გეოპოლიტიკა

რუსული პროპაგანდა და სტერეოტიპები

   ძლიერი რუსული პროპაგანდის საშუალებით მთელს მსოფლიოში და, განსაკუთრებით, იმ ქვეყნებში, რომლის დაპყრობაც რუსეთს სურს, შექმნილია მცდარი სტერეოტიპები რუსეთის და რუსი ხალხის შესახებ. რუსეთს, რა თქმა უნდა, უკვე დიდი ხანია სურს საქართველოს დაპყრობა, ვყავდით კიდეც დაპყრობილი, თუმცა, როგორც ვიცით, 9 აპრილს საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან რუსეთის ფედერაციამ კვლავ დაიწყო ფიქრი საქართველოს თავისი გავლენის სფეროში მოქცევაზე, ვერ მოახერხა ფიზიკურად, თუმცა იდეოლოგიური დარტყმები მიაყენა. მათი პროპაგანდის გავრცელებას ხელი შეუწყო და დღესაც ხელს უწყობს კომუნისტურ პერიოდში აღზრდილი თაობა. ხალხი ადვილად იჯერებს ყველა სიცრუეს, რასაც რუსეთი, თუნდაც მედიის საშუალებით ავრცელებს. დღეს საქართველოში არსებობს მოსაზრება, თითქოს საქართველოს რუსეთის გარეშე ასრებობა არ შეუძლია. რუსები გვიმტკიცებენ, რომ მათ გადაარჩინეს და ტერიტორიების უმრავლესობა რუსეთმა დაუბრუნა საქართველოს. მაგრამ ფაქტი კი სხვაა, საქართვლომ საბჭოთა ოკუპაციის შედეგად

დაკარგა შემდეგი ტერიტორიები:

1. რუსეთმა შეიერთა საქართველოს ისტორიული მიწა – ჯიქეთი (1920წ.).
2. რუსეთის დახმარებით აფხაზეთმა მიიღო ,,დამოუკიდებლობა”. (1993წ.).
3. არტანია (არდაგანი), ართვინის და ოლთისის ოლქები გადაეცა თურქეთს, ისევე როგორც ბათუმის ოლქის ნაწილი – ბორჩხა. (ეს კუთხეები წარმოადგენენ მესხეთის ნაწილს). აჭარა გახდა ასსრ.
4. ზაქათალის ოლქი და ფოილოს რაიონი (ყარაიას ველის ჩათვლით) გადაეცა აზერბაიჯანის სსრ-ს, რომელმაც 1920 წელს აგსტაფის ხელშეკრულებით უარი თქვა ამ ტერიტორიების მიმართ პრეტენზიებზე საქართველოს სასარგებლოდ. შესაბამისად საქართველომ დაკარგა ისტორიული კუთხე – ჰერეთი.
5. ე.წ. ნეიტრალური ზონა ბორჩალოს მაზრის ჩათვლით გადაეცა სომხეთის სსრ-ს. იყო მცდელობა ჯავახეთის ავტონომიის შექმნისა, თუმცა საბოლოოდ მოსკოვმა არ მიიღო ეს გადაწყვეტილება. საქართვლომ დაკარგა – ლორე (1931.).
6. საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის ისტორიული დვალეთისა და დარიალის გასწვრივ `ჩასწორდა~ რუსეთის სასარგებლოდ. ანუ საქართველომ დაკარგა უძველესი კუთხე – დვალეთი (1931წ.).
7. სტალინის დაჟინებული მოთხოვნით, მიუხედავად საბჭოთა საქართველოს ადგილობრივი მესვეურეების წინააღმდეგობისა, შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოს ისტორიული კუთხის – ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, რისი შედეგიც გახლავთ 2008 წლის ომი, რომლის დროსაც დავკარგეთ ცხინვალის რეგიონი, რუსეთის მიერ აღიარებული, როგორც ,,სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა”.


