ავტოსპორტი

ITR-მა GT-ის მანქანებისთვის ახალი პირველობის-DTM Trophy შექმნის შესახებ განაცხადა

კომპანიამ-ITR მომდევნო წლიდან ახალი სერიის „გაშვების“ შესახებ განაცხადა, რომელიც DTM-ის ეტაპების მხარდამჭერი იქნება.

ახალ პირველობას DTM Trophy დაერქმევა და მასში GT კლასის მანქანებით იასპარეზებენ, რომელიც თავისი სპეციფიკაციით სერიულთან ახლოს არის. სერიის ეტაპებში ორი სავარჯიშო სესია, ორი კვალიფიკაცია და სპრინტის ფორმატში, ნახევარსაათიანი რბოლები შევა.

მონაწილეობისთვის დაუშვებენ მანქანებს, რომელიც FIA E2-SH და E2-SC კატეგორიას შეესაბამება და ძრავის სიმძლავრის დიაპაზონი 400-დან 500 ცხენისძალამდე გააჩნია. ამასთან, სასტარტო ბადეზე, მანქანებს GT-ის სერიისთვის ტრადიციული ძალების ბალანსით გაათანაბრებენ.

DTM Trophy-ს ფარგლებში ერთბაშად სამ ჩათვლას აწარმოებენ: ავტომრბოლელებს, გუნდებს და 22 წლის, ახალგაზრდა პილოტებს შორის. ქულები DTM-ში გამოყენებული სისტემის მიხედვით დაერიცხებათ-25 ქულიდან, გამარჯვებისთვის, 1 ქულამდე მეათე ადგილისთვის.

DTM-თან ერთად, ახალი ჩემპიონატი, პირველ სეზონში, შვიდ ავტოდრომს ესტუმრება:

„ზოლდერი“ (ბელგია) (24-26 აპრილი)

„ლაუზიცრინგი“ (15-17 მაისი)

„ანდერსტორპი“ (შვედეთი) (12-14 ივნისი)

„ნორისრინგი“ (10-12 ივლისი)

„ასენი“ (ჰოლანდია) (4-6 სექტემბერი)

„ნიურბურგრინგი“ (11-13 სექტემბერი)

„ჰოკენჰაიმრინგი“ (2-4 ოქტომბერი)

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button