ავტოსპორტი

როდსტერმა-Donkervoort D8 GTO-JD70 განივი აჩქარებით შთაბეჭდილება მოახდინა

ვერსია-JD70 ადრეული და მუდამ გაუმჯობესების პროცესში მყოფი მოდელის-Donkervoort D8 GTO განვითარებას წარმოადგენს. ამ ოჯახის ყველა „ნაშიერი“ ტურბოხუთიანს-Audi 2.5 TFSI იყენებს.

განივი აჩქარება 2g ბევრია თუ ცოტა? ამგვარი რამ ხდება, როცა ავტომობილი 113 კმ/სთ სიჩქარით 50 მ დიამეტრის წრეზე მოძრაობს. კარგი სპორტქარები 1g გვერდითი დატვირთვის დემონსტრირებას ახდენენ, 2g კი უკვე სუპერქარების ტერიტორიაა, თანაც არც ისე ბევრის. ახლა ამ კლუბში როდსტერი-Donkervoort D8 GTO-JD70 შევიდა, რომელიც ცნობილი ჰოლანდიური კომპანიის დამაარსებლის, იოპ დონკერვოორტის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ცაიფიქრეს. თანაც კომპანია შეგვპირდა, რომ ახალბედა მოსახვევებში „2g-ს უკვე საბაზო კომპლექტაციით გადააჭარბებს“.

საინტერესოა, რომ ავტომობილს ანტიფრთა არ აქვს. ზემწოლი ძალის საკმაო დონე სპლიტერის, ზღურბლების და უდიდესი დიფუზორის შეხამებას უზრუნველყოფს.

სტარტზე, შემმუშავებლების მიერ დანცხადებული აჩქარება 1.02g-ს აღწევს, რაც ნიშნავს-ეს ავტომობილი „ასიანს“ სადღაც 2.75 წმ-ში აკრეფს. კარგი შედეგია, 420 ცხენისძალიანი ძრავის დროს (სხვათა შორის, ჩვენ წინაშეა ფირმის უმძლავრესი ავტომობილი). გასაგებია, რომ, აქ უზარმაზარ როლს დაბალი აღჭურვილობითი მასა თამაშობს-დაახლოებით 700 კგ. დამუხრუჭებისას შენელების უმაღლესი წერტილი 1.65g-ს შეადგენს, ესეც არც ისე რიგითი მაჩვენებელია. სამწუხაროა, რომ საბურავების მოდელი, როდსტერის ავტორებმა არ გასცეს, მხოლოდ მიუთითეს, რომ ეს ჩვეულებრივ გზებზე დაშვებული ნახევრადსლიკები არის. ამას ემატება ისიც, რომ ოპციის სახით, სუფთა საავტოდრომო საბურავების შეკვეთაც შეიძლება, მასთან ერთად კი პარამეტრები უკეთესიც უნდა იყოს.

ესკიზების მიხედვით, არა მარტო ძარა, არამედ ბორბლების დისკებიც ნახშირპლასტიკისგან არის დამზადებული. კიდევ ერთი ნაბიჯით წინ, საკმაოდ საინტერესო გარეგნობის „ძმობილის“-D8 GTO RS Bare Naked Carbon Edition შემდეგ.

„ეს ყველაზე პურისტული მანქანაა მძღოლისთვის და ბაზარზე არც ერთ სხვას არ ჰგავს,-განაცხადა Donkervoort Automobielen-ის მმართველმა დირექტორმა, დენის დონკერვოორტმა, დამაარსებლის ვაჟმა.-ჩვენ იოპ დონკერვოორტის ყოველ აღნიშნულ დაბადების დღეზე თითო  JD70-ს შევქმნით და ის მსოფლიოში ემოციურად ყველაზე მიმზიდველი სპორტული ავტომობილი გახდება“. ემოციური მიმზიდველობისთვის ჰოლანდიელები 163 636.36 ევროს ითხოვენ, გადასახადების გათვალისწინების გარეშე. კომპანია არ აკონკრეტებს, 70 ეგზემპლარიდან შეკვეთილი უკვე რამდენი არის, მაგრამ იტყობინება, რომ ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ლუქსემბურგიდან და ლიბანიდან შეკვეთები უკვე მიიღეს. ბოლოს აღვნიშნავთ, რომ  სპორტპროტოტიპებს და სხვადასხვა საფორმულო ბოლიდებს, მოსახვევებში, გვერდითი აჩქარების-3-3.5g ჩვენება შეუძლია. თუმცა იქ უკვე გახურებული სლიკები და დიდი ანტიფრთები არის. ასე, რომ საგზაო აპარატების სტანდარტებით, Donkervoort-ი, მართლაც, გამორჩეული გამოვიდა.

ბონუსი:

იოპ დონკერვოორტმა საკუთარი ფირმა 1978 წელს დააარსა და იმავე წელს პირველი სერიული მოდელის-Donkervoort S7 გამოშვება დაიწყო, რომელიც როდსტერის-Lotus Seven თითქმის ზუსტ ასლს წარმოადგენდა. დონკერვოორტის ვერსიაზე გამოყენებული იყო Ford Crossflow 1.6-ის 90 ცხენისძალიანი, კარბიურატორიანი, დაბალლილვიანი „ოთხიანი“, Escort-ის ოთხსაფეხურიანი „მექანიკა“ და უკანა ხიდი. მომდევნო წლებში ფირმის ახალი მოდელების სიმძლავრე კანონზომიერად იზრდებოდა, მაგრამ ფირმის დაბადებიდანვე ჩადებული Lotus-ის ფილოსოფია შენარჩუნდა (დაბალი წონა, არანაირი დამხმარე ელექტრონიკა, კოკპიტი თითქმის ულკანა ღერძთან).

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button