კულტურარელიგია

ქართული კვალი რუსულ კულტურაში

    ადამიანისთვის, რომელიც ნაწილობრივ მაინც იცნობს ქართულ და რუსულ კულტურებს, ადვილი შესამჩნევი იქნება ამ მეზობელ ქვეყანათა კულტურული თანხვედრა. რუსული მედია ჩრდილში ტოვებს ამ საკითხს, რადგან ყველაზე მეტად მათთვის არის ნათელი ქართული კულტურის უდიდესი როლი რუსული იმპერიის ისტორიაში. ბუნებრივია, მათთვის ამ ყველაფრის გაშუქება პოლიტიკურად წამგებიანია, მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის საჭირო და აუცილებელია სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება სამართლიანი და გაუყალბებელი ისტორიის საფუძველზე…

რუსი ისტორიკოსი პ. ნ. მილიუკოვი

     საქართველოს კულტურული გავლენა გამოვლინდა ძველი რუსეთის საეკლესიო-ლიტერატურულ ძეგლებში და საერთოდ, რელიგიურყოფითი ცხოვრების ყაიდაში, ენაში, ხალხურ სიტყვიერებაში, თქმულებებში, ზღაპრებში, სიმღერებში, ლეგენდებში, გამოცანებში, ანდაზებში, შელოცვებში, დაფიცებებსა და ხალხურ გადმოცემებში. როდესაც პირველად ერთ-ერთმა რუსულმა ტომმა – ტავრიელმა როსსებმა – ქრისტიოანობა მიიღო, ჯერ კიდევ ძლიერ ჩამორჩებოდა მისი საზოგადოებრივი კულტურა მეზობლებისას. რუსეთში ნელი ტემპებით ვლინდებოდა სუსტი მოქალაქეობრიობის ნიშნები. რუსული მატიანის ავტორსაც კი წამოსცდა, რომ ისინი ,,ცხოვრობდნენ მხეცების ყაიდაზე, საქონლებივით ტყეში“. რუს მეცნიერთა დიდი ნაწილი უსამართლოდ აღნიშნავს, რომ ახლადმოქცეული ქვეყანა იმყოფებოდა მხოლოდ ბიზანტიური კულტურის გავლენის ქვეშ. ისინი თვალს განზრახ ხუჭავენ იმ დროისთვის ვრცელ, ძლიერ და გვლენიან სახელწიფოს- ერთმორწმუნე საქართველოს არსებობაზე. რა თქმა უნდა, ახლად ნათელღებული ქვეყანა უშუალოდ მომიჯნავე ქვეყნისგან ბევრად მეტს ,,ისესხებდა“, რომელიც თავისი ისტორიის რელიგიური მოძღვრების ოქროს ხანაში იმყოფებოდა. ზემოთქმულთან დაკავშირებით სრულიად სამართლიანად აღნიშნავს რუსული კულტურის ცნობილი მკველავარი პ. ნ. მილიუკოვი: ,,რუსეთზე ბიზანტიური კულტურის ზეგავლენა მე-15 საუკუნის ბოლომდე სუსტი იყო“.

     ნახევრად თემურ წყობილებაში მყოფ რუსეთს სხვა ცივილიზებული სახელმწიფოების მსგავსად დასჭირდა მატიანე. იმ დროისთვის რუსულ სოციუმს ნამდვილად არ გააჩნდა იმისი ინტელექტუალური შესაძლებლობა რაიმე მსგავისი შეექმნა, ამიტომ მათ თავიანთი ჩვეული ხერხით დაიწყეს ძიება საზღვარგარეთა ქვეყნების კულტურებში. რუსული ისტორიული წყარო – ,,გარდასულ წელთა ამბავი“- შეიქმნა ქართული მატიანის, ,,ქართლის ცხოვრების“ საფუძველზე. ქართული წყაროდან მოპარულია მრავალი ისტორიული დეტალი, 

კათალიკოსი კირიონ საძაგლიშვილი

ლეგენდა და პერსონაჟი. ლინგვისტიკური კვლევების თანახმად, რუსული მატიანის თხრობითი სტრუქტურაც კი არ განსხვავდება ქართულისაგან. ისიც უეჭველია, რომ თვით რუსული მატიანის დაწერის იდეა ავტორს უშუალოდ ,,ქართლის ცხოვრების“ გავლენით დაებადა. საქართველოს კათალიკოსი, დიდი კანონიკოსი და მკვლევარი კირიონ II საძაგლიშვილი წერდა: ,,ამ მატიანეებს რაც უფრო მეტად ვუღრმავდები, იმისი რწმენა მიძლიერდება, რომ ,,გარდასულ წელთა ამბავი“, როგორც მას უძველეს რუსულ მატიანეს უწოდებენ, ვრცელი ქართული მატიანის – ,,ქართლის ცხოვრების“ გადმოღების წარუმატებელი ცდაა“.

