ავტოსპორტიფორმულა 1

გამარჯვებულის მანქანას პოდიუმზე აიყვანენ

მექსიკის გრან პრის ორგანიზატორებმა, გულშემატკივრებსა და ტელემაყურებლებისთვის სიურპრიზი მოამზადეს.

„ძმები როდრიგესების“ ავტოდრომის სტადიონზე განლაგებული და ხალხით გარშემორტყმული პოდიუმის უნიკალური კონსტრუქცია, დაჯილდოების ცერემონიალის სხვადასხვა სცენარით წარმართვის შესაძლებლობას იძლევა. ამ უქმეების წინ, ორგანიზატორებმა სპეციალური პლათფორმა შეუკვეთეს, რომელიც რბოლის ფინიშის შემდეგ, მანქანას გამარჯვებულთან ერთად ზემოთ აიყვანს, როცა მეორე და მესამე ადგილების მფლობელები პოდიუმზე თავიანთ ადგილებს დაიკავებენ.

პირველად ამ ხერხს გერმანიაში, „ნიურბურგრინგზე“ მიმართეს, მაგრამ იქ, 24 საათიანი რბოლის შემდეგ, პოდიუმზე მანქანები განალაგეს.

პლათფორმის მუშაობის შესამოწმებლად, პარასკევს Williams-ი მიიწვიეს-გუნდმა ორგანიზატორებს საკუთარი მანქანა ათხოვა. ცდებმა წარმატებით ჩაიარა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button