QUIZფილმები

მოსიარულე მკვდრები – QUIZ (S1-7)

შეიცავს სპოილერებს!!!

Results

-
გილოცავ! შენ ხარ იმ 30%-ში, ვინც წარმატებით გასცა პასუხი შეკითხვების უმრავლესობას 🙂 
თავიდან უყურე და კვლავ სცადე პასუხების გაცემა 🙂

#1. ვინ მოკლა ნეგანმა რიკის ჯგუფიდან?

მე-7 სეზონის პირველი ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მძიმე იყო მაყურებლისათვის, რადგან ნეგანმა ყველასათვის საყვარელ გლენსა და აბრაჰამს თავი “ლუსილით” გაუჩეჩქვა.

#2. რომელი ცხოველი ჰყავს მეფე ეზეკიელს?

სამეფოს მმართველ ეზეკიელს ჰყავს ვეფხვი შივა, რომელიც მან აპოკალიფსის დაწყებისას ზოოპარკიდან იხსნა.

#3. როდიდან მეგობრობდნენ რიკი და შეინი?

რიკი და შეინი სკოლიდან მოყოლებული საუკეთესო მეგობრები იყვნენ. მიუხედავად ამისა, აპოკალიფსის დაწყების დროს შეინმა რიკის ცოლს (ლორის) მოატყუა, რომ რიკი მოკვდა და მეტიც, მასთან სასიყვარული ურთიერთობაც წამოიწყო.

#4. რატომ მიიჩნევდნენ იუჯინს მნიშვნელოვან პიროვნებად?

იუჯინმა თავი გაასაღა მნიშვნელოვან მეცნიერად, რომელსაც ჰქონდა ვირუსის საწინააღმდეგო წამალი. ის აუცილებლად უნდა ჩასულიყო ვაშინგტონში, საიდანაც ის მოსიარულეებს განკურნავდა. როზიტა და აბრაჰამი კი მისი მცველები იყვნენ.

#5. მოსიარულე მკვდრებზე პირველად შეიქმნა:

მოსიარულე მკვდრებზე პირველ ისტორიას 2003 წელს გამოცემულ ამერიკულ კომიქსებში ვხვდებით, რომელიც რობერტ კირკმანმა შექმნა. კომიქსების შემდეგ გაჩნდა მოსიარულე მკვდრების უამრავი ვერსია, მათ შორის სერიალი, ვიდეო თამაში და აპლიკაციები. ყველა ვერსია განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა თითქმის ყველგან ძირითადადი ამბავი და მთავარი პერსონაჟები კომიქსებიდანაა აღებული.

#6. როგორ მოკვდა ჰერშელი?

თავიდან ჰერშელი საკმაოდ საეჭვო პიროვნება იყო (მოსიარულეებად ქცეულ ნათესავებს თავლაში აცხოვრებდა), თუმცა შოუს განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პერსონაჟად იქცა მაყურებლისთვის, რის გამოც მისი სიკვდილი საკმაოდ მძიმე იყო. თან როგორ, გუბერნატორმა ყველას თვალწინ სამაგალითოდ თავი მოკვეთა.

P.S. მსახიობი სკოტ ვილსონი 2018 წელს გარდაიცვალა

#7. რომელია დერილის საყვარელი იარაღი აპოკალიფსის დროს?

ძირითადად გადარჩენილები ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღებით არიან შეიარაღებულები, თუმცა დერილმა განსაკუთრებული იარაღი, არბალეტი აირჩია, რომელიც საკმაოდ მოსახერხებელია ზომბების დასახოცად.

#8. როგორ მოახერხა მერლმა სახურავიდან გაქცევა?

როდესაც ატლანტაში გადარჩენილების ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს ერთად ემოქმედათ და როგორმე მოსიარულეების ალყაშემორტყული შენობიდან გაეღწიათ, მერლი მათ არ დაემორჩილა და სახურავიდან თოფის უაზროდ სროლა დაიწყო, რის გამოც რიკმა იგი ბორკილებით მილს მიაბა. მერლი სახურავზე დატოვეს, თუმცა დერილთან ერთად დაბრუნებულებს იმ ადგილას მერლის გადაჭრილი ხელი და ხერხიღა დახვდათ.

დასრულება

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button