     ქართული წყაროებიდან მოპარულია თევდორე მღვდლის ამბავიც. ,,ქართლის ცხოვრება“ იტყობინება, რომ 1609 წელს თურქები საქართველოს თავს დაესხნენ და მანგლისის ახლოს სოფელი კველთა გადაწვეს, ხოლო იქაური მღვდელი თევდორე შეიპყრეს. აწამებდნენ, მათრახით სცემდნენ, რომ ლუარსაბ მეფის ადგილსამყოფელი დაესახელებინა, მაგრამ სასულიერო პირი არ გატყდა. მან თურქები საწინააღმდეგო მხარეს ჩაატარა და სხვა გზაზე გაიყვანა. როცა თურქები დარწმუნდნენ, რომ მღვდელმა ისინი შორს გაიტყუა, მას თავი მოჰკვეთეს. მღვდელი თევდორე ქართული მატიანის მოწმობით წმიდანადაა შერაცხული. ამ პერიოდში საქართველოსა და რუსეთს მტკიცე ურთიერთობა ჰქონდათ. მეფის ერთგულმა რუსმა მწიგნობარმა ამ ყურმოკრული ამბის საფუძველზე შეთხზა ლეგენდა ივანე სუსანინის თავგანწირვის შესახებ, ვის გმირობასაც მოსკოველი მემატიანე არ იცნობს. ივანე სუსანის გმირობა – თითქოს მან პოლონელები არა იქ მიიყვანა, საითაც ისინი მიისწრაფოდნენ და მეფისათვის სიცოცხლე გასწირა – რუს ისტორიკოს კოსტომაროვს სიცილადაც არ ჰყოფნის.

 

წმ. თევდორე მღვდელი

    ძველ რუსეთში საყვარელ სულიერ-შემეცნებით თხზულებებს განეკუთვნებოდა ,,საკვირველი და მეტად მარგი ამბავი ქალწულზე, ივერიის მეფის ქალიშვილ დედოფალ დინარაზე, რომელმაც სპარსთა მეფე ადრამელეხი დაამარცხა“. ეს თხზულება რუსულ ქრონოგრაფებში ხშირად გვხვდება. მისი შინაარსი ასეთია: დედოფალი დინარა, ივერიის ხელისუფლის – ალექსანდრე მელეხის ქალიშვილი, თხუთმეტი წლის ასაკში ტახტის მემკვიდრე გახდა და ხალხს ბრძნულად უძღვებოდა. სპარსეთის შაჰმა ალექსანდრეს სიკვდილი შესახებ რომ შეიტყო, მისი ქალიშვილისაგან მორჩილება მოითხოვა. დინარამ ძღვენი გაუგზავნა მას, მაგრამ მშობლიური სამეფოს თავისუფლების დათმობას არ აპირებდა. დედოფლის დასასჯელად ირანმა ჯარი გამოგზავნა. დიდებულები შიშმა შეიპყრო, მაგრამ დედოფალმა ისინი გაამხნევა, ფეხშიშველამ მოილოცა შარბენის მონასტერი და აბჯარასხმულმა იბრძოლა ირანელების წინააღმდეგ. თქმულების თანახმად, დინარამ ირანის მეფეს თავი მოჰკვეთა და თავრიზში ჩაიტანა, რის შემდეგაც დიდი ნადავლით დაბრუნდა სამშობლოში.

