ავტოსპორტი

შეძლებს ტორენტე კვლავ „დუბლის“ შესრულებას?

ჩვეულებრივ, დეკემბერი არის პერიოდი, როცა ხალხის უმეტესობა შობადღეზე ფიქრობს, ამერიკელი მრბოლელი, შონ ტორენტე და მისი გუნდი-Team Abu Dhabi კი წყალსამოტორო სპორტში მსოფლიო ჩემპიონის ორი ტიტულის შენარჩუნებაზე ოცნებობს.

უპირველეს ყოვლისა, ტორენტე დუბაიში უნდა გაემგზავროს, რადგან 12-14 დეკემბერს, XCAT World Championship-ის (უსწრაფესი კატამარანებით გრძელ დისტანციაზე) ორ ფინალურ რბოლაში გამოსვლა მოუწევს.

საკუთარ თანამძღოლთან, ფალეჰ ალ მანსურისთან ერთად, ის ჩემპიონატს ლიდერობს და არიფ ალ ზაფაინის და ნადირ ბინ ჰენდის ეკიპაჟს 5 ქულით უსწრებს.

ალ ზაფაინი და ბინ ჰენდი დუბაიში, საშინაო რბოლაში უბრალოდ არ გამოვლენ. მათ ასობით საათი გაატარეს წყალში, როცა Victory Team-თან ერთად დიდ წარმატებას ზეიმობდნენ და „ნავის“ ტესტირებასაც კი გადიოდნენ.

2019 წელს ე.წ. Offshore Racing-ში მონაწილეობის დასრულების შემდეგ, ტორენტე სამხრეთით, შარჯაში გადაინაცვლებს, სადაც F1H2O World Championship-ის (წყლის ფორმულა 1) ფინალური ეტაპი, 18-21 დეკემბერს გაიმართება და სადაც მრბოლელი პირად ჩათვლას ლიდერობს. ერთადერთი პილოტი, რომელსაც შეუძლია ტორენტეს მიერ ზედიზედ „ორმაგი ტიტულის“ მოპოვება ჩაშალოს, შვედი იონას ანდერსონი არის.

ტიტულის მოპოვების მრავალი საშუალება არსებობს, მაგრამ ტორენტესთვის მთავარია ფინიშთან ანდერსონის წინ მივიდეს და მაშინ ჩემპიონი გახდება.

აშკარაა, რომ წელს შონ ტორენტეს სურს Team Abu Dhabi-ს ბრწყინვალე საშობაო საჩუქარი გადასცეს და ის „ორმაგი ტიტულის“ მოპოვებაში უნდა აისახოს.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button