ახლო აღმოსავლეთიგეოპოლიტიკა

რამდენად ძლიერია ირანის შეიარაღებული ძალები?

3 იანვარს ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს, აშშ-ის დრონებიდან გასროლილმა რაკეტებმა ორი მანქანა ააფეთქეს. დაიღუპა ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ელიტური ნაწილის, „ყუდსის ძალების“ მეთაური, გენერალი – ყასემ სოლეიმანი. იგი ირანის ყველაზე გავლენიანი გენერალი იყო, რომელიც ირანის გარეთ ჩატარებულ ყველა სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა. სოლეიმანი პასუხისმგებელი იყო ირანის საზღვარგარეთ წარმოებულ სამხედრო პოლიტიკაზე. სწორედ ის მართავდა იმ გასამხედროებულ დაჯგუფებებს, რომელთა დამხარებითაც ცდილობდა ირანი გავლენის სფეროს გაფართოებას სირიაში, ლიბანში, ერაყსა და იემენში.

ირანის უზენაესი მმართველი აშშ-ს მკაცრი შურისძიებით დაემუქრა.

რამდენად ძლევამოსილია ირანის არმია?

საერთაშორისო სტრატეგიული კვლევითი ინსტიტუტის თანახმად, ირანის არმიაში დაახლოებით 523 000 აქტიური სამხედროა სხვადასხვა პოზიციებზე გადანაწილებული.

ეს მოიცავს 350 000 რეგულარული არმიისა და 150 000 ისლამური  „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის” (ირდკ) პერსონალს.

ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსი

დაახლოებით 20 000 კაცი კი ირდკ-ის საზღვაო ძალებში ირიცხება. ეს ჯგუფი შეიარაღებული გემებით პატრულირებს ჰორმუზის სრუტეში, სადაც 2019 წელს არაერთი დაპირისპირება მომხდარა უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერების გამო.

ირდკ, ასევე, აკონტროლებს ბასიჯის შენაერთს, რომელიც წარმოადგენს მოხალისეებისგან შემდგარ სამხედრო დაჯგუფებას. ისინი შიდა აჯანყებების ჩახშობაში მონაწილეობენ. ამ შენაერთს პოტენციურად ასობით ათასი ადამიანის მობილიზების შესაძლებლობა აქვს.

ირდკ ირანში 40 წლის წინ ჩამოყალიბდა ისლამური სისტემის დასაცავად და მალევე იქცა უმთავრეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ძალად. მიუხედავად იმისა, რომ იდრკ-ს რეგულარულ არმიაზე რაოდენობრივად ნაკლები ხალხი ჰყავს, მაინც ყველაზე ავტორიტეტულ და ძლიერ სამხედრო ძალად ითვლება ირანში.

ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსი

რაც შეეხება ოპერაციებს საზღვარგარეთ

„ყუდსის ძალები”, რომელსაც სწორედ გენერალი სოლეიმანი მეთაურობდა, მოქმედებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ირდკ-სთვის გასაიდუმლოებულ ოპერაციებს ატარებს და უშუალოდ ირანის უზენაეს ლიდერს – აიათოლა ალი ხამენეის აბარებს ანგარიშს. პირადი შემადგენლობა დაახლოებით 5000 ძლიერ მებრძოლს ითვლის.

დანაყოფი განლაგდა სირიაში, სადაც ბაშარ ალ-ასადსა და მასთან ერთად მებრძოლ შიიტ მებრძოლებს ეხმარება. ერაყში კი მხარს უჭერს, ასევე, ძირითადად შიიტებისგან შემდგარ სამხედრო დაჯგუფებას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში.

მიუხედავად ამისა, აშშ-ს ყუდსის „ყუდსის ძალები” არაერთხელ უმხელია ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში: წვრთნა, იარაღის მიწოდება და ა.შ. ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში, როგორებიცაა ჰეზბოლა ლიბანში და პალესტინის ისლამური ჯიჰადი.

ეკონომიკურმა პრობლემებმა და სანქეციებმა ირანს ხელი შეუშალა იარაღის იმპორტირებაში, რაც რეგიონში სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად მცირეა. ირანის თავდაცვის იმპორტი 2009-2018 წლებში მხოლოდ და მხოლოდ 3.5%-ს შეადგენდა საუდის არაბეთის იმპორტთან შედარებით იმავე პერიოდში.

ამ მხრივ, ირანის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია, დარჩენილი ნაწილი კი ჩინეთის ეკუთვნის.

აქვს თუ არა ირანს რაკეტები?

დიახ – სწორედ რაკეტები წარმოადგენს ირანის სამხედრო ძალის უმთავრეს კოზირს, იმის ფონზე, რომ საჰაერო ძალებით ბევრად ჩამოუვარდებიან ისრაელსა და საუდის არაბეთს.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, ირანის სარაკეტო ძალები, რომელიც ძირითადად, ახლო და საშუალო მანძილზე სასროლი რაკეტებისგან შედგება, მთელს ახლო აღმოსავლეთში უდიდესია. ასევე, ცნობილია, რომ ირანი მუშაობს საჰაერო ტექნოლოგიებზე, რომელიც საშუალებას მისცემს დატესტონ კონტინენტთაშორისი სარაკეტო სისტემა.

დღესდღეობის ირანს აქვს საშუალება მცირე და საშუალო მანძილზე სასროლი რაკეტებით მიწვდეს სამიზნეებს საუდის არაბეთსა და ისრაელში.

2018 წლის მაისში, იმის ფონზე რომ ირანთან ურთიერთობები გამწვავდა, აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში პეტრიოტის ტიპის ანტი-სარაკეტო სისტემები განალაგა, რაც მიზნად ისახავს ბალისტიკური, საკრუიზო და მოიერიშე თვითმფრინავებიდან გასროლილი რაკეტების შეჩერებას.

ირანის არაკონვენციური იარაღი

მიუხედავად სანქციებისა, ირანი უკვე წლებია ახერხებს დრონების განვითარებას.

ერაყში 2016 წელს ირანული დრონები გამოიყენებოდა ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად. თუმცა სირიიდან აფრენილი ირანული დრონი ისრაელის საჰაერო სივრცეშიც შეიჭრა. ასევე, 2019 წელს საუდის არაბეთის ნავთობის საბადოებზე დრონებით განხორციელებულ შეტევაში აშშ და საუდის არაბეთიც ირანს სდებენ ბრალს.

ირანი დრონების სისტემას იყენებს მის მოკავშირეებთან სავაჭროდაც.

ირანის კიბერ-შესაძლებლობები

2010 წელს ირანის ატომურ სადგურებზე განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ, ირანმა გააძლიერა საკუთარი კიბერ-შესაძლებლობები.

ცნობილია, რომ ირდკ-ს აქვს საკუთარი კიბერ-სარდლობა, რომელიც მიმართულია როგორც კომერციული, ასევე, სამხედრო შპიონაჟისკენ.

შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ირანმა კიბერშეტევები სცადა კოსმოსურ კომპანიებზე, კონტრაქტორებზე, ენერო კომპანიებზე, ტელეკომუნიკაციების კომპანიებზე მსოფლიოს მასშტაბით.

ასევე, 2019 წელს Microsoft-მა განაცხადა, რომ ირანის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა სცადეს აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში ჩარევა და ოფიციალური პირების ანგარიშების გატეხვა.

სტატიის ორიგინალი: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50982743

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button