დედოფალი დინარა

     მე-19 საუკუნეში რუსი პოეტები შეეცადნენ შეექმნათ რუსული სალიტერატურო ენა, მაგრამ ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, რადგან რუსულ ენას ამ კუთხით მეტად მწირი ლექსიკა ჰქონდა. მათ თითქმის არ გააჩნდათ იდეებისა და ესთეტიური შეგრძნებების ზუსტი შესატყვისები. რუსულში უამავი საჭირო ტერმინის არ ქონის გამო ქართული არაერთი სიტყვა დამკვიდრდა, რომლებიც მოერგო რუსულ ენას და მხოლოდ მცირე ცვლილება განიცადა, მაგალითად: Алы-ალისფერი; Ворон-ყორანი; Гора-გორა; Кунь (Конь)- ჰუნე; Упорныи-უპოვარი,შეუპოვარი; чердак-ჩარდახი და სხვა მრავალი. ამათ გარდა, ძალიან ბევრი ქართულის ტერმინი იმდენად ,,გარუსულდა“, რომ საერთოდ დაკარგა პირვანდელი სახე. ასევე რუსული ენის სუფიქსები ск და ко ქართული ენის დიალექტის,მეგრულის გავლენის შედეგია.

     ქართული ენის დიდ გავლენას რუსეთზე არაქართული წყაროებიც ადასტურებენ. ალეპოს მთავარდიაკონი პავლე, რომელიც მე-17 საუკუნის შუახანებში ანტიოქიის პატრიარქ მაკარს რუსეთში მოგზაურობისას ახლდა, იუწყება, რომ მოსკოვში პატრიარქებისა და მეფის თანდასწრებით საღმრთო ლიტურგიაზე მან სახარება ქართულ ენაზე წაიკითხა და ქართულადვე წარმოსთქვა კვერექსი (მოსახსენებელი ვედრება უფლისადმი), რაც უდავოდ იმ პატივისცემას მოწმობს, რასაც როგორც რუსეთში, ისევე აღმოსავლეთში ქართული ღვთისმსახურებისა და ენის მიმართ ამჟღავნებდნენ. ამაზე ის გარემოებაც მიუთითებს, რომ წარმოშობით არაბმა მთავარდიაკონმა პავლე ალეპოელმა ქართული ეჭვგარეშეა, ანტიოქიაში ისწავლა, სადაც ქართულ საღვთისმეტყველო ენას დიდი ყურადღება ექცეოდა.

     რუსი მკვლევარები საუკუნეებია უაზროდ ეძებენ რუსული საეკლესიო-საღვთისმეტყველო წიგნების ბერძნულ ან ბიზანტიურ დედნებს, რადგან მათი უმრავლესობა ქართულიდან არის თარგმნილი. გიორგი მთაწმიდელის მოწაფისა და ბიოგრაფის, გიორგის მოწმობით, ათონის ქართველთა ივერიის მონასტრის წინამძღვარმა წმ. ექვთიმემ (1028 წ), ქართულ ენაზე საღმრთო წიგნების ცნობილმა მთარგმნელმა, დროის სიმცირის გამო შემოკლებული სახით თარგმნა სვინაქსარი ივერიის მონასტრისათვის. ეს ცნობა ისე უნდა გავიგოთ, რომ ექვთიმემ, როგორც სწავლულმა მამამ და კანონიკოსმა, რომელმაც ბრწყინვალე განათლება მიიღო ბიზანტიის სასწავლო დაწესებულებებში, სრული ბერძნული სვინაქსარიდან აიღო ის, რაც უფრო საჭიროდ და მნიშვნელოვნად მიაჩნდა, ანუ სვინაქსარი გადაამუშავა და თავის სავანეს ახალი რედაქციით მიაწოდა. უეჭველად, სწორედ ამ ქართული რედაქციიდან ითარგმნა უძველესი სლავური ქილენდარის სვინაქსარი , ვინაიდან ბერძნულად ამ ტიპიკონის სხვა შემოკლებული რედაქცია მეცნიერებისათვის აქამდე უცნობია. საერთოდ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ხელნაწერი ძეგლები ჯერ კიდევ არ ექცევა უცხოელ მკვლევართა ყურადღების ქვეშ და ამიტომ ზოგიერთი თხზულება, რომლებიც ამჟამად ბერძნულიდან სლავურ ენაზე თარგმნილად მიაჩნიათ, და რომელთა ბერძნულ ორიგინალებს ვერ პოულობენ, მდიდარ ქართულ ხელნაწერთა საგანძურის გამოკვლევის შემდეგ უეჭველად ქართული ენიდან თარგმნილი აღმოჩნდება.