რუსეთის რეალური ზრახვები საქართველოს მიმართ ვრცლად გვაქვს განხილული სტატიაში – ,,საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა”.

   პროპაგანდა – ,,რუსეთის გარეშე ვერ გავძლებთ”, სრული აბსურდია, რასაც ადასტურებს ზემოთ მოყვანილი ორი მაგალითი – რუსეთის ბატონობის პერიოდში დაკარგული ტერიტორიები და რუსეთის მოტივები, რეალური ზრახვები საქართველოს დასაპყრობად.

საერთოდ, დაპყრობილ ქვეყანას დამპყრობლის მიმართ შეიძლება სამი ტიპის დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს:

1. არ ეგუება დამპყრობელს, ებრძვის იქამდე, სანამ თავისას არ გაიტანს ან მარცხდება;
2. ებრძვის, თუმცა შინაგანად ტყდება და ეგუება დამპყრობლის ბატონობას;
3. ეგუება დამპყრობელს და იმდენად ხდება მასზე დამოკიდებული, თუ პოლიტიკურად, თუ ეკონომიკურად, რომ მის გარეშე არსებობა აღარ შეუძლია.

   

2008 წლის ომი

როგორც ხედავთ, მესამე ტიპის დამოკიდებულება სრული კრახია დაპყრობილი ქვეყნისთვის, დამპყრობლისთვის კი საუკეთესო ვარიანტი. ამიტომ ის ყველანაირად ცდილობს დაპყრობილ ქვეყანაში განათლების დონის დაწევას და იწყებს ანტიეროვნული პროპაგანდის წარმოებას, რათა ჯერ შინაგანად გატეხოს ერი, შემდეგ კი თავისზე დამოკიდებული გახადოს. ისტორიას უამრავი ქვეყანა ახსოვს ამ მეთოდით განადგურებული, თუმცა არა საქართველო. საქართველო არასოდეს ეგუებოდა დამპყრობელს და სწორედ ამიტომ მოაღწია დღემდე. მმართველების გონივრული პოლიტიკური ნაბიჯებითა და ხალხის ერთიანობითა და ბრძოლისუნარიანობით გადაურჩა სპარსელებს, არაბებს, მონღოლებს, ოსმალებს და სხვა მრავალს. დღესაც, როდესაც ჩვენი აშკარა მტერი უზარმაზარი ჩრდილოელი მეზობელია, საჭიროა სწორი, გონივრული პოლიტიკური ნაბიჯების გადაგმა და, რაც მთავარია, ერის ერთიანობა, რათა არ ჩამოგვიყალიბდეს მათ მიმართ მესამე ტიპის დამოკიდებულება, და არ გადავშენდეთ ქართველები რუსეთის ხელში ზოგიერთი ჩრდილო კავკასიელი ხალხების მსგავსად.

