ავტოსპორტისპორტი

კუპე Alpine A110 Rally რბოლებში 2020 წელს გამოვა

აღორძინებულმა ფრანგულმა ბრენდმა, თანამედროვე სარბოლო სპორტქარი, სერიული მოდელის-A110 ბაზაზე წარადგინა. ის FIA R-GT კლასის რალის შეჯიბრებისთვის არის განკუთვნილი.

Alpine-მა, რომელიც Renault-ს ეკუთვნის და რომლის ავტომობილებიც რეგულარულად იმარჯვებდნენ რალის შეჯიბრებებში 1970-იან წლებში, სერიული მოდელის- A110 ბაზაზე, თანამდროვე სარბოლო სპორტქარი წარადგინა. მანქანას კერძო კოლექტივები მიიღებენ, რომლებიც FIA R-GT კლასში ასპარეზობენ.

სიახლე ფრანგული ავტოსპორტული გუნდის-Signatech სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა. Alpine A110 Rally-მ სამრეჟიმიანი, ჰიდრავლიკური საკიდარი, სამუხრუჭე მექანიზმი-Brembo, უსაფრთხოების ჩარჩო, სპორტული ანატომიური სავარძლები-Sabelt, აგრეთვე, უსაფრთხოების ექვსწერტილიანი ღვედები მიიღო.

მოდერნიზებული 1.8 ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ტურბოძრავა, ბრუნთა შეცვლილი მომენტით, ახლა 300 ცხენისძალაზე მეტს ანვითარებს. რალი-ქარი, აგრეთვე, ექვსსაფეხურიანი, სეკვენტალური გადაცემათა კოლოფით და მაღალი ხახუნის დიფერენციალით არის აღჭურვილი. უკანა ღერძი გამწევია. ბოლოს, Bosch Motorsports-ისგან მანქანამ მოცურების საწინააღმდეგო რეგულირებადი სისტემა და ABS-ი მიიღო.

Alpine A110 Rally-ს ფასი 150 000 ევროს ნიშნულიდან იწყება. პირველი მყიდველები საკუთარ ავტომობილს 2020 წლის დასაწყისში მიიღებენ.

ადრე Alpine-მა „სამოქალაქო“ მოდელის-A110 „დატენილი“ ვერსია წარადგინა. S-ინდექსიანმა მოდიფიკაციამ მოდერნიზებული საკიდარი, აგრეთვე, დამუშავებული 1.8 ლიტრიანი, 292 ცხენისძალიანი აგრეგატი მიიღო, რაც სტანდარტულზე 40 ცხენისძალით მძლავრია. ბრუნთა მომენტი ძველი დარჩა-320 ნიუტონ-მეტრი. სპორტქარს შეუძლია 100 კმ/სთ-მდე 4.4 წამში აჩქარდეს-ჩვეულებრივ ვერსიაზე 0.1 წამით სწრაფად. მაქსიმალურმა სიჩქარემ 260 კმ/სთ შეადგინა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button