ავტოსპორტი

ტურინგისთვის Mazda-ს ახალი ავტომობილი არაჩვეულებრივად გამოიყურება

განიერი Mazda 3 სარბოლო უნარჩვევებით? ორი მომეცით…

Mazda 3-ეს არის შესანიშნავი გარეგნობის ჰეჩბექი. როგორც ჩანს, Mazda North America-ს ტყუილად არ გაუვრცელებია ინფორმაცია ახალი მოდელის შესახებ.

დიახ, იხილეთ! ეს არის ჰეჩბექის ტურინგის კლასის სარბოლო ვერსია, რომელიც Long Road Racing-თან თანამშრომლობით შეიქმნა, რომ TCR-ის, რომელიც მთელ მსოფლიოში 36 სხვადასხვა ჩემპიონატს არეგულირებს, რბოლების წესების შესაბამისი ყოფილიყო.

ფანტასტიურია, არა? ამ მუქ ფერთა გამაში, მუქ ფოტოებზე, Mazda 3 TCR-ი ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ბორბლების მძლავრი თაღები და უკანა ანტიფრთა უფრო შთამბეჭდავ გარემოს ქმნის.

შეხედეთ, ამ ერთადერთ გამოსაბოლქვ მილს უკანა ბამპერის შუაში. ის, თითქოს, რაღაცაზე მიანიშნებს…

ჰაერგამტარიანი „კაპოტის“ ქვეშ მოთავსებულია 355 ცხენისძალიანი, ტურბოჩამბერიანი, ოთხცილინდრიანი ძრავა, რომელიც ექვსსაფეხურიან გადაცემათა კოლოფთან არის დაკავშირებული, სადაც გადაცემების გამოცვლა საჭის ქვეშ მოთავსებული ღილაკებით ხორციელდება, რათა TCR-ის ზემოთხსენებულ წესებს შეესაბამებოდეს.

Mazda-მ, აგრეთვე, განაცხადა, რომ 3 TCR-ი 2020 წლის IMSA Michelin Pilot Challenge-ის სერიაში, აშშ-ში გამოვა და Daytona-ს სარბოლო ტრასაზე, იანვარში, მისი დებიუტი შედგება.

ამის შემდეგ, ავტომობილი მთელი მსოფლიოს კერძო გუნდებისთვის, შესაძენად ხელმისაწვდომი გახდება, ასე, რომ ველოდებით მის გამოჩენას.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button