ავტოსპორტიფორმულა 1

ოფიციალურად: 2021 წელს McLaren-ი Mercedes-ის ძრავაზე გადავა

ბრიტანული გუნდი და გერმანული კომპანია თანამშრომლობას განაახლებენ, რომელმაც წარსულში ჩემპიონის სამი ტიტული და ერთი „კონსტრუქტორთა თასი“ მოიტანა.

გუნდმა-McLaren და კომპანიამ-Mercedes განაცხადეს, რომ 2021წლის სეზონიდან ბრიტანული გუნდი გერმანული ფირმის ძრავებს გამოიყენებს.

ადრე Mercedes-ი უკვე აწვდიდა McLaren-ს ძრავებს, 20 წლის მანძილზე (1995-2015 წ.წ.), თანაც დიდი ხნის განმავლობაში, ბრიტანული გუნდი ძრავების გერმანული ფირმის უმთავრეს და გაცილებით წარმატებულ კლიენტს წარმოადგენდა. კერძოდ, სწორედ Mercedes-ის ძრავები დაეხმარა მიკა ჰაკინენს ჩემპიონის ორივე ტიტულის (1998-1999 ,  ლიუის ჰემილტონს კი – პირველი ტიტულის 2008 წელს მოპოვებაში.

Mercedes-მა განაცხადა, რომ McLaren-ს  ძალოვან დანადგარებს, როგორც მინიმუმ, 2024 წლის ბოლომდე მიაწვდის.

2018 წლიდან McLaren-ი Renault-ს ძრავებს იყენებს, მაგრამ დღეს დილას მხარეებმა განაცხადეს, რომ 2020 წლის სეზონის დასრულებისთანავე თანამშრომლობას შეწყვეტენ.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button