მეცნიერება

„მარნეულის“ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა

გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის (SGS Institut Fresenius – https://www.institut-fresenius.de/en/) კვლევის თანახმად, მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა.

2019 წლის 15 აგვისტოს Momxmarebeli.ge-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სურსათის 6 სახეობაში, მათ შორის, მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში, არასაკვები საღებავები აღმოჩნდა.

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები და გავაგზავნეთ გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად. ქვემოთ გთხოვთ გაეცნოთ შემოწმების შედეგებს და არ მიირთვათ იმ პარტიის ნიმუშები, რომლებშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა!

Momxmarebeli.ge-ის განცხადება

მალევე, მარნეულის სასურსათო ქარხანამ გაავრცელა საპასუხო განცხადება და ტრადიციული წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში გააგზავნა.

ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორია (SGS Institut Fresenius) გერმანიაში მდებარეობს და 155 წლიანი გამოცდილება აქვს. ლაბორატორია სანდო პარტნიორია მომხმარებლებისთვის და მწარმოებლებისთვის როგორც გერმანიაში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ლაბორატორია კვლევებისა და ანალიზების სფეროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

ნიმუშების გაგზავნიდან დაახლოებით სამ კვირაში გამოქვეყნდა გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის კვლევა, რომლის თანახმადაც ტრადიციულ წითელ ტყემალში არა მარტო სუდანის ჯფუფის ტიპის საღებავი, არამედ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არც ერთი ნივთიერება არ აღმოჩნდა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button