ავტოსპორტიფორმულა 1

ფორმულა 1-ში ახალი ვარსკვლავი ამოდის: 19 წლის პილოტმა ფეტელს და რიკიარდოს სულ რაღაც ორ მოსახვევთან გაასწრო!

ლანდო ნორისი, ზედიზედ რამდენიმე წელია, ამ თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ პილოტად ითვლება: 2016 წელს ის დიდი ბრიტანეთის საუკეთესო ახალგაზრდა პილოტად აღიარეს, 2017 წელს-ეროვნული დონის საუკეთესო ავტომრბოლელად. ხანმოკლე კარიერის დროს ლანდო ფორმულა Renault-ს და ევროფორმულა 3-ის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, 2018 წელს, ფორმულა 2-ის საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა (9 პოდიუმი და ერთი მოგება).

გასაკვირი არ არის, რომ 2019 წლისთვის McLaren-მა, ნორისის ფორმულა 1-მდე აღზევება გადაწყვიტა, როცა ახალგაზრდა 19 წლის იყო. მან იმედი არ გაუცრუა: გამოცდილ თანაგუნდელს, კარლოს საინსს 9-ჯერ აჯობა, Top-ექვსეულში ორჯერ მივიდა ფინიშთან და 35 ქულა დააგროვა. მხოლოდ ტექნიკურმა პრობლემებმა და მექანიკოსების შეცდომებმა შეუშალა ხელი ლანდოს, შთაბეჭდილების უფრო ძლიერად მოხდენაში.

ინგლისელი პილოტი კარგია არა მარტო სუფთა წრეზე, არამედ ბრძოლაშიც: ჩემპიონატის პირველ ნახევარში, ყველა გააოცა Red Bull-ის ფრანგი პილოტის, პიერ გასლის ოსტატურად გასწრებამ.

მაგრამ სეზონის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ლანდომ ფსონი აამაღლა: ამჯერად მან, ერთბაშად, დენიელ რიკიარდო და სებასტიან ფეტელი, ორ მოსახვევში ჩამოიტოვა!

დიახ, დენის ავტომობილი ახლა ისეთი არ არის, რომლითაც ავსტრალიელმა 7-ჯერ გაიმარჯვა, Ferrari-საც რაღაც დაემართა-მაგრამ ეს McLaren-ის პილოტის გმირობას არ უარყოფს (განსაკუთრებით, უფსკრულის სიღრმის პირობებში, სადაც ინგლისელები ბოლო სეზონების მანძილზე იმყოფებოდნენ).

გასაკვირი არ არის, რომ McLaren-ის ხელმძღვანელთან, ზაკ ბრაუნთან, ჟურნალისტების ბოლო საუბარი, ფორმულა 1-ში ფერნანდო ალონსოს შესაძლო დაბრუნების შესახებ, შემდეგი სიტყვებით დასრულდა: ,,არა, მას ფორმულა 1-ში კონტრაქტს არ შევთავაზებთ. ამჟამინდელ პილოტებთან მუშაობას ვგეგმავთ“.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button