიელი, ედმონდ კალანდაძე

კავკასია ერთიანი რეგიონია, რომელიც უძველესი კულტურის ხალხებითაა დასახლებული და რომელსაც დედამიწის ცივილიზაციის ისტორიაში განსაკუთრებული როლი და ადგილი მიუძღვის.

კავკასია გამოირჩევა შედარებით მცირე გეოგრაფიულ არეალში ეთნიკური მრავალფეროვნებით – ენებისა და ხალხების სიუხვით (50–ზე მეტი ენა და კიდევ უფრო მეტი ეთნიკური ჯგუფი), ტრადიციებით, ადგილობრივ მცხოვრებთა გამორჩეული ბუნება/ხასიათით, რომელსაც საერთოკავკასიურ ფენომენზე დაფუძნებული ერთგვაროვანი მორალური ქცევის კოდექსი, წეს–ჩვეულებები, პატიოსნება, ვაჟკაცობა, ურთიერთმიტევება, რელიგიურ–კონფესიური ტოლერანტობა, შრომისმოყვარეობა და ერთიანი კავკასიური ცივილიზაცია აერთიანებს.

კავკასიის როლისა და ადგილის სწორ განსაზღვრას ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონში მცხოვრები ხალხების მომავლისა და მათი სახელმწიფოებრივი განვითარების კუთხით.

 

ქართული სახელმწიფოებრიობის სასიცოცხლო ინტერესები ორგანულად უკავშირდება საქართველოს როლს კავკასიაში და, ამასთანავე, კავკასიის რეგიონის ინტეგრაციას ევროპულ თუ მსოფლიო ურთიერთობათა პოლიტიკურ სისტემაში. ჩვენი აზრით, საქართველოს ჩრდილოკავკასიის გეოპოლიტიკურ სივრცეში დაბრუნება ქვეყანას აქცევს დამოუკიდებელ მძიმეწონოსან პოლიტიკურ მოთამაშედ არამხოლოდ რეგიონული მასშტაბით – ამით საქართველო თავისთავზე იღებს უდიდეს გეოპოლიტიკურ ფუნქციას:  დემოკრატიულ დასავლეთსა და აშშ–ს კავკასიის გავლით შეუნარჩუნოს ყველა სახის კავშირი შუააზია-ყაზახეთ-ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან.

 

ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, შეიძლება ითქვას, ნაციონალური იდეის ტოლფასი  საუკუნის ამოცანა: კავკასიის დაბრუნება საქართველოს გეოპოლიტიკურ სივრცეში.

 

კავკასიის პოლიტიკური შედგენილობა

თანამედროვე კავკასიის შემადგენლობაში, პოლიტიკურ–ადმინისტრაციული ვითარების შესაბამისად, შედიან:

  1. ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკები (ნაციონალური), მხარეები, ოლქები, რომლებიც  იძულებით რჩებიან რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.
  2. ცენტრალური კავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოები: საქართველო,  აზერბაიჯანი, სომხეთი.
  3. სამხრეთკავკასიის დიდ ქვეყანათა მნიშვნელოვანი ნაწილი: თურქეთის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთი.

 

ევრაზიისადმი გლობალური ხედვიდან გამომდინარე, აქ ჩამოთვლილი ექვსი სახელმწიფოს ინტერესებს ემატება ევროკავშირისა და აშშ-ის გეოპოლიტიკური ინტერესები.

საქართველოს მიერ  ამჟამად აღებული კურსის პირობებში ქვეყნის წარმატებული განვითარება სახელმწიფოსათვის აუცილებელი  ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით ჩრდილოკავკასიის ფრონტზე ჩვენს სამშობლოს აქცევს მსოფლიოს პირველხარისხოვან სახელმწიფოდ, რასაც, სხვა გარემოებებთან ერთად, შედეგად კავკასიის რეგიონში რუსეთის იმპერიის პოზიციების დასუსტება მოჰყვება.

