ახლო აღმოსავლეთი

ირანში ცნობილი ჟურნალისტი – რუჰოლა ზამი ჩამოახრჩეს

ირანის ისლამური რეჟიმის მორიგი მახვერპლი

12 დეკემბერს ირანში სიკვდილით დასაჯეს ირანელი ჟურნალისტი და პოპულარული საინფორმაციო საშუალების Amadnews-ის დამფუძნებელი – რუჰოლა ზამი. მას ბრალი ედებოდა 2017-2018 წლების მასობრივი საპროტესტო გამოსვლების პროვოცირებაში.

რუჰოლა ზამი

ჟურნალისტი საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრის ქვეშ ცხოვრობდა და ონლაინსაქმიანობასაც იქიდან ეწეოდა. 2019 წელს ზამი ერაყში სტუმრობისას ერაყელი ირანელების გავლენიან რელიგიურ ლიდერთან – აიათოლა სისტანთან შეხვედრას აპირებდა, თუმცა იგი მოულოდნელად, გაურკვეველ ვითარებაში ირანის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. “ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის” განცხადებით, მათ “თანამედროვე სადაზვერვო მეთოდებითსა და ინოვაციური ტაქტიკის” გამოყენებით მოახერხეს უცხოური სპეცსამსახურების “მოტყუება” და ერაყში ზამის დაპატიმრება.

პოპულარულ ანტისამთავრობო პლატფორმა Amadnews-ს ტელეგრამზე 1.5 მილიონამდე გამომწერი ჰყავდა. სწორედ ამ გზით იგეგმებოდა და შუქდებოდა ირანის მასობრივი საპროტესტო აქციები 2017-2018 წლებში, რის გამოც, სასამართლომ ჟურნალიტი დამნაშავედ ცნო “მიწიერი კორუფციისთვის”, ირანის სისხლის სამართლის კოდექსში ყველაზე მეტად გავრცელებული მუხლით, რომელიც ჯაშუშობისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობის თითქმის ყველა საქმეში ფიგურირებს.

რუჰოლა ზამი დღეს დილით ჩამოახრჩეს.

რუჰოლა ზამი

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button