საზოგადოება

ზურაბა მაისაშვილი

გამოჩენილი რაჭველი ინჟინერი, მეწარმე და ქველმოქმედი ზურაბ (ზურაბა) მაისაშვილი დაიბადა მე-19 საუკუნის 40-იან წლებში (ზუსტი თარიღი უცნობია) ქუთაისის გუბერნიაში, სოფელ წესში. პატარაობაშივე დაობლდა და ბიძებთან ერთად  ვლადიკავკაზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სხვადასხვა ხელობა ისწავლა და ამის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და ჩაერთო რკინიგზის მშენებლობაში, სადაც დაიწყო  უბრალო მუშიდან, ხოლო დაასრულა მთავარ ინჟინრად. ზურაბას დიდი წვლილი მიუძღვის წიფის გვირაბის გაყვანაშიც, სადაც ის ცნობილ შოტლაინდიელ ინჟინერ ჰენრიხ მუატთან და სხვა ქართველ ინჟინერებთან ერთად მოღვაწეობდა.

ზურაბა მაისაშვილი  რკინიგზის მშენებლებთან ერთად :

დღეს-დღეობით შემორჩენილია ერთ-ერთი წერილი სადაც ზურაბა მაისაშვილი მისი ნდობით აღჭურვილ პირს წერს, რომ ის რკინიგზის სამუშაოებზე მიემგზავრება ხაშურში, ხოლო მის სახლს მას უტოვებს მოსავლელად:

თქვენო პატიოსნებავ!
თადეოზ კიკოლას ძევ!
თითონ შენ იცი, რომ მე მივდივარ ხაშურზედ, ჩემს საქმისთვის, სადგომად და რადგანაც არავინ მყავს ჩემს სახლშიდ, გარდა ჩემისა ამისთვის გთხოვ მიიღო მართველობა ჩემი ყოველივეს საცხოვრებლისა, ყოველ საგანზედ, უფლება გაქვს ჩემგან იწარმოებდე, პასუხს იღებდე უკეთუ რამე საჩივარი აღმოჩნდეს აგრეთვე არეულობა
უკეთუ რამე ვნება მიყენება გახდეს რაითმე ჩემს საცხოვრებელზედ და რასაც შენ ჩემს საქმეზედ აწარმოებ მე შენ გენდობი და საჩივარს არსად არ განვაცხადებ.
დავრჩები შენი ვექილობა.
ესე ეკუთნის კეთილს მსურველს თადეოზ კიკოლას ძეს მაისაშვილს 
ზურაბა მაისაშვილი-1879სა აპრილსა 7-სა დღესა.
რომელ ამა ვექილობაზედ ზურაბ მაისაშვილმა თავისი საკუთარი ხელი მოაწერა, მას შინა ჩემთან და დასმითა ბეჭდით.“

სწორად ის სახლი, რომელზეც წერილშია საუბარი ზურაბა მაისაშვილის აშენებულია. სახლი მასშტაბი მაშინ ყველას ყურადღებას იქცევდა და რაც მთავარია მისი აშენების ტექნიკა, მთლიანად ხის სახლი ისე იყო დაგეგმილი, რომ ლურსმნის გამოყენება არ ხდებოდა.

94324921_2606543119673395_4329108321748385792_n.jpg

რკინიგზის დასრულების შემდეგ დიდი კაპიტალით ზურაბ მაისაშვილი ბრუნდება თავისს მშობლიურ მხარეში და იწყებს სხვადასხვა საქმიანობას, მათ შორის ყიდულობს ჰექტრობით ტყეებს და იწყებს ხის გადამუშავებს სახლის გადასახური ყავრის წარმოებას, გარდა ამისა აშენებს ვენახებს და დიდი მარანს სადაც ტონობით ღვინო იწურებოდა-მარანში 40-მდე ქვევრი იყო დიდი წბერი და 6 საწნახელი.

70959029_969451620066768_7070451780596793344_n.jpg
მარნის უკანასკნელი ქვევრი-ტევადობა 6 ტონა

საინტერესო ისიც, რომ ზურაბა მაისაშვილი აწარმოებდა პურს, თაფლს, თევზს და მიწებს გასცემდა იჯარით რადგან სხვა გლებსაც დაემუშავებინათ მიწა და ამით სარგებელი მიეღოთ, გარდა ამისა გააჩნდა სასტუმრო, რომელსაც არაერთი იმდროინდელი ცნობილი საზოგადო მოღვაწე სტუმრობდა.

1905 წელს, როდესაც რუსი გენერალი ალიხანოვ ავარსკი დასავლეთ საქართველოს აწიოკებდა ეგზეკუციების მიზნით რაჭასაც მოადგა, სადაც დაიწყო სოფლების დაწიოკება, თუმცა ზურაბ მაისაშვილის მასპინძლობამ და დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა გენერალი უკან გააბრუნა და ზემო რაჭა გადაურჩა დაწიოკებას.

ამ ყველაფერთან ერთად ზურაბა მაისაშვილი ქველმოქმედებასაც მიზდევდა მისი და მისი თანამოაზრეების თაოსნობით აშენდა სკოლა სოფლებისთვის(წესი, ხიმში, კვაცხუთი) ასევე საფოსტო პუნქტი.

ზურაბ მაისაშვილი 1919 წელს გარდაიცვალა ყავდა მეუღლე და ხუთი შვილი. შვილების უდიდეს ნაწილს რუსეთის იმპერიის წამყვან უნივერსიტეტებში ჰქონდათ სამხედრო განათლება და მეფის არმიაშიც ირიცხებოდნენ.

გასაბჭოების შემდეგ ზურაბას შთამომავლებს, როგორც მდიდარი გლეხები გააკულაკეს საერთოდ ყველაფერი წაართვეს, უზარმაზარიც და უნიკალური სახლიც კი დაშალეს და წაიღეს, მხოლოდ ორი ოთახი დატოვეს, თუმცა წესით სიმდიდრის გამო ოჯახი უნდა გადაესახლებინათ ან დაეხვრიტად, მაგრამ მაშინდელ მაღალ თანამდებობის კომუნისტებთან კავშირის გამო გადასახლების და დახვრეტის ბრძანება არ აღსრულდა.

ზურაბა მაისაშვილი მეუღლესთან (ნატალია) და შვილებთან ერთად (ლადო, ნიკოლოზი, კოტე და დოდო)

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button