სპორტიფორმულა 1

სოჭში ლეკლერმა ჰემილტონს გაასწრო და ზედიზედ მეოთხე პოული მოიპოვა

კვალიფიკაციაში, ლეკლერსა და ჰემილტონს შორის სხვაობამ 0.4 წამი შეადგინა.

შარლ ლეკლერმა პოულ პოზიცია ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. Ferrari-ს გერმანელმა პილოტმა, მიხაელ შუმახერმა, ორჯერ, ზედიზედ სამი პოული, რამდენიმეს გამოტოვებით, 2001 წელს მოიპოვა.

მეორე რიგს სებასტიან ფეტელი, Ferrari-თ და ვალტერი ბოტასი, Mercedes-ით დაიკავებენ. ფეტელმა მესამე დრო აჩვენა, ჰემილტონს 0.023 წამი დაუთმო. კვალიფიკაციაში მეოთხე ადგილი მაქს ფერსტაპენმა დაიკავა, მაგრამ მას, ძრავის გამოცვლის მიზეზით, ხუთი ადგილით დააჯარიმებენ, რასაც ბოტასის მეოთხე სასტარტო ადგილზე გადანაცვლება მოჰყვება.

აღვნიშნავთ, რომ Mercedes-ის ორივე პილოტი სტარტზე Medium-ის საბურავებით გამოვა და ამ დროს პირველი ათეულის დანარჩენი ავტომრბოლელები რბოლას Soft-ით დაიწყებენ.

დანარჩენებში საუკეთესო კარლოს საინსი გახდა, McLaren-ით. პირველ ათეულში მას მიჰყვნენ: ნიკო ჰულკენბერგი, Renault-თი, საინსის თანაგუნდელი ლანდო ნორისი, რომენ გროჟანი, Haas-ით და ჰულკენბერგის თანაგუნდელი, დენიელ რიკიარდო.

Red Bull-ისპილოტს, ალექს ელბონს, პირველ სეგმენტში ავარია შეემთხვა. შედეგად ტაილამდელმა კვალიფიკაცია ბოლო ადგილზე დაასრულა. ინციდენტმა წითელი ალმების გადმოფენა გამოიწვია და სეგმენტი შეწყდა.

პირველ სეგმენტში ბრძოლა კიმი რაიკონენმაც შეწყვიტა. დასკვნითი ცდის დროს სის შეცდა და მე-16 შედეგი აჩვენა.

დანიილ კვიატის Toro Rosso-ს ძრავა გამოუცვალეს, ამიტომ მას კვალიფიკაციაში არ უასპარეზია და კვირას სტარტს ბოლო პოზიციიდან აიღებს.

კვიატის ფრანგი თანაგუნდელი, პიერ გასლი, კვალიფიკაციაში მე-11 იყო, მაგრამ ჯარიმის გამო სასტარტო ბადეზე ხუთ ადგილს დაკარგავს.

კვალიფიკაციის შედეგები:

1.შარლ ლეკლერი (მონაკო, Ferrari)-1.31.628

2.ლიუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი, Mercedes)-+0.402

3.სებასტიან ფეტელი (გერმანია, Ferrari)-+0.425

4.ვალტერი ბოტასი (ფინეთი, Mercedes)-+1.004

5.კარლოს საინსი (ესპანეთი, McLaren-Renault)-+1.594

6.ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, Renault)-+1.661

7.ლანდო ნორისი (დიდი ბრიტანეთი, McLaren-Renault)-+1.673

8.რომენ გროჟანი (საფრანგეთი, Haas-Ferrari)-+1.889

9.მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, Aston Martin Red Bull-Honda)

10.დენიელ რიკიარდო (ავსტრალია, Renault)-+2.033

11.სერხიო პერესი (მექსიკა, Racing Point-Mercedes)-+2.330

12.ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, Alfa Romeo-Ferrari)-+2.409

13.კევინ მაგნუსენი (დანია, Haas-Ferrari)-+2.454

14.ლენს სთროლი (კანადა, Racing Point-Mercedes)-+2.605

15.კიმი რაიკონენი (ფინეთი, Alfa Romeo-Ferrari)

16.პიერ გასლი (საფრანგეთი, Toro Rosso-Honda)

17.ჯორჯ რასელი (დიდი ბრიტანეთი, Williams-Mercedes)-+3.728

18.ალექს ელბონი (ტაილანდი, Aston Martin Red Bull-Honda)

19.რობერტ კუბიცა (პოლონეთი, Williams-Mercedes)-+4.846

20.დანიილ კვიატი (რუსეთი, Toro Rosso-Honda)

მორიგი კვალიფიკაციის მოგებით შარლ ლეკლერი კი კმაყოფილი დარჩა, მაგრამ აღნიშნა, რომ მცირე უპირატესობა გააჩნია, სასტარტო ბადეზე, გვერდზე მდგომი მეტოქის ანუ ლიუის ჰემილტონის მიმართ.

„მანქანას შესანიშნავად ვგრძნობდი,-თქვა ლეკლერმა.-ძალიან კარგია კვლავ პოულის მოპოვება, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს საუკეთესო ტრასაა, პირველი ადგილიდან სტარტისთვის. სწორი მონაკვეთი, სტარტის შემდეგ, აქ ძალიან გრძელია. სტარტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია, სწორი მონაკვეთის სიგრძის გამო“.

„ზედიზედ ოთხი პოული, სრულიად განსაკუთრებულ გრძნობებს მანიჭებს,-აღიარა ლეკლერმა.-მაგრამ ჯერ ამ სტატისტიკაზე ფიქრი არ მინდა. სამუშაოზე კონცენტრირება მინდა, ხვალ ხანგრძლივი გზა გვაქვს“.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button