ავტოსპორტი

ტიმი ჰანსენი რალი-კროსში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონია

სამხრეთ აფრიკაში, WRX-ის ეტაპის დრამატულ და არაპროგნოზირებად ფინალში, შვედმა ავტომრბოლელმა, ტიმი ჰანსენმა (Team Hansen MJP Peugeot 208) მეოთხე ადგილი დაიკავა და რალი-კროსში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

კეიპთაუნში საკვალიფიკაციო და ნახევარფინალური გარბენების შემდეგ, საჩემპიონო რბოლაში დაძაბულობამ თავის პიკს მიაღწია. ტიტულის სამივე პრეტენდენტი ფინალში გავიდა. კევინ ჰანსენი უფროს ძმას და თანაგუნდელს, 11 ქულით ჩამორჩებოდა, ანდრეას ბაკერუდი (Monster Energy RX Cartel Audi S1) კი-მხოლოდ 2 ქულით.

ფინალური გარბენის სტარტზე ნორვეგიელმა ტიმი ჰანსენს გაასწრო. პირველი წრის შუალედში შვედმა მდგომარეობის გამოსწორება ცადა, მაგრამ კონტაქტი მოხდა. ჩემპიონატის ლიდერი დატრიალდა, ბაკერუდი კი კევინ ჰანსენისკენ „გაისროლა“. შედეგად, ძმები ჩამორჩენ, მათ მთავარმა მეტოქემ, პირველ პოზიციაზე ნიკლას გრონჰოლმი (GRX Taneco Hyundai i20) გაატარა. ბაკერუდმა ფინელს გვერდი ვერ აუარა და ამ დროს, რბოლიდან ტიმო შაიდერის (ALL-INKL.COM Munnich Motorsport SEAT Ibiza) გამოსვლის ხარჯზე, ტიმი ჰანსენმა მეოთხე ადგილზე გადაიანაცვლა. ფინიშთან ისინი სწორედ ამგვარი თანმიმდევრობით მივიდნენ. გადამწყვეტი გარბენის შედეგების მიხედვით, ორივეს ერთნაირი ქულათა რაოდენობა აღმოაჩნდა, მაგრამ ჰანსენი, უფრო მეტი მოგებით-ოთხი-ერთის წინააღმდეგ-ჩემპიონი გახდა. ანდრეას ბაკერუდი ვიცე-ჩემპიონობას დაჯერდა, კევინ ჰანსენის ბრინჯაოს პრიზიორობა გუნდურ ჩათვლაში Team Hansen MJP-ის ჩემპიონობას დაემატა.

კეიპთაუნში გამარჯვება უმცროსმა გრონჰოლმმა იზეიმა, მეორე ადგილი ანდრეას ბაკერუდმა დაიკავა. ფინიშთან მესამე რუსი ტიმურ ტიმერზიანოვი (GRX Taneco Hyundai i20) მივიდა, რომელმაც ამ სეზონში პოდიუმზე ასვლა მეორედ დაიმსახურა და ჩემპიონატის შედეგების მიხედვით მეხუთე გახდა.

უმცროს კატეგორიაში-RX2 ჩემპიონი შვედი ოლივერ ერიქსონი გახდა.

რალი-კროსში მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატი, 18-19 აპრილს, ბარსელონაში სტარტს აიღებს.

სტიუარდებმა ჰანსენსა და ბაკერუდს შორის პირველ წრეზე მომხდარი ინციდენტი აღარ განიხილეს და ჩემპიონატის წინასწარმა შედეგმა ოფიციალური სახე მიიღო.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button