გეოპოლიტიკა

ომის ზღვარზე: რუსეთი – უკრაინა

რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია ქერჩის სრუტეში განვითარებული რუსული და უკრაინული ფლოტის დაპირისპირების გამო. ეს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინას წაართვა ყირიმი პირველი ღია დაპირისპირებაა ოფიციალურ რუსეთსა და უკრაინას, ხოლო ყირიმის რეგიონში დღემდე გრძელდება დაპირისპირება უკრაინელ სამხედროებსა და სეპარატისტებს შორის.

დაკავებული უკრაინული კატარღები

რა მოხდა?

25 ნოემბერს სამი უკრაინული კატარღა (ორი საბრძოლო, ერთი გამწევი გემი)  ქერჩის სრუტის გავლით  მიემართებოდა აზოვის ზღვისკენ, სადაც მარიუპოლის უკრაინული პორტი მდებარეობას. ამ დროს, მათ გზა გადაუკეტეს რუსული FSB-ს გემებმა. რუსულმა ფლოტმა მაშინვე გაუხსნა ცეცხლი უკრაინულ კატარღებს, თითქოსდა ძრავების დასაზიანებლად, თუმცა ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ნასროლი მეზღვაურებისკენ იყო მიმართული. ერთ-ერთი რუსული გემი კი უკრაინულ კატარღას მიზანმიმართულად შეეჯახა და დააზიანა. მწყობრიდან გამოსული უკრაინული გემები რუსმა სპეცრაზმელებმა დაიკავეს. მათ გემებთან ერთად დააკავეს 24 უკრაინელი მეზღვაური. უკრაინის ცნობით დაპირისპირების დროს დაიჭრა 5 უკრაინელი მეზღვაური, FSB-ს მონაცემებით კი მხოლოდ 3.

რუსეთის მტკიცებით, უკრაინულმა კატარღებმა უკანონოდ გადაკვეთეს რუსული საზღვაო წყლები, ამიტომ მათ სრული უფლება ქონდათ დაეკავებინათ ისინი, თუმცა მათი მტკიცება აბსურდულია, რადგან  დაპირისპირება მოხდა ქერჩის სრუტეში, თანაც შავი ზღვის მხარეს, რომელიც ერთადერთი გზაა აზოვის ზღვაში მოსახვედრად. 2003 წლის ხელშეკრულებით კი ურაინასაც და რუსეთსაც აქვს უფლება თავისუფლად იმოძრაოს ამ ტერიტორიებზე.

რუსების მიერ დაზიანებული უკრაინული კატარღის სურათი, სადაც ჩანს, რომ ისინი პირდაპირ მეზღვაურებს უმიზნებდნენ

რა ზომები მიიღო უკრაინამ? 

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო მაშინვე გამოეხმაურა ამ ინციდენტს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისკენ. მისივე ინიციატივით უკრაინის 10 ოლქში, რომელიც რუსეთს ესაზღვრება გამოცხადდა 30 დღიანი საომარი მდომარეობა. საომარი მდგომარეობისას მყარდება სამხედრო რეჟიმი, კომენდანტის საათი, ხელისუფლება უფლებამოსილია აკონტროლოს მედია და სიტყვის თავისუფლებაც კი. ქვეყანაში შესვლა დროებით აეკრძალათ 16-დან 60 წყლამდე რუსეთის მოქალაქეებს. რაც მთავარია, ქვეყნის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვენილი.

ასევე, მორიგი რუსული აგრესიის თავიდან ასარიდებლად მოუწოდა NATO-ს გემებს შავ ზღვაში შემოსულიყვნენ და დაემყარებინათ კონტროლი, თუმცა ანგელა მერკელმა ეს არ მოისურვა და მხარეებს პრობლემის დიპლომატიურად მოგვარებისკენ მოუწოდა.

უკრაინელებმა სამხედროებმა ისარგებლეს ქერჩის სრუტეში მომხდარი დაპირისპირებით და ოკუპირებულ ყირიმის რეგიონის კიდევ ერთი სოფელი გაანთავისუფლეს სეპარატისტებისგან.

რას აპირებს რუსეთი?

რუსეთი, რა თქმა უნდა, ჯიუტად აგრძელებს საკუთარი პოზიციის დაცვას და პროვოკაციულ ქმედებებს. გავრცელდა ვიდეო, სადაც უკრაინის საზღვრიდან 14კმ-ში შეინიშნება რუსული გემსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების მობილიზება. ასევე, უკრაინული დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით უკრაინის საზღვართანაა მობილიზებული რუსული არმიის ძირითადი შენაერთები, მათ შორის სატანკო დივიზიები. რუსულ ფლოტს კი აზოვის ზღვაში მდებარე უკრაინული პორტები ბლოკადის ქვეშ ჰყავს მოქცეული.

