ავტოსპორტი

W Series-ის ჩემპიონს სერიიდან წასვლას დააძალებენ

W Series-ის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან, პირველობაში გამარჯვებულ პილოტესას, ახალ სეზონში გამოსასვლელად აღარ დაუშვებენ.

წელს 21 წლის ჯეიმი ჩედუიქმა, W Series-ის სადებიუტო სეზონში, ტიტული მოიპოვა და საპრიზო 500 000 დოლარიც ჩაიჯიბა. ის W Series-ში 2020 წელსაც განაგრძობს გამოსვლას, მაგრამ თუ ჩემპიონატში ისევ მოიგებს, მესამე სეზონის სტარტზე უკვე ვეღარ გამოვა.

ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში, W Series-ის სარბოლო დირექტორმა, დეივ რაიანმა თქვა. მან მოყვა, რომ წესების შემოღება აუცილებელი გახდა იმის სანაცვლოდ, რონ FIA პილოტესებს სუპერლიცენზიაზე ქულებს მიანიჭებს.

„W Series-მა FIA-ს სუპერლიცენზიაზე ქულების მიღების უფლება მიიღო. ამ უფლების მიღების ერთ-ერთი კრიტერიუმი გახდა ის, რომ გამარჯვებული პილოტესა მომდევნო სეზონში ვერ დარჩება. ეს შეზღუდვა სამომავლოდ გამოიყენება. ეს კი ნიშნავს, რომ W Series-ის 2020 წლის ჩემპიონი, 2021 წელს სარბოლად აღარ დაიშვება“,-თქვა რაიანმა.

W Series-ის მომავალი სეზონის კალენდარი ჯერ არ დამტკიცებულა. მიუხედავად ამისა, რაიანმა დაამატა, რომ რბოლები კვლავ DTM-ის ეტაპებთან ერთად  ჩატარდება.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button