QUIZკულტურა

ტაო-კლარჯეთი – QUIZ

Results

-
ყოჩაღ! 🙂 
წაიკითხე უფრო მეტი და კიდევ სცადე 🙂

#1. რა იყო ტაო-კლარჯეთის ძველი სახელწოდება?

ადრე, დღევანდელი ტაო-კლარჯეთის ტერიტორიას ზემო ქართლი ეწოდებოდა. ეს სახელი მტკვრის მდებარეობის გამო ერქვა. მტკვარი სათავეს სწორედ კოლადან იღებს.

#2. რომელი ქართველი მოღვაწის სახელს უკავშირდება ტაო-კლარჯეთში ქართული ეკლესიის აღორძინება?

არაბობისგან გაუდაბნოებულ ტაო-კლარჯეთში VIII საუკუნის მიწურულს, თანამოძმეებთან ერთად, ქართლიდან გაიპარა სასულიერო პირი გრიგოლ ხანცთელი, რომელმაც დაიწყო ქართული ეკლესიის აღორძინება. მისი გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ გიორგი მერჩულემ დაწერა “ცხოვრება გრიგოლ ხანცთელისა”, სადაც გადმოცემულია გრიგოლ ხანცთელის უმნიშვნელოვანესი დამსახურებები და ტაო-კლარჯეთის სამეფოს ჩამოყალიბების ისტორია. სწორედ მის მიერ წამოწღებულმა აღმშენებლობამ ჩაუყარა საფუძველი ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნას.

#3. ვინ აღადგინა არტანუჯის ციხე-ქალაქი?

აშოტ ბაგრატიონი, რომელიც არ ეგუებოდა არაბთა ბატონობას ქართლში, გადავიდა ტაო-კლარჯეთში, აღადგინა ციხე-ქალაქი არტანუჯი და დაიწყო ბრძოლა არაბების წინააღმდეგ (VIII-IX ს). საუბედუროდ, 826 წელს იგი მოღალატეებმა მოკლეს დოლისყანაში. გადმოცემის თანახმად, აშოტი დაკრძალულია თავისივე აგებულ არტანუჯის ეკლესიაში.

#4. რატომ დაკარგა საქართველომ ტაო-კლარჯეთი?

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველომ დაკარგა ძალიან ბევრი ტერიტორია, მათ შორის ტაო-კლარჯეთიც: არტანია (არდაგანი), ართვინის და ოლთისის ოლქები გადაეცა თურქეთს, ისევე როგორც ბათუმის ოლქის ნაწილი – ბორჩხა. (ეს კუთხეები წარმოადგენენ მესხეთის ნაწილს)

 

#5. რა მიზეზით გადაურჩა ტაო-კლარჯეთის ზოგიერთი ეკლესია დანგრევას?

შენარჩუნებული ხახულის ეკლესია

სამწუხაროდ, ტაო-კლარჯეთის ეკლესიებისა და ციხეების უმრავლესობა ხავსმოკიდებული და ნახევრად დანგრეულია, თუმცა ის ეკლესიები, რომლებიც თურქებმა მოქმედ მეჩეთებად გადააკეთეს, ასე თუ ისე შენარჩუნდა.

#6. ტაო-კლარჯეთის რომელი ძეგლი ითვლება ქართული ხუროთმოძღვრების უმაღლეს მწვერვალად?

ოშკის ტაძარი იმდენად დახვეწილი და დიადია, რომ ითვლება ქართული ხუროთმოძღვრების უმაღლეს მწვერვალად. მას ქართული ხუროთმოძღვრების “ვეფხისტყაოსანსაც” უწოდებენ.

#7. რამ ჩამოშალა ბანას ეკლესიის კედლები?

XIX საუკუნეში ბანას ტაძარი რუსეთ-ოსმალეთის საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში მოხვდა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ბანა გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით: ერთადერთი მრგვალი ტაძარია საქართველოში.

 

1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის ქრონიკებიდან ირკვევა რომ: 1877 წლის 20 მაისს ოსმალებმა დატოვეს სოფელი პენეკი (რუს. Пеньяк — პენიაკი) და გამაგრდნენ ოლთისში დამატებითი ძალების მოლოდინში. 21 მაისს ოსმალებმა ოლთისიც დატოვეს. 22 მაისს რუსეთის არმიამ უბრძოლველად დაიკავა ოლთისიც და სოფელი პენეკიც

#8. დაახლოებით რამდენი ძეგლია აღმოჩენილი დღეს ტაო-კლარჯეთში?

დღესდღეობით ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილია 500-მდე ქართული ეკლესია და ქართული 500-მდე ციხე. ეს რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება.

დასრულება

© ბუბა კუდავას არქივი

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button