ეს ყველაფერი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთი მორიგი ფართომასშტაბიანი დაპირისპირებისთვის ემზადება უკრაინაში, რამაც შეიძლება კატასტროფული შედეგები მოიტანოს მსოფლიოს განვითარებისთვის. უკრაინა ყველანაირად ცდილობს თავიდან აირიდოს კონფლიქტი, თუმცა რუსეთის ქმედებები უკვე ყველანაირ ზღვარს გადასცდა. მსგავსი ღია დაპირისპირებებით დაიწყო რუსეთმა ომი საქართველოს წინააღმდეგ 2008 და უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლებში.
მორიგი დაპირისპირების მცდელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს პუტინის რეიტინგის რეკორდულ დაცემას რუსეთში. სავარაუდოა ისიც, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინაზე გაბატონების გეგმას. გეგმის პირველი ეტაპი ყირიმის ანექსია გახლდათ, მეორე ეტაპი კი, მინიმუმ, აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინის შუაზე გახლეჩაა, საბოლოო მიზანი კი, რა თქმა უნდა უკრაინის დაპყრობა, რაც რუსეთს ახალ გზებს გაუხსნის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე საკუთარი გავლენის გასავრცელებლად.

საერთაშორისო მხარდაჭერა

დასავლეთმა აქტიურად დაუჭირა მხარი უკრაინას საჯარო განცხადებებით. ევროპისა და ამერიკის ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს სასწრაფოდ შეწყვიტონ მსგავსი ქმედებები და დაუბრუნონ უკანონოდ დაკავებული გემები და მეზღვაურები უკრაინას. დონალდ ტრამპმა G20-ის სამიტზე დაგეგმილი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან ამ საზღვაო დაპირისპირების გამო გააუქმა. ამერიკის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს რუსეთს შეაჩეროს მსგავსი პროვოკაციები. უკრაინელების ცნობით კი, თუ ეს ყველაფერი სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა, ამერიკა და NATO მზად არიან გარკვეული სამხედრო მხარდაჭერაც გამოუცხადონ უკრაინას.
რაც შეეხება სანქციებს, დასავლეთმა თავი შეიკავა ახალი სანქციების დასაწესებლად რუსეთის წინააღმდეგ, რათა დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო არ გაემწვავებინათ. სამაგიეროდ, ძალაში რჩება ყირიმის სანქციები, რომელსაც დიდი ეკონომიკური ზარალი მოაქვს რუსეთისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან დღემდე გრძელდება საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში. უკრაინელები ებრძვიან რუს ტერორისტებს, რომლებიც რუსეთის დახმარებით ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შენარჩუნებას. უკრაინელების მხარდამხარ დღესაც იბრძვის უამრავი ქართველი სამხედრო.

ქართველები და უკრაინელები საერთო მტრის წინააღმდეგ


პეტრო პოროშენკომ პირველ დეკემბერს განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია უკრაინის საზღვართან რუსული არმიის მობილიზაციის შესახებ:

გარდა სახმელეთო და საჰაერო მობილიზებისა, პოროშენკოს ინფორმაციით აზოვისა და შავ ზღვაში იმყოფება რუსეთის 80-ზე მეტი ხომალდი და 8 წყალქვეშა ნავი.

აშშ შავ ზღვაში საბრძოლო გემს აგზავნის

აშშ-მა გადაწყვიტა შავ ზღვაში, ოთხი წლის შემდეგ პირველად, საბრძოლო ხომალდი გააგზავნოს. ეს გადაწყვეტილება პენტაგონმა უკრაინაზე განხორციელებული რუსული აგრესიის აღსაკვეთად და შავი ზღვის კრიზისის დასარეგულირებლად მიიღო.

აშშ-ის საზღვაო ძალებმა უკვე მიმართეს თურქეთს იმის თაობაზე, რომ მე-6 ფლოტის გემი, რომელიც ამჟამად იტალიაში იმყოფება, ბოსფორის სრუტის გავლით შევა შავ ზღვაში. 1936 წლის კონვენციით თურქეთს არ შეუძლია ჩაკეტოს სრუტე, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო ხაზია, თუმცა ინარჩუნებს უფლებას, სანამ გემი ამ სრუტეზე გაივლის, წინასწარ ეცნობოს თურქულ მხარეს.

                 აშშ-ის მე-6 ფლოტის გემი: Donald Cook

ნებისმიერი სიახლე დაემატება სტატიას.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button