 

ქილენდარის მონასტერი, ათონის მთა

     ქართულმა დამახასიათებელმა ხატწერის სკოლამ დიდი ზეგავლენა მოახდინა რუსულ ხატებზე. ჯერ კიდევ მე-17 საუკუნის მოსკოვის სასახლესთან არსებულ ხატსაცავში ინახებოდა უამრავი ქართული ხატი. ქართული ხატწერის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის მიზნად არ ისახავს მნახველის მოხიბვლას თავისი სიჭრელით, ფორმებით ან კომპოზიციით. ის უფრო შინაარსობრივია, რაც მომლოცველს უმაღლებს ლოცვის განწყობილებას.რუსი მეცნიერი გ. როვინსკის აზრით, წმინდანთა გამოსახულების მისაღებად განკუთვნილი ნაჭრების ფიცრებზე დაწებების ჩვეულება ალბათ დასავლეთიდან შევიდა რუსეთში, ჩვენში კი ამ ხელოვნების კვალი 11-12 საუკუნეებში გვხვდება. ქართულ საეკლესიო მუზეუმში კათალიკოსი კირიონ II-ის მიერ ქვათახევის მონასტერში ნაპოვნი სამი უძველესი ხატია. ერთ მათგანზე აშკარად ჩანს, რომ ფიცარი წინასწარ აბრეშუმის თხელი მოყვითალო ნაჭრით იყო დაფარული, ზემოდან წაესვათ რაღაც თეთრი მასა, ხოლო შემდეგ ზედ წმიდა სახე გამოესახათ. ეს ხატები მე-12 საუკუნემდეა დამზადებული და ამ ხელოვნებას რუსეთში მართლმადიდებლური საქართველოდან უფრო შეეძლო შეღწევა, ვიდრე დასავლეთიდან, რომელსაც რუსები ერეტიკოსულად მოიხსენიებდნენ. რაც შეეხება რუსულ ორნამენტებს, მათ, განსაკუთრებით გარეული ცხოველებისას, მეცნიერება ამჟამად ქართულთან აკავშირებს. როგორც ჩანს, ამ მხრივ რუსული ხელოვნება ქართული მდიდარი ორნამენტების გავლენას განიცდიდა. საერთოდ, ორნამენტების დამუშავებაში, ტოლსტოის აზრით, ქართულმა ხელოვნებამ თვით ბიზანტიურ ხელოვნებასაც კი სძლია. ქართული წნული ფორმები ირლანდიურზე მაღლა დგას, მათი ხასიათი უფრო სწორია, ორნამენტთა ნახატობა უფრო ცხადი, ნახატების დანიშნულება და აზრი არქიტექტურულ მიზანს ეთანხმება და წარმოსახვისმიერ ქაოტურ თვითნებობასა და ფორმებით თამაშს არასოდეს ემორჩილება.

 

იშხნის ეკლესიის დეკორი

       რუსები ქართული კანონთა კრებულით ხელმძღვანელობდნენ თავიანთი ,,ძეგლისდების“ შექმნსისას. მეფე ალექსის,,ძეგლისდებათა“ სახელით ცნობილი კოდექსის შემდგენლები მუშაობის პროცესში ქართულ კანონთა კრებულებითაც სარგებლობდნენ, რადგან აქ მოცემული ზოგიერთი სტატია ბიზანტიურ კანონმდებლობაში საერთოდ არ მოიპოვება და განწყობილებითა და ფორმულირებით ქართული იურიდიული ძეგლების შესატყვისია.

ჭიაკოკონობა

     რუსულ წარმართულ დღესასწაულებშიც აისახა ქართული კულტურის კვალი. რუსეთში არაქრისტიანული ღვთაებების: კუპალას (ქართულად კოპალე) და იარილის (ქართულად იარალო ან არალო) პატივსაცემად გამართულ დღესასწაულებს ჰქონდათ და ახლაც აქვთ ქართული ელფერი და ისევე სრულდება, როგორც საქართველოში. ქართული კოპალე უკრაინელებმა სიტყვის მსგავსების გამო ,,კოპალოდ“ გადააკეთეს, ხოლო ქრისტიანობის მიღების შემდეგ იოანე ნათლისმცემლის (Купалы) დღესასწაულს შეუთავსეს. კუპალო უკრაინაში იოანე წინამორბედის შობის კვირაძალს იმართება.ლეგენდის თანახმად, ამ ღამეს შიშველ მთაზე კუდიანები იკრიბებიან. უკრაინელები თითქმის ყოველი მხრიდან აჩაღებენ ჭიაკოკონებს, რომელთაც განმწმენდ მნიშვნელობას ანიჭებენ. საქართველოში კუდიანები იალბუზზე იკრიბებიან. ოთხშაბათს, დიდი ხუთშაბათის დამდეგს ჩვენთან ყველგან ჭიაკოკონებს აჩაღებენ. სამეგრელოში ჭიაკოკონას წელიწადში ოთხჯერ: ამაღლების, მიძინების, ფერიცვალებისა და ელიას დღესასწაულთა წინადღეებში ანთებენ და მასზე გადახტომისას ,,არურური (არული) კუდიანებსა!“ ანუ ,,ალი კუდიანებს!“ იძახიან. წინარე ქრისტიანული ხალხური დღესასწაულებიდან, თავისი წმიდა წარმართული ატრიბუტებით არც ერთი ისე არა შემორჩენილა, როგორც კუპალას დღესასწაული ჭიაკოკონათა გაჩაღებითა და მათზე გადახტომებით, მიუხედავად ტულის საეკლესიო კრების მკაცრი განჩინებისა, რომლის 65-ე პარაგრაფით წარმართული ჩვეულებები აიკრძალა. ასევე, არსებობს ე.წ უკრაინული ალილო, რომელიც ზუსტი განმეორებაა ქართული ვარიანტის.

