QUIZლიტერატურა

ვეფხისტყაოსანი – QUIZ (I ნაწილი)

“გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი”

Results

-
ყოჩაღ! ასე გააგრძელე, შოთა ამაყობს შენით 🙂 
უფრო დაკვირვებით წაიკითხე პოემა და კიდევ სცადე 🙂 

#1. ვის საქებრად წერს შოთა პოემას? ? "მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა"

შოთა ამბობს, რომ თამარისა და დავით სოსლანის საქებრად უბრძანეს ტკბილი ლექსების თქმა. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ იმ პერიოდში ქალის გამეფება დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევდა საზოგადოებაში, ამიტომ შოთას დაავალეს შეექმნა საგმირო ეპოსი, სადაც თამარისა და დავით სოსლანის იდეალურ პროტოტიპებს შექმნიდა, განადიდებდა მათ.

#2. რატომ იყო ნადიმზე დანაღვლიანებული როსტევან მეფე?

ავთანდილი და ვაზირი სოგრატი როსტევანს გაეხუმრნენ:

“დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო.

მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე, თქვენი მძიმე და ძვირიო”

თუმცა სინამდვილეში როსტევანს ერთი სადარდებელი ჰქონდა:

“სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია,

 კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,

 რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.”

#3. ნაძლევის თანახმად ნადირობაში უარესი:

ავთანდილი შეეცილა როსტევანს და გადაწყვიტეს ნადირობით გამოევლინათ უკეთესი. მათ ნიძლავიც გააჩინეს:

“ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს”

მაშინ თავ-შიშველი სიარული კაცისთვის სირცხვილად ითვლებოდა

#4. რამდენი ნადირია ავთანდილის ანგარიშზე?

“ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია,

მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია”

ავთანდილი – 110

როსტევანი – 90

#5. რამ გამოაფხიზლა ჩაფიქრებული ტარიელი?

მხოლოდ აბრჯის ჩხარუნმა გამოაფხიზლა ჩაფიქრებული ტარიელი, ადგა, დახოცა მონები და აორთქლდა, ისე თითქოს მიწამ ჩაყლაპა.

#6. რა ემოსა თინათინს, როდესაც ავთანდილი პირველად დაიბარა?

“გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,

ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი”

თინათინმა დაიბარა ავთანდილი და დაავალა უცხო მოყმის მოძებნა:

“შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,

რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე,

გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,

მერმე მოდი, ლომო, მზესა, შეგეყრები, შემეყარე”

#7. ვის ჩააბარა წასვლის წინ ავთანდილმა თავისი ქალაქი?

შერმადინი ავთანდილის ყმადნაფიცი იყო, რომელსაც ავთანდილმა გაუნდო უცხო მოყმის საძებნელად საწვლის ამბავი და სწორედ მას ჩააბარა თავის ქალაქი დაბრუმებამდე. შერმადინმა თხოვა წამოგყვებიო, თუმცა ავთანდილმა უპასუხა:

“რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად”

დასრულება

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button