სპორტიფორმულა 1

„სპასა“ და „მონცაზე“ Ferrari გამარჯვებისთვის ბრძოლას გეგმავს

ორ უახლოეს გრან პრიზე, Ferrari-ს 2019 წლის სეზონში გამარჯვების მოპოვების საუკეთესო შანსი ექნება. წელს, როგორც წესი, სკუდერიას მანქანა, ნელ ტრასებზე არაკონკურენტუნარიანია, მაგრამ სწრაფია ჩქარ ტრასებზე.

 „როგორც ჩანს „ჰუნგარორინგს“  ვერ მოერგო მათი მანქანა. მძლავრი ძრავით და შემხვედრი დაბალი წინაღობით, ისინი „სპასა“ და „მონცაზე“ ძლიერი უნდა იყვნენ“, – Mercedes Motorsport-ის ხელმძღვანელის, ტოტო ვოლფის სიტყვები გამომცემლობას – RaceFans მოჰყავს.

Ferrari-ს ხელმძღვანელმა, მატია ბინოტომ დაადასტურა, რომ ბელგიასა და იტალიაში სწრაფი ტრასები, მანქანას-SF90 უფრო მოუხდება, მაგრამ ეს ჯერ არაფრის გარანტიას არ იძლევა.

 „ვფიქრობ, რომ სურათი უნგრეთისგან განსხვავებული იქნება. ჩვენი კონკურენტები ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა სეზონში პირველი გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“, – თქვა ბინოტომ.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button