სპორტი

დოღი ბახმაროში

ბახმაროში XX საუკუნის 30-იან წლებში, ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, საფუძველი ჩაეყარა დოღს. ადრე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან და გურიის სხვა რეგიონებიდან დაახლოებით 50 მხედარი მონაწილეობდა, თუმცა დღეს უკვე აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოდანაც ჩადიან მხედრები. დოღი ყოველი წლის 19 აგვისტოს იმართება. ფერიცვალების დღესასწაულზე ბახმაროში იმართება სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები, კულმინაციას კი სწორედ ბახმაროს დოღი წარმოადგენს.

უკვე მეორე წელია, რაც წყაროს წყალი “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის – “წყალი მარგებლის” თაოსნობით გაიმართება ბახმაროში დოღი. “წყალი მარგებელი” ღონისძიებას ორგანიზებულ ფორმას აძლევს და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს უნიკალური კურორტი ბახმაროს პოპულარიზაციასა და განვითარებას. დოღში გამარჯვებულებს თასებთან და მედლებთან ერთად ფულადი ჯილდოც გადაეცემათ.

2018 წლის ბახმაროს დოღი

კურორტი ბახმარო

ბახმარო მდებარეობს გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. კურორტი ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს. ბახმაროს კლიმატური მაღალმთიანი კურორტი გამოირჩევა ზღვისა და მთის უნიკალური შერეული ჰავით. 1890 წლებში მისი სამკურნალო თვისებები აღმოაჩინეს, რის შემდეგაც დაიწყო ბახმაროს ათვისება. კურორტზე დასვენების საუკეთესო დრო ივლისი-აგვისტოა, სწორედ ამ დროს აღწევს პიკს დამსვენებლების რაოდენობა. ასევე, მიუხედავად ზამთრის უმკაცრესი პირობებისა, 2016-17 წლებიდან ბახმარო იქცა ევროპელი და ქართველი ფრირაიდერების უნიკალურ სათხილამურო არენად.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button