ავტოსპორტიფორმულა 1

სოჭში საკვალიფიკაციო რბოლები ჩატარდება

მომავალ წელს, რუსეთის გრან პრის ფარგლებში, ექსპერიმენტული საკვალიფიკაციო რბოლა ჩატარდება.

როგორც გამომცემლობა-Auto, Motor und Sport იტყობინება, 2020 წელს, სამ ტრასაზე, კვალიფიკაციის ნაცვლად მინი-რბოლა ჩატარდება. „სოჩი აუტოდრომის“ გარდა, ექსპერიმენტში მონაწილეობა „სპა-ფრანკორშამმა“ და „პოლ რიკარმაც“ გადაწყვიტა.

ამ მომენტისთვის ზემოთხსენებული ინფორმაცია არც დადასტურებულია და არც უარყოფილი. რუსეთის გრან პრის ორგანიზატორები, Liberty Media-ს ძალისხმევას ფორმულა 1-ის მოდერნიზაციის საქმეში მხარს უჭერენ და საექსპერიმენტო მოედნის დათმობა მათთვის სასიამოვნო იქნება.

2020 წელს რუსეთის გრან პრი 25-27 სექტემბერს გაიმართება.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button