სპორტიფორმულა 1

ჯეიმი ჩედვიქი: ,,ფორმულა 1 ჩემი საბოლოო მიზანია“

21 წლის ჯეიმი ჩედვიქი პირველია, ვინც ქალთა ახალ ჩემპიონატში-W Series ტიტულის მოპოვება მოახერხა და ახლა მას პრესის ყურადღება,  ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი პრიზი და მომავალ სეზონში კოკპიტში ადგილი გარანტირებული აქვს.

რა თქმა უნდა, ის მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს და ოცნებობს, რომ ოთხათეულზე მეტი ხნის მანძილზე, პირველი ქალი გახდეს, ვინც ფორმულა 1-ში აღმოჩნდება. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადადგმულია, ის უკვე Williams-თან თანამშრომლობს, დეველოფმენთ-დრაივერის სახით და სერიოზულად არის განწყობილი: ჯეიმის სურს, ისეთივე სიჩქარეს მიაღწიოს ტრასაზე, როგორსაც მამაკაცები აჩვენებენ.

 „ფორმულა 1-ში მოხვედრა არაჩვეულებრივი წარმატება იქნებოდა. ეს ჩემი უმთავრესი მიზანია, ამაზე ყველა ახალგაზრდა ავტომრბოლელი ოცნებობს“, – ჩედვიქმა ბრიტანულ რადიოარხს-talkSPORT ინტერვიუში უთხრა. – Williams-თან თანამშრომლობის წყალობით, ოცნება რეალობას უფრო მიუახლოვდა. მართლაც, დამოუკიდებლად მსურს ამ მიზნის ასრულება. ფორმულა 1-ში დამსახურებულად მოხვედრა მსურს და იმედი მაქვს, რომ ეს ჩქარა მოხდება.

Williams-ში მუშაობა დიდი იღბალია. ძალზე მნიშვნელოვანია, ფორმულა 1-ის გუნდთან მუშაობით, გამოცდილების მიღება, უკვე ბევრი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით კარგია, რომ ეს Williams-ია, ბრიტანული გუნდი, რომელსაც ასეთი დიდი ისტორია აქვს.

W Series-ში ტიტულის მოპოვებით, ამ სეზონში დასახული ამოცანა შევასრულე-იმედი მაქვს, ამის შემდეგ Williams-ში უფრო მეტად მენდობიან. მომავალ წელს.

რა თქმა უნდა, ფორმულა 1 არის სპორტი, სადაც მამაკაცები უპირობოდ დომინირებენ, მაგრამ მეჩვენება, რომ ამ ჩემპიონატს ქალების წარმატება ძალზე სჭირდება. თუმცა ეს დამსახურებული წარმატება უნდა იყოს.

ავტოსპორტში ზოგიერთი გავლენიანი პერსონა ქალია. მაგალითად, კლერ უილიამსი, იმ გუნდის ხელმძღვანელი, სადაც მე ვარ. ამგვარი მაგალითი სულ უფრო მატულობს. ავტოსპორტის ყველა სფეროში, მწვერვალზე უფრო მეტი ქალი უნდა ავიდეს და იმედი მაქვს, რომ ამგვარი ხერხით, მამაკაცთა დომინირება დასრულდება“.

მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმი ჩედვიქი ფორმულა 1-ზე ოცნებობს, არ გამორიცხავს, რომ მომდევნო სეზონში W Series-ში გამოსვლას განაგრძობს, თუმცა სხვა ვარიანტების განსახილველადაც მზად არის: ,,ახლა ავტოსპორტში ახალგაზრდა ავტომრბოლელებისთვის ყველა პირობა არსებობს. ძალიან გამიმართლა, რომ Aston Martin-თან კარგი ურთიერთობა აეწყო, რადგან მომავალ წელს ისინი „ლე მანზე“ საკუთარი შესანიშნავი ჰიპერქარით ასპარეზობას აპირებენ. მათთან ერთად მუშაობის დიდი სურვილი მაქვს. ფორმულა E-ც შესანიშნავი ჩემპიონატია. მაგრამ ახლა სხვა საინტერესო ვარიანტებიც არის, მათ შორის, რა თქმა უნდა, DTM. თუმცა ფორმულა 1 საბოლოო მიზანია…“

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button