ავტოსპორტიფორმულა 1

ფეტელმა წელიწადში მეხუთედ ჩაფხუტის დიზაინი გამოცვალა. ახლა იქ ნინძაა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, სებასტიან ფეტელი, იაპონიის გრან პრიზე, განსაკუთრებული დიზაინის ჩაფხუტის გამოყენებას აპირებს. კერძოდ, თავსაბურავზე, იაპონიის სტილიზებული დროშის ფონზე, მეომარი-ნინძა არის გამოსახული, ზედა ნაწილში კი იაპონური ტრასის სახელწოდება არის დატანებული.

ეს ამ სეზონში ფეტელის პირველი არასტანდარტული ჩაფხუტი არ არის. ამგვარად, მონაკოში გერმანელი პილოტი, ნიკი ლაუდას პატივსაცემად, წითელი ჩაფხუტით გამოვიდა, გერმანიაში, იტალიასა და სინგაპურში, სტანდარტულ დიზაინს ცოტათი ცვლიდა ყოველი ქვეყნის პატივსაცემად.

Ferrari-ს ავტომრბოლელის, სებასტიან ფეტელის ჩაფხუტი

ფორმალურად, წესები ავტომრბოლელს, ჩაფხუტის დიზაინის ორზე მეტი ვარიანტის გამოყენებას უკრძალავს. მაგალითად, სოჭის რბოლაზე დანიილ კვიატს „რუსული“ ვარიანტის გამოყენების უფლება არ მისცეს, რადგან „მონცაზე“ რბოლაში ის განსაკუთრებული „იტალიური“ ჩაფხუტით უკვე გამოვიდა. ამავე დროს, მაქს ფერსტაპენი სამი სხვადასხვა შეფერილობის ჩაფხუტით ასპარეზობდა. რუსეთის გრან პრიზე, ფორმულა 1-ის რბოლების ხელმძღვანელს, მაიკლ მასის, წესების შესაბამისი პუნქტის გამოყენების წვრილმანების ახსნა მოუწია.

Ferrari-ს ავტომრბოლელის, სებასტიან ფეტელის ჩაფხუტი:

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button