ავტოსპორტი

Brabham BT62-ის სარბოლო ვერსია გაიაფდა

ვერსიას – Competition ნამდვილი რბოლებისთვის სთავაზობენ

Brabham Automotive BT62-ს უკვე უნდა იცნობდეთ. ეს არის 710 ცხენისძალიანი V8 ძრავით აღჭურვილი საავტოდრომო სუპერქარი, რომელსაც თუ კარგად ითხოვთ და უფრო მეტ თანხას გადაიხდით, თქვენთვის საგზაო ვერსიად გადააქცევენ.

ან სარბოლოდ. ამ დღეებში Brabham BT62-ის კიდევ ერთი ვარიანტი წარადგინეს-Competition-ის სპეციფიკაციით. ის სტანდარტულზე მჩატეა, ზოგიერთი დეტალის დემონტაჟის ხარჯზე და რბოლებისთვის სრულად მზად არის. ყველაფერი ეს მას 250 000 ფუნტი სტერლინგით აიაფებს იმ დროს, როცა საბაზო საავტოდრომო BT62, გადასახადების გაუთვალისწინებლად, 750 000 ფუნტი სტერლინგი ღირს. რა განსხვავებაა საავტოდრომოსა და Competition-ს შორის? უბრალოდ, საავტოდრომო სუპერქარით, უქმეებზე, შედარებითი კომფორტით, გარბენების მოწყობა შეიძლება, Competition-ი კი ნამდვილი სარბოლო ავტომობილია, სადაც არაფერი ზედმეტი არ არის გარდა იმისა, რაც რბოლაში საუკეთესო შედეგის მისაღწევად დაგჭირდებათ.

სტანდარტული Brabham BT62 ისე არის ჩაფიქრებული, რომ სრულიად სპორტული ვარიანტისთვის არაფრის შეცვლას არ საჭიროებს: ბორბლები ცენტრალური მომჭერით, პნევმატური ამწე და მოსახსნელი საჭე ადგილზე დარჩა. Brabham-ის მიზანია უახლოეს ხანში, „ლე მანზე“, GTE კლასში, BT62-ის გამოყვანა. ავტომობილი თავიდანვე ამისთვის შემუშავდა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button