სპორტიფორმულა 1

Mercedes-მა ბოტასთან კონტრაქტი 2020 წლისთვის გაახანგრძლივა

Mercedes-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ვალტერი ბოტასი ლიუის ჰემილტონის თანაგუნდელად მომავალ სეზონშიც დარჩება.

ადრე Mercedes-ის ხელმძღვანელმა, ტოტო ვოლფმა განაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვის ლიუის ჰემილტონის შესაძლო თანაგუნდელების წრე ვალტერი ბოტასსა და სებასტიან ოკონამდე შეავიწროვა. ბელგიის გრან პრის წინ, Mercedes-მა განაცხადა, რომ ფინელი გუნდში კიდევ ერთი სეზონით დარჩება.

ბოტასისთვის 2020 წელი მეოთხე იქნება Mercedes-ში. 2017 წელს ნიკო როსბერგის შეცვლის შემდეგ, ბოტასმა ხუთი გრან პრი მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ ჰემილტონი ტიტულისთვის ბრძოლაში ვერ გამოიწვია, გუნდურ ბრძანებებს მისდევდა და ორჯერ „კონსტრუქტორთა თასის“ მოგებაში დაეხმარა.

 „ძალიან კმაყოფილი ვარ, ვამაყობ, რომ გუნდის ნაწილი ვიქნები მეოთხე სეზონშიც და მსურს მადლობა გადავუხადო გუნდის ყველა წევრს და Mercedes-ის დირექტორთა საბჭოს, ნდობისა და მხარდაჭერისთვის“, –Mercedes-ის პრესსამსახურს ბოტასის სიტყვები მოჰყავს.-ჩემი გამოსვლები ყოველ წელს უკეთესი ხდება და ეს შეთანხმება 2019 წლის სეზონის მეორე ნახევრის დაწყების შესანიშნავი ხერხია.

ჩემი მთავარი მიზანი ფორმულა 1-ის ჩემპიონობაა. გუნდთან მუშაობის ჩემი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, Mercedes-ი უკეთესი ვარიანტია, 2020 წელს ამ მიზნის მისაღწევად“.

ვოლფმა აღნიშნა: ,,ვალტერის ამოცანად გაძლიერებულად დაბრუნება დავუსახეთ, ვიდრე ეს იყო 2018 წლის პირველ ნახევარში და მან მიაღწია მიზანს, როცა წელს რამდენიმე, მართლაც, შთამბეჭდავი რბოლა ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი სეზონის პირველი ნახევარი მთელი კარიერის მანძილზე საუკეთესო გამოდგა, მას უფრო მეტი სურს და მზად არის საკუთარი დონის გასაუმჯობესებლად და ასამაღლებლად.

მიხარია, რომ გუნდთან ერთად, კიდევ ერთი სეზონის მანძილზე მაინც დარჩება და მოუთმენლად ველი, როდის აწევს თამასას კიდევ უფრო მაღლა“.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button