ავტოსპორტიფორმულა 1

ჰემილტონმა მექსიკაში Ferrari-ს ტაქტიკური შეცდომის შემდეგ მოიგო

მეხიკოში, „ძმები როდრიგესების“ ტრასაზე, პირველი რიგიდან, სრული შემადგენლობით სტარტი სკუდერიას ვერაფრით დაეხმარა-შარლ ლეკლერი ორპიტსტოპიანმა ტაქტიკამ და ბოქსებში შეფერხებამ შეაჩერა, სებასტიან ფეტელი-ძალიან გვიანმა ერთადერთმა პიტ-სტოპმა.

წლევანდელ სეზონში, Mercedes-ის სწორი ტაქტიკური მოქმედების წყალობით, ლიუის ჰემილტონმა მეათე გრან პრი მოიგო. პირველ მოსახვევებთან დიდი პრობლემების მიუხედავად, Medium-ის საბურავებიდან Hard-ზე დროულმა გადასვლამ მას წარმატების შესაძლებლობა მისცა.

ბრიტანელი პილოტი მაქს ფერსტაპენთან (Red Bull) პაექრობდა და მესამე მოსახვევის „მოჭრა“ დაჭირდა, მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ამის შემდეგ მან ტრასაზე კარლოს საინსის McLaren-ს სწრაფად გაასწრო, დანარჩენები კი უშუალო გასწრების გარეშე დაამარცხა და ფორმულა 1-ში Mercedes-ს მე-100 გამარჯვება მოუტანა.

რბოლის პირველმა ლიდერმა, შარლ ლეკლერმა, გამარჯვებისთვის ვერ იბრძოლა, რადგან Ferrari-მ მისთვის ბოქსებში ორი გაჩერება დაგეგმა და მონეგასკი ფინიშთან მხოლოდ მეოთხე მივიდა, თუმცა უსწრაფესი წრე გაიარა. იგივე სქემამ ალექს ელბონსაც (Red Bull) შეუშალა, რომელიც სტარტის შემდეგ მესამე იყო.

სებასტიან ფეტელიც უსწრებდა ჰემილტონს, მაგრამ სეზონის ლიდერზე 14 წრით გვიან გამოცვალა საბურავები. ეს დრო ბრიტანელს ეყო, რათა საბურავების ახალი კომპლექტით საკმარისი დრო მოეგო. შედეგად ფეტელმა რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა, მესამე კი ვალტერი ბოტასი (Mercedes) გახდა.

ფინელმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსები შეინარჩუნა, რადგან თანაგუნდელს, 14 შესაძლებელიდან მხოლოდ 10 ქულა დაუთმო.

დებიუტში, ჰემილტონთან ეპიზოდის შემდეგ, მაქს ფერსტაპენმა ჩამორჩენის ამოწურვა დაიწყო, მაგრამ ბოტასთან პაექრობის დროს საბურავი დააზიანა და ადრეული პიტ-სტოპის გავლა მოუწია. შედეგად, მან მეექვსე ადგილი დაიკავა, ერთი კომპლექტით 66 წრე გაიარა.

პელოტონის შუაში, McLaren-ი ფავორიტი ჩანდა, მაგრამ რბოლაში იღბალმა უმტყუნა: კარლოს საინსი ათეულში ორი პიტ-სტოპის გამო ვერ მოხვდა, ლანდო ნორისის მანქანას, ბოქსებში ბორბალი ვერ დაუმაგრეს, რის გამოც ბევრი დრო დაიხარჯა და მანქანის გაჩერება გადაწყვიტეს.

შედეგად, „დანარჩენებს შორის საუკეთესო“, მაყურებელთა გულის გასახარად, სერხიო პერესი (Racing Point) გახდა, როცა დენიელ რიკიარდოს (Renault) გაასწრო-ამ უკანასკნელმა პოზიცია შესამჩნევად გამოასწორა, Hard-ის საბურავებით დიდი მონაკვეთის გავლის წყალობით.

დანიილ კვიატი (Toro Rosso) ნიკო ჰულკენბერგს (Renault) შეეჯახა და მე-11 ადგილამდე, ჯარიმის გამო ჩამოქვეითდა.

ნორისის გარდა რბოლა კიმი რაიკონენმაც (Alfa Romeo) ვერ დაასრულა-ფინელსაც გაჩერება თხოვეს, რადგან ქულებზე პრეტენზიას არ აცხადებდა.

მექსიკის გრან პრის შედეგები:

1.ლიუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი, Mercedes)-1.36.48.904

2.სებასტიან ფეტელი (გერმანაია, Ferrari)-+01.766

3.ვალტერი ბოტასი (ფინეთი, Mercedes)-+03.553

4.შარლ ლეკლერი (მონაკო, Ferrari)-+06.368

5.ალექს ელბონი (ტაილანდი, Aston Martin Red Bull-Honda)-+21.399

6.მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, Aston Martin Red Bull-Honda)-+01.08.807

7.სერხიო პერესი (მექსიკა, Racing Point-Mercedes)-+01.13.819

8.დენიელ რიკიარდო (ავსტრალია, Renault)-+01.14.924

9.პიერ გასლი (საფრანგეთი, Toro Rosso-Honda)-1 წრე

10.ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, Renault)-1 წრე

პირადი ჩათვლა:

1.ლიუის ჰემილტონი-363

2.ვალტერი ბოტასი-289

3.შარლ ლეკლერი-236

4.სებასტიან ფეტელი-230

5.მაქს ფერსტაპენი-220

6.პიერ გასლი-77

7.კარლოს საინსი-76

8.ალექს ელბონი-74

9.სერხიო პერესი-43

10.დენიელ რიკიარდო-38

11.ნიკო ჰულკენბერგი-35

12.ლანდო ნორისი-35

13.დანიილ კვიატი-34

14.კიმი რაიკონენი-31

15.ლენს სთროლი-21

16.კევინ მაგნუსენი-20

17.რომენ გროჟანი-8

18.ანტონიო ჯოვინაცი-4

19.რობერტ კუბიცა-1

„კონსტრუქტორთა თასი“:

1.Mercedes-652

2.Ferrari-466

3.Red Bull-Honda-341

4.McLaren-Renault-111

5.Renault-73

6.Racing Point-Mercedes-64

7.Toro Rosso-Honda-64

8.Alfa Romeo-Ferrari-35

9.Haas-Ferrari-28

10.Williams-Mercedes-1

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მომდევნო, მე-19 ეტაპი, ამ უქმეებზე, 2-3 ნოემბერს, აშშ-ში, ოსტინის „Circuit of the Americas”-ის ავტოდრომზე გაიმართება.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button