ავტოსპორტიფორმულა 1

უილთშირის ხელთათმანების მწარმოებელმა კომპანიამ-Dents სერ ჯეკ ბრებემთან სპეციალური ხელშეკრულება გააფორმა

უილთშირის კომპანია-Dents ავტოსპორტის ლეგენდასთან, ავსტრალიელ სერ ჯეკ ბრებემთან ურთიერთობას იხსენებს.

სერ ჯეკ ბრებემი, ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ხუთი წლის წინ, 88 წლის ასაკში, Gold Coast-ში (ოქროს ნაპირი), საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

სწორედ Dents-ის და მის მფლობელობელობაში მყოფი კომპანიის-Fownes, 1950-1960-იანი წლებში ხელთათმანების მწარმოებელი ლიდერი ფირმების, მიერ შექმნილი ხელთათმანებით მოიპოვა მან საკუთარი გამარჯვებების უმეტესობა.

სერ ჯეკ ბრებემი სათუთად არა მარტო საკუთარ სარბოლო მანქანას, არამედ ამუნიციას და მათ შორის ხელთათმანებსაც ეპყრობოდა.

Dents-მა და კომპანიამ-Fownes, 1950-1960-იან წლებში ხელთათმანების მწარმოებელმა ლიდერმა ორგანიზაციებმა, ჯეკ ბრებემისთვის საავტომობილო ხელთათმანების რამდენიმე სპეციალური წყვილი შექმნა.

„ჩვენმა ხელთათმანებმა, არა მარტო რბილი, მოხერხებული ტყავის, არამედ სპეციალური „საიდუმლო მორგების“ გამო მიიქცია ჯეკ ბრებემის ყურადღება და ეს ჩვენ რეპუტაციას შეეხო“,-თქვა Dents-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა მურმა.

„ჯეკ ბრებემის ხელის ზომის ცოდნა, ტყავის მასალის ისეთ შერჩევაში დაგვეხმარა, რომელიც „მეორე კანის“ შთაბეჭდილებას ტოვებდა და საჭეზე ჩაბღაუჭებით, მანქანის კონტროლს ხელს უწყობდა.

ბევრ საჩემპიონო რბოლაში გამოსასვლელად, ის სარბოლო ხელთათმანებით მოვამარაგეთ“.

მაგრამ ბრებემი მხოლოდ სისწრაფეს არ აქცევდა ყურადღებას, ის ბიზნესითად ინტერესდებოდა და 1960-იან წლებში ჩვენ კომპანიას დაეკონტაქტა, რომ „ჯეკ ბრებემის სპეციალური სარბოლო ხელთათმანების“ ხაზი შეექმნა.

ავსტრალიაში კენგურუს ტყავი კარგად გამოიყენებოდა და პროდუქცია კარგადაც იყიდებოდა.

Dents-ი კვლავ ინახავს, საკუთარ მუზეუმში, უორმინსტერის სათაო ოფისში, ჯეკ ბრებემის ხელთათმანები, სტირლინგ მოსისა და სხვა სახელოვანი ავტომრბოლელის ხელთათმანების გვერდით.

ბრებემმა ფორმულა 1-ის ტიტული 1959, 1960 და 1966 წლებში მოიპოვა, „კონსტრუქტორთა თასი“ კი-1966-1967 წლებში.

პირველი ორი ჩემპიონობა მან Cooper-Climax-ის ავტომობილით მოიპოვა, მესამე კი-საკუთარი კონსტრუქციის მანქანით, რომელსაც Brabham-BT19-Repco ეწოდებოდა და ეს ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.

ავტოსპორტში მიღწეული წარმატებისთვის, პილოტებს შორის რაინდად უპირველესად აღიარებული ბრებემი, ისეთივე ნიჭიერი და ჭკვიანი ინჟინერი იყო, როგორც ავტომრბოლელი. რონ თორანაკთან ერთად, ის Brabham-ის 500-მდე სარბოლო მანქანაზე იყო  პასუხისმგებელი-ტექნიკაზე, რომელიც 1960-იან წლებში შურიში, გუნდის ბაზაზე შეიქმნა.

ფორმულა 1-ში Brabham-ის სახელი 30 წლის მანძილზე ისმოდა.

ბრებემს, რომელმაც თავისი ბოლო რბოლა 1970 წელს სამხრეთ აფრიკაში მოიგო, მეუღლე, ლედი მარგარეთი და ვაჟები, ჯეფი, გერი და დევიდი, თავიანთი ოჯახებითურთ, დარჩა.

ახლახანს დევიდ ბრებემმა გადაწყვიტა, რომ Brabham-ის სახელი აეღორძინებინა და მისი ხელმძღვანელობით, საგვარეულო კომპანიამ, მხოლოდ სარბოლო დღეებისთვის განკუთვნილი ავტომობილი-Brabham BT 62, ატმოსფერული, 700 ცხენისძალის სიმძლავრის ძრავიანი საავტოდრომო „სათამაშო“, ჯერ საყოველთაოდ წარადგინა, შემდეგ კი Goodwood Speed Festival-ზეც გამოიყვანა. სარბოლო ტრადიციების მქონე ოჯახი ამ ავტომობილით „ლე მანის 24 საათიან რბოლაში“ გამოსვლასაც გეგმავს. ალბათ ოჯახურ ეკიპაჟსაც შექმნიან დევიდი, მისი ვაჟი სემი და ჯეფის ვაჟი მეთიუ, რომემთა ამუნიციაში Dents-ის და Fownes-ის სპეციალური სარბოლო ხელთათმანებიც შევა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button