ავტოსპორტი

ფორმულა 1-ის მხარდამჭერ რბოლაში, რალფის ვაჟი, დავიდი, მიკ შუმახერს შეუერთდება

ამ კვირის ბოლოს, სოჭში, რალფ შუმახერის ვაჟი, დავიდი, ფორმულა 3-ის სეზონის ფინალში იასპარეზებს. ორი შუმახერი რუსეთის გრან პრის მხარდამჭერ რბოლაში გამოვა.

დავიდ შუმახერმა ტრავმირებული ალექს პერონი უნდა შეცვალოს, რომლის Campos Racing-ის მანქანაც ჰაერში ავარდა, „მონცაზე“, თვის დასაწყისში, რბოლის დროს ამაღლებულ ადგილზე გადავლის შემდეგ. ავსტრალიელმა ავტომრბოლელმა ავარიის შედეგად ნეკნები დაიზიანა და ამჟამად  შეჯიბრებებისგან ისვენებს.

დავიდის ბიძაშვილი, მიკი, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ავტომრბოლელის, მიხაელ შუმახერის ვაჟი, ფორმულა 2-ის ახალბედაა. ფორმულა 2 და ფორმულა 3 ფორმულა 1-ის მხარდამჭერი სახეობებია.

20 წლის მიკმა, ფორმულა 2-ში თავისი პირველი რბოლა, სპრინტი, აგვისტოში, უნგრეთის გრან პრის წინ მოიგო და წლის დასაწყისში, Ferrari-ს ავტომრბოლელთა აკადემიის წევრი გახდა. ის 2020 წელს Alfa Romeo-ში მოხვედრის ერთ-ერთ კანდიდატად რჩება, თუმცა, ალბათ ფორმულა 2-ში კიდევ ერთი წლით დარჩება.

დავიდის და მიკის მამები, ერთადერთი დედმამიშვილები არიან, რომლებმაც ფორმულა 1-ში რბოლები მოიგეს და პირველი ძმები, ვინც რბოლაში ოჯახური „დუბლი“ შეასრულა-ერთხელ ეს 2001 წელს, კანადის გრან პრიზე მოხდა, შემდეგ საფრანგეთში, იმავე სეზონში, იაპონიაში, 2004 წელს, ბრაზილიაში, 2011 წელს…

რალფი ძმისნაირად წარმატებული არ ყოფილა, მაგრამ საკუთარ თავზე გამოცადა ფორმულა 1-ის ყველა სირთულე. მან 6 გრან პრი მოიგო Williams-ის ავტომობილით, 1999-2004 წლებში. ის Jordan-ის და Toyota-ს პილოტიც იყო.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button