განადგურებული გროზნო


რა თქმა უნდა, რუსეთი არ არის ერთადერთი სავაჭრო ბაზარი, სადაც შეიძლება პროდუქციის ექსპორტირება. რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებას მოსდევს საფრთხეებიც. პირველი და უმთავრესი საფრთხე ის არის, რომ ჩვენ მთელ ჩვენს საარსებო ბერკეტებს პირდაპირ ვაწვდით სამართავად რუსეთს, თუ მათ ბაზარზე გავხდებით ეკონომიკიურად დამოკიდებულები, რასაც ახლო წარსულს თუ გადავხედავთ, საშინელი შედეგები მოყვება ხოლმე. მეორე საფრთხე კი ისაა, რომ თვითონ რუსეთის ეკონომიკა არამდგრადია. ნავთობის საშუალებით ჯერ კიდევ დგას ფეხზე. აშშ-მ უკვე დაიწყო თავის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპა მალე ამერიკის ნავთობით ჩაანაცვლებს რუსულს, რაც რუსეთის ეკონომიკას ძლიერ შეარყევს და გამოიწვევს მის დასუსტეებას. ჩვენ ვაჭრობის გასავითარებლად და რუსეთისგან მომდინარე ამ საფრთხეების ასაცილებლად დიდი პოტენციალი გვაქვს. მართალია, ჩრდილოეთით სარკინიგზო გზას რუსეთი აკონტროლებს, მაგრამ ჩვენ გვრჩება აბრეშუმის გზა და შავი ზღვა – გასასვლელი ევროპაზე. თუ საპორტო ქალაქები და გემთმშენბლობა განვითარდება საქართველოში, რუსეთზე დამოკიდებულება სრულად მოგვეხსნება და ეკონომიკურადაც გავძლიერდებით. აბრეშუმის გზა კი არის სავაჭრო გზა, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას ერთმანეთთან რუსეთის გავლის გარეშე, საქართველოს მეშვეობით. ეს სისტემა კი მაშინ ამუშავდება, თუ საქართველოში გაძლიერდება კერძო სექტორი, აშენდება თანამედროვე ქარხნები და ქართული პროდუქტის წარმოების რიცხვი იმდენად გაიზრდება, რომ შესაძლებელი იქნება დიდი რაოდენობით ექსპორტირება ევროპის ქვეყნებში. რუსულმა ბაზარმა იცის გაზარმაცება, რასაც, შესაბამისად, უხარისხო პროდუქციის წარმოება მოსდევს. ესეც ერთ-ერთი უარყოფითი თვისებაა რუსული ბაზრისა, პროდუქტის ხარისხს არ ექცევა დიდი ყურადღება. მეფის რუსეთისგან მოყოლებული ქართველები რუსულ ბაზარზე ვიყავით დამოკიდებული, რამაც თავისთავად შედეგი გამოიღო და ქართველს დაავიწყდა ხარისხიანი წარმოება. ევროპული ბაზარი კი უმაღლეს ხარისხს მოითხოვს, რაც კიდევ ერთი დადებითი თავისებურებაა. დღეს ხომ მსოფლიოს ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად მთავარი პროდუქტის უმაღლესი ხარისხია. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მისაბაძი უნდა იყოს შვეიცარია, რადგან უმაღლესი ხარისხის პროდუქცია მათი სავიზიტო ბარათია.


მსოფლიოში საუკეთესო დანების მწარმოებელი კომპანია ,,ვიქტორინოქსი” ნამდვილად შვეიცარული რომაა, ეს უეჭველია, თუმცა არსებობს მითები, თითქოსდა რუსების შექმნილი იარაღი მსოფლიოში საუკეთესო და უბერებელია. ,,უკვდავი კალაშნიკოვი” სულაც არ არის რუსული, ეს იარაღი არსებობდა გერმანიაში, ამ იარაღის შემქმნელი ჰუგო შმაიერსი გახლდათ, რომელსაც მოპარა ქმნილება კალაშნიკოვმა და განავითარა ის. ასევე, სხვა მრავალი იარაღი თუ ავტომობილი რუსებს აქვთ მოპარული გერმანელებისა და ფრანგებისგან. ცნობილი ფაქტია, თუ როგორ იტაცებდნენ საბჭოთა კავშირის გრუ-ს აგენტები გერმანიიდან მეცნიერებს და აიძულებდნენ თანამედროვე ტექნიკის შექმნას თუ განვითარებას.

 

StG 44 – გერმანული იარაღი, რომელიც კალაშნიკოვმა მოიპარა

 

როდესაც რუსები ,,უძველესი” კულტურით ამაყობენ, აქვე შემიძლია მოვიყვანო მაგალითად მათი კულტურული განვითარების დონე არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ,,უძველესი” რომ უწოდო: მე-17 საუკუნეში ოლეარიუსმა რუსებს იმ ბარბაროსებს შორის მიუჩინა ადგილი, რომელთაც ,,საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ხელოვნებაზე უბირი კაცის წარმოდგენები აქვთ.” დოქტორი კოლინზიც გაკვირვებული წერდა: “მოხარშული მუხუდოს და სტაფილოს ჭამაც კი არ იციან, ბოსტნეულს გაუფცქვნელად ღორებივით შეექცევიან…”.

