ავტოსპორტი

Saleen-მა საავტოდრომო კონცეპტი-GT4 წარადგინა

მოსალოდნელია, რომ ომოლოგაციის შემდეგ მოდელი 225 000 დოლარი ეღირება.

შედარებით მცირე ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც 2017 წელს სუპერქარი-Saleen 1 „დაგვემშვიდობა“ და აი, Saleen Automotive-მა ახალი კონცეპტი წარადგინა, რომლითაც მთელ მსოფლიოში, სარბოლო სერიებში-GT4 იასპარეზებენ. Saleen GT4 Concept Race Car-ად წოდებული ახალი სარბოლო ავტომობილი მოწოდებულია, რბოლებში Saleen-ის რეპუტაციის ასაღორძინებლად.

კონცეპტი-Saleen GT4 საგზაო Saleen 1-ზე მნიშვნელოვანწილად დაფუძნებული მოდელი არის, თუმცა მას GT4-ის კლასის მოთხოვნების შესაბამისად, გარკვეული სიახლეები დახვდა.

უპირველეს ყოვლისა, კონცეპტმა-GT4 ახალი წინა სპლიტერი და „ფრთები“ მიიღო, აგრეთვე, აეროდინამიკის გაუმჯობესებისთვის, დახვეწილი უკანა დიფუზორი. დიდი უკანა თაღი,  GT4-ის მოთხოვნების შესაბამისად, ზემწოლი ძალის გაზრდას უზრუნველყოფს. კონცეპტს, აგრეთვე, გააჩნია მუხრუჭების ანტიბლოკირების სისტემა, წინ და უკან და სპეციალური სხვა ხელსაწყო, რბოლებისთვის.

მხოლოდ ორი სავარძლის გარდა, საავტოდრომო კონცეპტი აღჭურვილია 2.2 ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი, ტურბოჩამბერიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 450 ცხენისძალაა, ბრუნთა მომენტი კი-474 ნმ. მას, აგრეთვე, კარბონის მჩატე შასი და ძარა გააჩნია, რომელიც Saleen 1-ის სუპერქარისგან გვახსოვს.

ამჟამად, სარბოლო ავტომობილი-Saleen GT4 ომოლოგაციის პროცესს ამთავრებს და ამის შემდეგ მოსალოდნელია, რომ თითოეული ავტომობილი 225 000 დოლარი ეღირება.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button