     უამრავი ადათ-წესი და ჩვეულება დამკვიდრდა რუსეთში ქართული კულტურის გავლენით. ზოგიერთი სლავის მიერ პურის მოსავლის აღების შემდეგ ღმრთისთვის მამლის შეწირვის ადათ-წესი ამდაგვარვე ქართულ ტრადიციას გვახსენებს, რომელსაც საქართველოში კვირიკესა და ივლიტას და ალავერდის დღესასწაულებზე ნახავთ. უკრაინის ველებზე გადაჭიმულ სოფლებში ყველიერის პირველ ერბოიან ბლინს სახლის სხვენის სარკმელზე მშობლების სულებისთვის ალაგებენ. საქართველოშიც შემორჩენილია ასეთივე უძველესი წეს-ჩვეულება – ჩიტი ფაფაობა (ჩიტისთვის დაფქული ხორბლის ფაფა). ამ ფაფით ფარავენ ფიცრებსა და ნაფოტებს და სახლის სახურავზე ჩიტებისთვის დგამენ. ამ წეს-ჩვეულებას საფუძვლად უდევს გარდაცვლილი მშობლებისა და ნათესავების სულის ხსენება. რუსეთში უბრალო ხალხი მთქნარების დროს ბაგეზე სამი შეტყუპებული თითით მცირე პირჯვარს გამოისახავს ხოლმე. ეს ჩვეულება უეჭველად ქართველებისაგან აქვთ გადაღებული. ასევე რუსეთში წვრილი ნიჟარების, როგორც თილისმების ტარება უძველესი ქართული ტრადიციაა. შობის კვირაძალს ქართლში ბედნიერების კვერებს – ბედის კვერს – აცხობენ, ხოლო ახალი წლის დამდეგს – ბასილას, რომელსაც ადამიანის გამოსახულება აქვს. არსებობს კიდევ ერთი რუსული ჩვეულება, რომლის საწყისი ქართული ტრადიციაა, კერძოდ ქელეხთან დაკავშირებით, როცა სასაფლაოზე და მიცვალებულთა საფლავზე ღვინოს (ან არაყს) მოასხამენ. ამით გარდაცვლილი თითქოს ქეიფის მონაწილე ხდება. ეს ჩვეულებაც ქართველებისაგანაა გადაღებული, მხოლოდ ჩვენთან გარდაცვლილის საფლავზე მარტოოდენ ყურძნისგან დაწურულ ღვინოს მოასხამენ უმანკოთა საუფლოში მისი სულის მოსახსენებლად.

     იმას, რომ ქართულ კულტურას უდიდესი გავლენა ჰქონდა რუსეთის იმპერიაზე წყალი არ გაუვა და არც არის ქართული კულტურული ზეგავლენა რუსული მხარისთვის სათაკილო. ბუნებრივია, ნებისმიერ ახლადწარმოქმნილ სახელწიფოზე დიდ გავლენას იქონიებდა ისეთი კულტურის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა. სამწუხაროა რუსეთი ამ ყველაფერს თვალს რომ არიდებს და ეწევა ყველა სფეროს პოლიტიზირებას. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო ყოველთვის იყო და დღემდე რჩება რეგიონის ძირითად კულტურულ კერად.

 

ნიკოლოზ სანიკიძე

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

One Comment

Back to top button