ავტოსპორტიკულტურა

თომ ჯოუნსი, ენგელბერთ ჰამპერდინქი და Rolls-Royce-ი

„ვაშა, გამოგვივიდა! ეს სამოციანი წლების ბოლოს, უფრო ზუსტად, 1969 წლის 5 თებერვლის, ავტომობილების ერთ-ერთი საუკეთესო კლასიკური ფოტოსესიაა“, – წერდნენ მაშინდელი ტაბლოიდები. ელსთრიში, ATV Studio-ს წინ,  მუსიკის ბრიტანელი ვარსკვლავები, თომ ჯოუნსი და ენგელბერთ ჰამპერდინქი, მათ მენეჯერთან, გორდონ მილსთან ერთად, Rolls-Royce-ის თავიანთ ავტომობილებზე წამომჯდარები გადაიღეს. თომს და ენგელბერთს Silver Cloud-ი ჰყავდათ, გორდონმა კი  ახალი Silver Shadow აირჩია. მომღერლები მათი მუსიკალური სამენეჯმენტო კომპანიის მოგების გასამმაგების გამოცხადებას ზეიმობდნენ.

მათი ნამდვილი სახელი და გვარია თომას ვუდუორდი, ამჟამად უკვე სერ თომას ჯონ ვუდუორდი და არნოლდ დორსი, იგივე არნოლდ ჯორჯ დორსი. პირველის უკვდავი ჰიტებიდან აღსანიშნავია “It’s Not Unusual”, “Delilah”, “She’s a Lady”, „Ghost Riders In the Sky” და “Sex Bomb”.  მეორის სინგლები – “Release Me” და “The Last Waltz”-1967 წლის მუსიკალური ჩარტების სათავეში იმყოფებოდა და თითოეული მილიონზე მეტი დისკის სახით გაიყიდა.  მთელ მსოფლიოში ჰამპერდინქის 150 მილიონ დისკზე მეტი გაყიდა.

Rolls-Royce Silver Cloud-ი არის ყველაზე ძვირადღირებული, მდიდრული ავტომობილი, რომელიც Rolls-Royce Limited-მა 1955 წლის აპრილს წარადგინა და 1966 წლის მარტამდე გამოუშვა. ის Rolls-Royce-ის ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელი იყო იმ პერიოდში. Silver Dawn-ი Silver Cloud-მა შეცვალა, თავის მხრივ ისიც Silver Shadow-თი ჩაანაცვლეს. ჯონ პოლუილ ბლეჩლის დიზაინმა საგრძნობლად გადაახალისა ომამდელი მოდელები და მაღალ დონეზე წარმოებული Silver Dawn-ი.

Rolls-Royce Silver Shadow არის ასევე, ყველაზე ძვირადღირებული, მდიდრული ავტომობილი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, 1965-1980 წლებში წარადგინეს. ეს იყო პირველი Rolls-Royce-ი, სადაც ძარის და შასის ერთიანი კონსტრუქცია გამოიყენებოდა, საზოგადოების იმ შეშფოთების პასუხად, რომელიც ამტკიცებდა, რომ კომპანია საავტომობილო ინოვაციებს ჩამორჩება.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button