ავტოსპორტი

30-იანი წლების მანქანების სტილში რეტროფუტურისტული სპიდსტერი წარადგინეს

ავტომობილი აღჭრვილია Bentley Continental GT-ის ძრავით

ბელგიურმა საკლიენტო-ატელიემ-Krugger, რომელიც ავტომრბოლელმა ფრედ ბერტრანმა დააარსა და რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მოტოციკლების პროექტებით არის ცნობილი, სპიდსტერის-Krugger FD აწყობა დაასრულა. ავტომობილი რეტროფუტურიზმის სტილში არის შესრულებული და აღჭურვილია Bentley Continental GT-ის W12 ძრავით.

ერთადგილიან სპიდსტერზე მუშაობა სამი წლის წინ დაიწყო, როცა ბერტრანს ტექსტილის მაგნატმა, ანდრე დიუპონმა და ფარმაცევტული კომპანიის-Mithra მფლობელმა, ფრანსუა ფორნიერიმ მიმართეს. ავტომობილების და ხელოვნების ორმა მგზნებარე თაყვანისმცემელმა რაღაც უნიკალურის მიღება გადაწყვიტა, 100 პროცენტით ბელგიურის და Krugger-ის დიზაინით. რეტროსპიდსტერის სახელწოდებაში, შემკვეთების გვარები არის დაშიფრული: FD-Fornieri-Dupont.

Krugger FD-ის სტილისტიკა Streamline-დიზაინის ეპოქის გამოხმაურებაა, რომლის პოპულარობაც XX საუკუნის 30-იან წლებზე მოდის. იმ პერიოდში ავტომობილებს და ყოველ სხვა ტექნიკას უფრო აეროდინამიკურ ფორმას აძლევდნენ, ხაზები კი მაქსიმალურად რბილი და მიმდინარე უნდა ყოფილიყო. სპიდსტერი XXI საუკუნეში ჩვეული კომპიუტერული მოდელირების და დაზგების გამოყენების გარეშე არის დაპროექტებული და აწყობილი; ფერი შემოთავაზებული 150 ვარიანტიდან არის ამორჩეული და შთაგონების წყარო Bentley Blue Train იყო.

ძრავის არჩევანიც შემთხვევითი არ არის: 1930-იან წლებში, მაგალითად, Ferrari არ არსებობდა (ფრანსუა ფორნიერის საყვარელმა ფირმამ თავისი პირველი ავტომობილი 1940 წელს წარადგინა), მაგრამ Bentley-ს უკვე გააჩნდა სერიოზული ავტომწარმოებლის რეპუტაცია. ამიტომ არჩევანი Bentley Continental GT-ის 6.0 ლიტრიან, ბიტურბო W12-ზე შეჩერდა, რომლის ფორსირებაც 635-დან 750 ცხენისძალამდე მოახდინეს. Krugger FD-ის დინამიური მახასიათებლები არ გახმაურებულა, მაგრამ წონის (1250 კილოგრამი) მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ Continental GT-ზე ორჯერ მეტი სიმძლავრით, სპიდსტერის აჩქარება ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე, სამ წამზე ნაკლებ დროში მოხდება.

თავიდან ბერტრანი Krugger FD-ისგან, ბონევილისთვის სარეკორდო სპორტქარის შექმნას გეგმავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველა სამუშაო დასრულდა, ავტომობილის შოუ-ქარის სტატუსზე გადაყვანა გადაწყვიტეს. სამომავლოდ მას „ელეგანტურობის“ სხვადასხვა კონკურსზე გამოფენენ-გუდვუდიდან ვილა დ’ესტესა და ფებლ-ბიჩამდე.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button