QUIZახლო აღმოსავლეთი

ახლო აღმოსავლეთი – QUIZ

რამდენად კარგად იცნობ ახლო აღმოსავლეთს?

Results

-
ყოჩაღ! კარგად იცნობ ახლო აღმოსავლეთს 🙂
არაუშავს, შეისეირნე ჩვენს საიტზე, გაეცანი ახლო აღმოსავლეთის შესახებ ინფორმაციებს და კიდევ სცადე 🙂

#1. რომელი ენაა ყველაზე გავრცელებული ახლო აღმოსავლეთში?

ამ რუკაზე ნათლად ჩანს, რომ არაბული ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მეტად გავრცელებული ენაა 🙂

#2. რამდენი არაბული სახელმწიფო დაამარცხა ისრაელმა ექვსდღიან ომში?

1967 წლის 5 ივნისს დაწყებულ ექვსდღიან ომში ისრაელმა მოახერხა 4 არაბული ქვეყნის (თუ ლიბანის საჰაერო თავდასხმებსაც ჩავთვლით 5): ეგვიპტის, სირიის, იორდანიისა და ერაყის დამარცხება. შედეგად ისრაელმა დაიპყრო ღაზას სექტორი და სინაის ნახევარკუნძული ეგვიპტისგან. დასავლეთ სანაპირო იორდანიისგან. გოლანის მაღლობები სირიისგან.

#3. რა იყო აშშ-ის ავღანეთში შეჭრის მთავარი მიზეზი?

2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ში ტერორისტულმა ორგანიზაცია ალ-ქაიდამ მოაწყო ტერაქტები, რასაც შეეწირა დაახლოებით 3000 ადამიანი. ამის საპასუხოდ პრეზიდენტმა ჯორჯ უოლტერ ბუშმა ტერორის წინააღმდეგ გლობალური ომი გამოაცხადა, რასაც 2001 წელს ავღანეთში, ხოლო 2003 წელს ერაყში სამხედრო შეჭრა მოჰყვა.

#4. ვინ მეთაურობდა ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ქაიდას?

ოსამა ბინ ლადენი ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდან დამფუძნებელია. სწორედ ის და მისი ტერორისტული ორგანიზაცია არიან პასუხისმგებლები 9/11-ის ტერაქტებზე. ოსამა ბინ ლადენი, მრავალწლიანი ძებნის შემდეგ, 2011 წელს ჩატარებული სოეცოპერაციის შედეგად საკუთარ სახლში მოკლეს.

#5. რომელი ქვეყნის ლიდერი იყო მუამარ კადაფი?

ლიბიის დე-ფაქტო ლიდერი 1969-2011 წლებში. ცნობილია როგორც „პოლკოვნიკი კადაფი“. 2009 წლის 8 ივნისს გაბონის პრეზიდენტის ომარ ბონგოს გარდაცვალების შემდეგ ის გახდა მესამე მმართველი რომელიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავდა სახელმწიფოს. იგი 2011 წელს ლიბიის სამოქალაქო ომში დამარცხდა და მოკლეს.

ვრცლად ლიბიის ახალი და უახლესი ისტორია: https://iberiamagazine.com/libiis-axali-da-uaxlesi-istoria/

#6. რომელი ქვეყანა აღიარებს აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობას?

2018 წელს სირიამ აღიარა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. საქმე იმაშია, რომ სირიის ახლანდელ მმართველ ბაშარ ალ-ასადს მხარს უჭერს და ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება რუსეთის ფედერაცია.

#7. რომელი ქვეყნის დაქირავებულ გასამხედროებულ ორგანიზაციას წარმოადგენს ვაგნერის დაჯგუფება?

ვაგნერის დაჯგუფება რუსული დაქირავებული გასამხედროებული ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის ინტერესების მთავარ დასაყრდენ ძალად გვევლინება ახლო აღმოსავლეთში.

ვაგნერის დაჯგუფების შესახებ ვრცლად: https://iberiamagazine.com/wagner-group-axlo-agmosavletshi/

#8. ვინ იყო ყასემ სოლეიმანი?

2020 წლის 3 იანვარს ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს, აშშ-ის დრონებიდან გასროლილმა რაკეტებმა ორი მანქანა ააფეთქეს. დაიღუპა ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ელიტური ნაწილის, „ყუდსის ძალების“ მეთაური, გენერალი – ყასემ სოლეიმანი. იგი ირანის ყველაზე გავლენიანი გენერალი იყო, რომელიც ირანის გარეთ ჩატარებულ ყველა სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა. სოლეიმანი პასუხისმგებელი იყო ირანის საზღვარგარეთ წარმოებულ სამხედრო პოლიტიკაზე. სწორედ ის მართავდა იმ გასამხედროებულ დაჯგუფებებს, რომელთა დამხარებითაც ცდილობდა ირანი გავლენის სფეროს გაფართოებას სირიაში, ლიბანში, ერაყსა და იემენში.

#9. ვის და ვის შორის გაფორმდა “მშვიდობის ზავი” 2020 წელს?

აშშ-მა და თალიბანმა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც 18 წლიანი კონფლიქტის შემდეგ ავღანეთში მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად. თუ არც ერთი მხარე არ გადაუხვევს შეთანხმების პირობებს, აშშ და ნატო 14 თვის განმავლობაში სრულად გაიყვანენ ავღანეთიდან შეიარაღებულ ძალებს.

ვრცლად: https://iberiamagazine.com/18-wliani-omis-dasasruli-afgh/

დასრულება

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button