რუსეთში მე-18 საუკუნის ლიტერატურის მწვერვალს თავადი კანტემირის სატირები, ვასილი ტრედაკოვსკის და ალექსანდრ სუმრაკოვის ოდები, ლომონოსოვის და დერჟავინის პოეზია, იაკოვ კნიაჟნინის ტრაგედიები და დენის ფონვიზინის კომედიები შეადგენდა. ყველა ეს თხზულება ნეოკლასიცისტური ტრადიციის ჟანრებში იყო შექმნილი. უმეტესი მათგანი ოდნავ განსხვავდებოდა ევროპული ნაწარმოების თარგმანებისგან, ოღონდ მოქმედება რუსეთში ხდებოდა და პერსონაჟებს რუსული სახელები ერქვათ. ეკატერინე დიდის კარის დრამატურგმა ვლადიმირ ლუკინმა არაერთი ფრანგული პიესა გადმოარუსულა. იგივე გააკეთა ფონვიზინმა 1760-იან წლებში. მეთვრამეტე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში რუსეთში 500-ზე მეტი ლიტერატურული ნაწარმოები გამოცა, მაგრამ ორიგინალი რუსული ამათგან მხოლოდ შვიდი იყო.

   მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსმა პოეტებმა გადაწყვიტეს შეექმნათ რუსული სალიტერატურო ენა, თუმცა ორი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ: პირველი პრობლემა ის გახლდათ, რომ საზოგადოების ნაწილი იმდენად გაუნათლებელი იყო, რომ მათ მკითხველი არ ეყოლებოდათ, მეორე, არანაკლებ სერიოზული პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ რუსულ ენას გრძნობისა და იდეის გამომხატველი ბევრი ისეთი ფორმა არ გააჩნდა, რომლებისგანაც შედგებოდა მწერლის ლექსიკონი. მაგალითად, რუსულ ენაში ჯერ კიდევ არ იყო შემუშავებული: ,,ჟესტი”, ,,სიმპატია”, ,,იმპულსი”, ,,წარმოსახვა”

დევნილები აფხაზეთიდან

   ასე რომ, რუსეთზე შექმნილი ყველა ეს მითი მათივე შეთხზულ მითებად რჩება. რეალობის დასანახად და სწორი ანალიზის გასაკთებლად კი საჭიროა სწორი ინფორმაციების მიღება და ზოგადი განათლების ქონა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნა, რათა არ გავიმეოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები, რამაც ერთდროს გაბრწყინებული საქართველო უმძიმეს დღეში ჩააგდო. ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა ნუ წავალთ შორს და გავიხსენოთ ახლო წარსულში დაშვებული ორი უდიდესი შეცდომა, რომლის შედეგებსაც დღემდე ვიმკით: 1783 წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლზე ბეჭდის დარტყმის შემდეგაც რუსეთმა დაიმორჩილა, დაიმონა საქართველო, წაბილწა და გადააგვარა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და 1918 წელს გამოცხადებული ნეიტრალიტეტი, რომელიც მორთმეული თავისუფლების უმეცრად გამოყენების ცოცხალი მაგალითია, რის შედეგადაც დაკნინდა, საბოოლოოდ მოიხარა ქართველი ხალხი და ქართული ეკლესია წელში ეროვნული მოძრაობის გამოჩენამდე. ,,ვინა ვართ, სიდან მოვსულვართ, სადა ვართ წავალთ სადაო.“ – გურამიშვილის სიტყვების გამორკვევა უნდა იყოს ყველა ქართველისთვის ისტორიისა და ქართული ლიტერატურის სწავლის უმთავრესი მოტივი.

 

 

გიორგი სვიმონიშვილი

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button