ავტოსპორტი

ჯონი ჰოლიდეის ავტომობილი-1964 წლის Iso Grifo A3/C-პარიზის აუქციონზე გამოიყვანეს

RM Sotheby’s-ი, ფრანგი პოპ-ვარსკვლავის ავტომობილს, 2018 წლის 7 თებერვალს, მჭიდრო პაექრობას სთავაზობდა.

იმ ავტომობილებს შორის, რომელიც RM Sotheby’s-ის აუქციონზე, 7 თებერვალს, პარიზის მეხუთე ვაჭრობის ფარგლებში უნდა გაყიდულიყო, 1964 წელს გამოშვებული, ცოტათი მოძველებული Iso Grifo A3/C-იც იყო, რომელიც მოდენაში არსებულმა ატელიემ-Carrozzeria Sports Cars შექმნა და ჟან-ფილიპ სმეტს, იგივე ჯონი ჰოლიდეის ეკუთვნოდა. „ფრანგ ელვისად“ წოდებული, ყველასათვის საყვარელი პოპ-ვარსკვლავი, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გარდაიცვალა, 1964-1985 წლებში, პარიზში არაერთხელ აღუბეჭდავთ, ამ ავტომობილის ფონზე.

„სარბოლო ლეგენდის, პიერო დროგოს მიერ შექმნილი მანქანა ჩაფიქრებული იყო, როგორც გრძელ დისტანციაზე მოასპარეზე“,-თქვა ოგიუსტენ საბატიე-გარამ, ევროპაში RM Sotheby’s-ის აუქციონის მენეჯერმა და დაამატა, რომ A3/C-ით, თავის კლასში, „ლე მანი“, 1964 და 1965 წლებში მოიგეს. მანქანის ძარა, ავიაციის შთაბეჭდილებით, ალუმინის, სპილენძის და მაგნეზიუმის შენადნობისგან შეიქმნა, რაც მჩატე და მოქნილია, მაგრამ საკმაოდ ძნელად შესადუღებელი. შედეგად, A3/C-ის ძარა, თვითმფრინავის მსგავსად, მოქლონვით იყო შეერთებული, რამაც სატრანსპორტო საშუალებას მეტსახელიც კი გაუჩინა.

მანქანა (შასის ნომერი B 0209), რომელსაც ოდომეტრზე 17 000 მილზე ნაკლები მანძილის გავლა აღენიშნებოდა, მუქ წითელ ფერში იყო გადაწყვეტილი, ინტერიერში  შავი ტყავის სავარძლებით. სააუქციონო სახლის მიხედვით, 15 წლის მანძილზე მანქანა Michel Hommell-ის Manoir de l’Automobile-ის მუზეუმში, ფრანგულ ლოეაკში იმყოფებოდა, სანამ 2017 წელს Chantilly Concours-ზე გაიყვანდნენ.

„მჭიდროდ შეკრული“ Iso Grifo A3/C, თავისებურად, საოცრად იშვიათია-1964 წლს, ქარხნიდან გამოგორებული 10 მანქანიდან, ის მერვე მოდელი იყო“,-თქვა საბატიე-გარამ.-დაუმატეთ მას უჩვეულო ფრანგული წარმომავლობა და სათაყვანებელი ჯონი ჰოლიდეის ყოფილი მეპატრონეობა და კოლექციონერები განსაკუთრებულად ხელსაყრელ შემთხვევას მიიღებენ“. ის 2.5 მილიონიდან 3 მილიონ ევრომდე (3.1 მილიონიდან 3.7 მილიონ დოლარამდე) ღირდა.

აუქციონის სხვა ეგზემპლარებიდან აღსანიშნავია 1953 წლის Ferrari 166 MM Spider-ი (შასის ნომრით-0272 M), რომლითაც იტალიაში, სხვადასხვა შეჯიბრებაზე, სამოდელო წლის მანძილზე, გამოვიდნენ. ეს ავტომობილი MGM-სტუდიამაც გამოიყენა ფილმში-The Racers (“მრბოლელები“), სადაც კერკ დუგლასი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა. საბატიე-გარას მიერ „სასიამოვნო სამართავად“ მონათლული 166 MM ორიგინალის სახით იყო შემონახული. ყველაფერი თავისი ჰქონდა, მათ შორის, ჩარჩო-შასი, ძრავა, გადაცემათა კოლოფი, უკანა ღერძი, საჭის სამართავი მექანიზმი, კარბურატორები და რაც მთავარია, საკუთარი ორიგინალური ძარა.“ეს აქტივები“,-თქვა საბატიე-გარამ,-ჰოლივუდის მხრიდან ინტერესმა კიდევ უფრო გაზარდა. 166 MM 3.7 მილიონიდან 4.5 მილიონ ევრომდე (4.6 მილიონიდან 5.6 მილიონ დოლარამდე) ღირდა.

ოგიუსტენ საბატიე-გარას მიერ Iso Grifo A3/C-ის შესანიშნავი დახასიათებისა და ყოფილ მფლობელად ჯონი ჰოლიდეის ხსენების (ფრანგი მომღერალი დიდ ფოტოზეც ჩანდა, საკუთარი ავტომობილის გვერდით) მიუხედავად, RM Sotheby’s-ის პარიზის აუქციონზე გამოყვანილმა ავტომობილმა კოლექციონერების ყურადღება ვერ დაიმსახურა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button