ავტოსპორტი

„ანდროს ტროფი“ (Andros Trophy) – ყინულზე რბოლა

ყინულზე რბოლის იდეა და ამ სახეობაში ჩემპიონატის ჩატარება პროფესიონალ ავტომრბოლელს, მაქს მამერს (რალი-კროსში საფრანგეთის 1982-1983 წლების ჩემპიონი) და Andros-ის კომპანიის (ჯემებისა და კომპოტების მწარმოებელი) მფლობელს, ფრედერიკ ჟერვოსონსმოუვიდა აზრად, 1985 წელს რაგბის მატჩზე შეხვედრის შემდეგ. მათ ზამთარი მეგობრებთან ერთად, ყინულზე რბოლაში გაატარეს.

1990 წლის 27 იანვარს, ყინულზე რბოლის სერია სერ შევალიეში, ფრანგული ალპების ზამთრის საკურორტო დაბაში, ოთხი რბოლის ჩატარებით დაიწყო.

1991 წელს, პარიზში ხუთი ეტაპი ჩატარდა, 1992 წელს, უკვე-შვიდი.

2003 წელს სარბოლო სერიამ საერთაშორისო სტატუსი მიიღო, კანადაში რბოლის ჩატარებით. 2005-2006 წლებში კვლავ ეროვნული სტატუსი დაიბრუნა “ანდროს ტროფიმ”, თუმცა გამონაკლისის სახით ერთი რბოლა ანდორაზე ჩატარდა.

სარბოლო ტექნიკა სხვადასხვა კლასად არის დაყოფილი. ე.წ. “ელიტ კლასი” ყველაზე პრესტიჟულად ითვლება და აქ სახელოვანი ავტომრბოლელები ასპარეზობენ.

ტურინგქარის ფრანგმა ოსტატმა, ივან მიულერმა 10-ჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული და 46 რბოლა მოიგო, ალენ პროსტმა კი-3-ჯერ (2007, 2008 და 2012 წლებში) და 36 რბოლა მოიგო, Toyota Auris-ის და Dacia Lodgy Glace-ის ავტომობილებით. გამარჯვებულებს შორის არიან ასევე, დანი სნობეკი, ფრანსუა შატრიოდა ჟან-ფილიპ დეირო.

2010 წელს ალენ პროსტმა, Dacia Duster-ით „ანდროს ტროფი“ ანდორას ეტაპი მოიგო და ჟან-ფილიპ დეირო, Skoda Fabia-ს პილოტი, დაამარცხა, თუმცა ამ უკანასკნელმა მაინც მოიპოვა ჩემპიონის ტიტული იმ სეზონში და შემდეგშიც. 2012 წელს უკვე BMW 1 Series-ით გაიმარჯვა. ახლა კვლავ ალენ პროსტის ჯერი დადგა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ისევ Dacia Lodgy Glace-ის ავტომობილით მოიგო „ანდროს ტროფი“. მომდევნო ორი წლის მანძილზე ჟან-ფილიპ დეიროს კომკურენცია ვერავინ გაუწია. მან MINI Countryman-ით მოიგო „ყინულის ტურნირი“. ბოლო სამი წლის მანძილზე რალი-კროსის ფრანგი ოსტატი, ჟან-ბატისტ დიუბური პირველობდა „ანდროს ტროფიზე“, Renault Clio-ს და Renault Captur-ის ავტომობილებით.

დრომ მოიტანა და „ანდროს ტროფი“ სრულიად ელექტრონულ ავტომობილებზე გადავიდა და პროსტის გვარი კვლავ აჟღერდა-2011-2012 წლებში ალენ პროსტის უფროსი ვაჟი, ნიკოლა გახდა უძლიერესი. მომდევნო სამი წლის მანძილზე საუკეთესო კრისტოფ ფერიე იყო. შემდეგ მან გზა მატიუ ვაქსივიერს დაუთმო, მაგრამ მალევე დაიბრუნა უძლიერესის სახელი. ბოლოს თავი კიდევ ერთმა ცნობილი გვარის პილოტმა ისახელა-ორელიან პანისი, ფორმულა 1-ში მონაკოს გრან პრის 1997 წლის მფლობელის, ოლივიე პანისის ვაჟი, უძლიერესი Audi A1-ის ელექტრონული ვერსიით გახდა.

„ანდროს ტროფის“ 2019/2020 წლების ტურნირისთვის Renault-მ ელექტრონული Zoe მოამზადა, რომელიც Renault Clio-ს და Renault Captur-ს შეცვლის. „ელექტრონულ კლასში“, ალბათ კვლავ ვიხილავთ ძმებს, ნიკოლა და საშა პროსტებს, ორელიან პანისს, ფრანკ ლაგორსს, ვენსან ბელტუაზს, ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის, ჟან-პიერ ბელტუაზის უმცროს ვაჟს, ფრანკ მონტანის, ტომა ლორანს, ბენუა ტრელიუიეს, იან ერლაშერს, ტურინგქარის დიდოსტატის, ივან მიულერის დისშვილს, რომელთან ერთადაც წელს WTCR-ის მსოფლიო თასზე ასპარეზობს. თუ მსოფლიო რალის რეკორდსმენმა (9 ტიტული), ფრანგმა სებასტიან ლოებმა დრო გამონახა, ისიც აუცილებლად სტარტზე გამოვა.

Renault Zoe

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button