ამასთან, მჯერა, რომ ამერიკული ტაიმ-აუტი რუსეთთან პოლიტიკური გადატვირთვის პოლიტიკის გამოცხადებით ახლო მომავალში შეიცვლება აშშ-ის აქტიური ქმედებებით ევრაზიულ სივრცეში, რასაც ამ რეგიონში ამერიკელ პარტნიორთა სტრატეგიული ინტერესები განსაზღვრავს.

 

პუტინის პრეზიდენტად დაბრუნებით რუსეთმა  საბოლოოდ თქვა უარი დემოკრატიაზე, რაც იმის მომასწავებელია, რომ იქ  იმძლავრებს იმპერიული ტრადიციები, რუსეთი უკვე აცხადებს პრეტენზიას ევრაზიის სივრცეზე გავლენის დამყარებაზე (პუტინის განცხადება), რასაც აშშ პასიურად ვერ შეხედავს. მეჩვენება, რომ მსგავს სიტუაციაში გააქტიურებული ქართული ქმედებები ჩრდილოკავკასიის მიმართულებით საქართველოს წონას, როგორც რეგიონში ერთიანი კავკასიის კონფედერაციის, თავისი ბუნებით აქტიური ანტიიმპერიული პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნისა, უზომოდ გაზრდის, რაც  სახელმწიფოსთვის სულ ცოტა/მინიმუმ ასწლიანი გეოპოლიტიკური სტაბილურობის მდგრადი გარანტიაა.

კავკასიის რუკა

სუბიექტები

„ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის“ სუბიექტები გახდება ყველა ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკა, საქართველო, კრასნოდარის, ასტრახანის, სტავროპოლის, როსტოვის რუსულ–კაზაკური და კავკასიური თემები.

 

ფიქრები სამოქმედო გეგმაზე

ვინაიდან პოსტსაბჭოთა ჩრდილოკავკასიურ საზოგადოებაში ცალსახად პოპულარულია თავისუფალი და დემოკრატიული განვითარების სამომავლო გზა და, ამავდროულად, სამოქალაქო
საზოგადოების მშენებლობისა და განვითარებისათვის მზაობა,  ჩრდილოკავკასიელთათვის საქართველოს პრაქტიკა შეიძლება გახდეს სანიმუშო მაგალითი რეგიონული და გლობალური ინტერესების დაბალანსებისა    თუ ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების თვალსაზრისით.

ამიტომაც არსებულ ვითარებაში საქართველომ ფაქტიურად ხელახლა უნდა დაიმკვიდროს თავისი ადგილი ჩრდილოკავკასიურ კულტურულ სივრცეში და ეს უნდა  ხორციელდებოდეს ინტენსიურად ე.წ. რბილი ძალის გამოყენებით.

საქართველოს ძირითადი ინტერესი უნდა განისაზღვროს ოთხი ძირითადი მიმართულებით: ჰუმანიტარული, ნაციონალური, სოციალური და ეკონომიკური, რაც უნდა მოიცავდეს
პროგრამებისა და პროექტების ფართო სპექტრს.

საქართველომ უნდა აუხსნას ჩრდილოკავკასიას ის სარგებელი, რაც მოაქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოში დასავლური ტიპის რეფორმების შედეგად მიღწეულ პროგრესს, და საერთოდ,
ნებისმიერი კავკასიური ქვეყნის უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა დაინსტიტუტებში. მომავალში, ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის
პირობებში, ზემოხსენებულ ინსტიტუტებთან ინტეგრაცია კავკასიის მრავალეთნიკურ და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებას კეთილდღეობისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო მყარ გარანტიას შეუქმნის.

საქართველომ უნდა ითავოს ჩრდილოკავკასიაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, ხალხთა თვითგამორკვევის, აღმსარებლობის თავისუფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების
მიღების უფლებების დაცვისათვის არსებული მექანიზმების გაძლიერება და ახალი ერთობლივ-ეფექტურისაშუალებების შემუშავება.

