ავტოსპორტიფორმულა 1

ოფიციალურად: 2021 წელს ფორმულა 1-ში გრაუნდ-ეფექტი ბრუნდება

ინფორმაცია, რომელმაც, ზაფხულის შუალედში, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გაჟონა, დადასტურდა: 2021 წლის მანქანის შექმნისას კონსტრუქტორები ბრტყელ ფსკერზე უარის თქმას შეძლებენ, რაც ნიშნავს, რომ ფორმულა 1-ის ავტომობილების კონფიგურაცია მკვეთრად შეიცვლება.

ოსტინში პრესკონფერენციაზე, მსოფლიო ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ, მრავალი თვის მანძილზე განხილვისა და გადავადების შემდეგ, გამოაქვეყნა პრინციპები, რომელიც 2021 წლისთვის ფორმულა 1-ის ავტომობილების მიმართ ტექნიკურ მოთხოვნებს საფუძვლად დაედო. ეს მოთხოვნები, ავტოსპორტში მსოფლიო სბჭოს სხდომაზე დამტკიცდა, რაც წელიწადზე ცოტა მეტ ხანში, მისი ძალაში შესვლის საფუძველს წარმოადგენს.

https://www.instagram.com/p/B4SmmSunFDp/

მთავარი ცვლილება გრაუნდ-ეფექტის კლასიკური სქემის, რომლის გამოყენებაც, ტექნიკური მოთხოვნების გამო, ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში შეუძლებელი იყო, რეალიზაციისკენ დაბრუნება გახდება.

ახლა, ბრტყელი ფსკერის აუცილებელი არსებობის გამო, კონსტრუქტორების მიერ გრაუნდ-ეფექტის გამოყენების შესაძლებლობა ძლიერ შეზღუდულია. 2020 წლის მანქანის შემუშავების დროს მასზე უარის თქმა შესაძლებელი გახდება. ამის წყალობით, პონტონების ქვედა ნაწილები დიფუზორად უნდა გადაიქცეს. სწორედ ბოლიდის ამ სფეროში უნდა დაგროვდეს ზემწოლი ძალის უდიდესი ნაწილი-ამ დროს ანტიფრთების როლი უკვე არც ისე დიდი იქნება.

უკანა ანტიფრთა საგრძნობლად პატარა იქნება, თუმცა სწორედ ის არის ამჟამად ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც „სუფთა“ ჰაერს “ბინძურად“ აქცევს. წინა ანტიფრთის კონფიგურაცია უფრო იოლი გახდება. ამგვარად, თანამედროვე ფორმულა 1-ის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას-მეტოქის კვალში ჩადგომას და გამოდევნებას-ორმაგ დარტყმას მიაყენებენ. უპირველეს ყოვლისა, შემოკლებული უკანა ანტიფრთა მის უკან ჰაერს ნაკლებად დააბინძურებს. მეორეც, წინა ანტიფრთის როლის შემცირება მიგვიყვანს იქამდე, რომ ნაკადის ტურბულენტობა გავლენას ნაკლებად მოახდენს ზემწოლის ძალის საერთო დონეზე, რომელსაც ავტომობილი დროის კონკრეტულ მომენტში აგროვებს.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button