QUIZფილმები

Homeland – QUIZ

გთავაზობთ სერიალ „სამშობლოს“ (“Homeland”) QUIZ-ის პირველ ნაწილს.

შეიცავს სპოილერებს!!!

Results

-
ყოჩაღ 🙂 CIA-ში სამუშაოდ ერთი ნაბიჯიღა გაკლია
არაუშავს, კარგად გაიხსენე და კიდევ სცადე 🙂

#1. რომელი დაავადება ტანჯავს ქერი მეტისონს?

ქერი მეტისონს ბიპოლარული აშლილობა სჭირს, რაც ხშირად ხელს უშლის საქმიანობის შესრულებაში, თუმცა, ზოგჯერ ეხმარება კიდეც კითხვებზე პასუხების პოვნაში.

#2. ვინ არის 1-2 სეზონებში მთავარი ტერორისტი, რომელზეც ამერიკელები ნადირობიენ?

1-2 სეზონებში CIA აბუ ნაზირზე ნადირობს, რომელიც ამერიკის წინააღმდეგ ტერაქტების განხორციელებას გეგმავს.

#3. რის შემდეგ გადაწყვიტა სერჟანტმა ბროუდიმ ამერიკაზე შურისძიება?

ამერიკელების დაბომბვას, რომლის მიზანიც აბუ ნაზირის განადგურება იყო, აბუ ნაზირის შვილი, აისა შეეწირება, რომელიც ბროუდის ძალიან უყვარდა. ამის შემდეგ იგი გადაწყვეტს შური იძიოს ამერიკაზე და თვითმკვლელი ტერორისტი გახდეს საკუთარ ქვეყანაში.

#4. როდის ჩნდება პირველად სერიალში პიტერ ქუინი?

პიტერ ქუინი CIA-ის დამოუკიდებელ ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომლის მისიაც სერჟანტ ბროუდიზე თვალთვალია.

#5. როგორ გადაიბირებს სოულ ბერენსონი მაჯიდ ჯავადის?

მაჯედ ჯავადი ირანის ყუდსის ძალების მაღალჩინოსანია. სოული CIA-ის ახალი თანამშრომლის – ფარას დახმარებით დაადგენს, რომ ჯავადი ყუდსის ძალებს ფულს პარავდა და ამ ფაქტს დასაშანტაჟებლად გამოიყენებს, რადგან თუ ირანში ეს ამბავი გახმაურდებოდა, ჯავადის აუცილებლად დასჯიდნენ სიკვდილით.

#6. როგორ დაიჭერენ საბოლოოდ ბროუდის?

CIA ჯავადის ირანში დანერგვით უდიდეს წარმატებას მიაღწევს. ერთადერთ საფრთხეს ჯავადისთვის სწორედ ბროუდი წარმოადგენს, ამიტომ გადაწყვეტენ მის მოშორებას.

#7. როგორ ახერხებს ჰაისამ ჰაქანი უსაფრთხოდ გადაადგილებას?

მას შემდეგ, რაც ჰაისამ ჰაქანი სოულს ტყვედ ჩაიგდებს, იგი უსაფრთხოდ გადაადგილდება, რადგან ამერიკელები CIA-ის ყოფილ დირექტორს დრონით თავდასხმისთვის არ გაწირავენ.

#8. როგორ შეაღწევს ჰაქანი აშშ-ის ისლამაბადის საელჩოში?

მას შემდეგ, რაც ამერიკელი ჯარისკაცები ქერისა და სოულის დასახმარებლად წავლენ, ჰაქანი თალიბანის მებრძოლებთან ერთად აშშ-ის საელჩოში საიდუმლო გვირაბებით შეიპარება.

#9. როგორ მოიპოვებს ქერი აიანის ნდობას?

გამოუცდელი მუსლიმი ახალგაზრდის ნდობის მოპოვებას ქერი საკმაოდ მარტივად შეძლებს და შემდეგ ჰაისამ ჰაქანის ადგილსამყოფელის დასადგენად გამოიყენებს.

დასრულება

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button