საქართველოს მუდმივი მხარდაჭერის შემთხვევაში, მიღწევადია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა ტიპის ელექტრონულ კომუნიკაციების მეშვეობით ურთიერთობათა გააქტიურება, დიალოგისა და ნდობის აღდგენა ჩრდილოკავკასიისა და საქართველოს ხალხებს შორის, რასაც განსაკუთრებულიმნიშვნელობა ახალგაზრდებში ენიჭება.

აუცილებელია ჩრდილოკავკასიაში ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტებისა და ჯგუფების საქმიანობის მხარდაჭერა/წახალისება, ერთობლივი ფორუმ-კონფერენციების ორგანიზება.

საქართველომ უნდა შეძლოს საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების, ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დაინტერესება ქართულ-ჩრდილოკავკასიური ურთიერთობებით. ქვეყანამ ხელი უნდა შეუწყოს ქართულ-ჩრდილოკავკასიური ხალხებისათვის   ხელსაყრელი და სასარგებლო პროგრამების განხორციელებას, წაახალისოს იმ კომერციულ სტრუქტურათა საქმიანობა, რომლებსაც აქვთ უნარი აამუშავონ რეგიონისათვის ხელსაყრელი
ბიზნეს-პროექტები.

რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გააქტიურდეს მთელს მსოფლიოში მიმობნეული ჩრდილოკავკასიური დიასპორული ბიზნეს-სფერო, რაც ასევე მომგებიანი იქნებოდა საკუთრივ ქართული ეკონომიკისათვის.

საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს კავკასიელთა ეროვნული იდენტობის სამოქალაქო და არა ეთნიკური ნიშნით აღქმას, რაც აუცილებლად მიგვიყვანს კავკასიური იდეის საყოველთაო
აღიარებამდე.

 

კავკასია და რუსეთი

უკანასკნელი პერიოდის მონაცემებით ირკვევა, რომ სტაბილური და დემოკრატიული ჩრდილოკავკასია სრულებითაც არ არის თანამედროვე რუსული პოლიტიკის უმთავრესი მიზანი,
პირიქით, რუსული იმპერიის მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტი კონფლიქტისკერები შეიქმნას ჩრდილოკავკასიაში და ამ ფონზე გაძლიერდეს მისი სამხედრო 
ძლიერება კავკასიაში (იგულისხმება ახალი ბაზების აშენება აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ჩეჩნეთში, დაღესტანში და სხვ.).

 

ჩეჩნეთის ომი

XIX საუკუნის დასასრულს, 1897 წელს რუსები კავკასიის 9 მილიონიანი (9 000 000) მოსახლეობის უმრავლესობას, 34% პროცენტს შეადგენდნენ მაშინ, როდესაც 100 წლის წინ რეგიონის მხოლოდ 8% პროცენტს წარმოადგენდნენ და დემოგრაფიული ექსპანსიის გზითაც რუსეთის იმპერიას დროთა განმავლობაში უადვილდებოდა კავკასიაში დამკვიდრება.

 

მაგრამ ამჟამად სიტუაცია რადიკალურად იცვლება და დღეს  ჩრდილოკავკასის რეგიონს ყოველწლიურად ტოვებს 11 ათასზე მეტი ეთნიკური რუსი.

გარკვეული თვალსაზრისით,  გასული საუკუნეების რუსეთი იმავე პერიოდის ადგილობრივ კონკურენტ თურქეთთან შედარებით ცივილიზატორულ უპირატესობასაც გრძნობდა, რასაც დღევანდელი მდგომარეობა სავსებით
გამორიცხავს. გარდა იმისა, რომ ნახევრადფეოდალური რუსეთის თანამედროვე იმპერიას არ გააჩნია ჩრდილოკავკასიის (საერთოდ კავკასიის) მიმართ არანაირი პოლიტიკა, იგი ტექნოლოგიებისა და ცივილიზაციის კუთხით ჩამორჩენილი ქვეყანაა და რეგიონში
კონკურენციას ვერ გაუწევს არათუ ევროპულ სახელმწიფოებსა და  თურქეთს, არამედ საქართველოსაც, რომელიც ბოლოპერიოდში გამოირჩევა საკუთარი კავკასიური პოლიტიკის გააქტიურებით.

ცხადია, ახლო მომავალში რუსეთს კონკურენტუნარიანი პოლიტიკის გატარება კავკასიაში კიდევ უფრო გაუჭირდება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც რეგიონში ტრადიციულად აგრესიული
პოლიტიკის გადახედვას რუსეთი არც აპირებს, რაზეც ცალსახად მიუთითებს ხელახლა გაპრეზიდენტებული პუტინის პირველივე დიპლომატიური ნაბიჯები კავკასიაში – შეხვედრები საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის მარიონეტებთან, ხაჯიმბასთან და ბიბილოვთან, ამავდროულად, უარის თქმა აშშ-ში რვიანის სამიტში მონაწილეობის მიღებაზე.

 

 და, რაც ყველაზე საინტერესოა, დასავლეთთან კონფრონტაციის პოლიტიკას ირჩევს სახელმწიფო, რომელსაც აი ასეთი საზარელი სტატისტიკა აქვს:

 

  1. სიკვდილიანობა: რუსეთშიუკანასკნელი 20 წლის მანძილზე მოსახლეობამ 7 მილიონით იკლო. რუსეთი 50%-ით უსწრებს ბრაზილიასა და თურქეთს, ევროპას კიდევ რამდენიმეჯერ.
  2. თვითმკვლელობათა, ინტოქსიკაციათა, მკვლელობათადა უბედურ შემთხვევათა რაოდენობა რუსეთში არაფრით ჩამოუვარდება ანგოლისა და ბურუნდის მონაცემებს.
  3. რუსიმამაკაცები სიცოცხლის ხანგრძივობის მიხედვით მსოფლიოში ბანგლადეშის შემდეგ 160-ე ადგილს იკავებენ.
  4. რუსეთიმოსახლეობის კლების ხვედრითი წილის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
  5. გაეროსმონაცემების მიხედვით, რუსეთის ამჟამინდელი 143 მილიონიანი მოსახლეობა 2025 წელს 121-ამდე დაიკლებს.
  6. რუსეთისმოხუცთა თავშესაფარში მყოფ 10 მოხუცისგან 8-ს ჰყავს ნათესავები, ვისაც მათი უზრუნველოფა შეუძლიათ. თუმცა ამის მიუხედავად, ნათესავები მათზე უარს ამბობენ.
  7. ბავშვთასახლში მცხოვრები 370 ათასი აღსაზრდელისგან 80%-ს ჰყავს ცოცხალი მშობლები.
  8. მშობლებისმიერ მიტოვებული ბავშვების რაოდენობით რუსეთი პირველ ადგილს იკავებს.
  9. რუსეთისფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიხედვით, 2010 წელს 100 ათასზე მეტი არასრულწლოვანი გახდა დანაშაულის მსხვერპლი.  ყოველდღე რუსეთში ოთხი ბავშვი კვდება.
  10. ყოველწლიურად 30 ათასირუსეთისმოქალაქე კვდება ნარკოტიკის ზედოზირებისგან ან ალკოჰოლისგან.
  11. მსოფლიოჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, საშუალოსტატისტიკურად ერთ რუს მოქალაქეზე მოხმარებული ალკოჰოლის 15 ლიტრი მოდის.
  12. ყოველწლიურიკვლევის მიხედვით, 2011 წელს რუსეთმა კორუფციის დონის მიხედვით 154-ე ადგილიდან 178-ე ადგილზე გადაინაცვლა.
  13. უკანასკნელი10 წლის განმავლობაში ციმბირში 11 000 სოფელი და 290 ქალაქი მოსახლეობისგან დაიცალა… 

    მერაბ ჩუხუა

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button